ხორავას ქუჩაზე მოსწავლეების, ლევან დადუნაშვილის და დათო სარალიძის მკვლელობის საქმეზე სასამართლომ განაჩენი გამოაცხადა.
ლევან დადუნაშვილის მკვლელობისთვის სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა. რაც შეეხება მეორე მოკლულს, დავით სარალიძეს, მის საქმეზე სასამართლომ ბრალდებული გაამართლა - მისი ბრალდების მუხლი გადააკვალიფიცირა, მას ბრალად განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებაში ედებოდა ბრალად, და მკვლელობის მცდელობით შეუცვალა.
განაჩენი მოსამართლე, ეკა არეშიძემ გამოაცხადა.
ხორავას ქუჩაზე 51-ე სკოლის ორი მოსწავლე 2017 წლის პირველ დეკემბერს დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე კი, რამდენიმე ოპერაციის მიუხედავად, 2 დეკემბერს საავადმყოფოში დაიღუპა.
შესწორება: პროცესი დახურულ იყო და თავდაპირველად მხარეებმა გამოიტანეს ინფორმაცია, რის გამოც მედიამ, მათ შორის ლიბერალმა არასწორი ინფორმაცია გავრცელა - რომ სასამართლომ ორივე ბრალდებული გაამართლა.