მისი ფასადი ბაროკოსა და როკოკოს სტილშია გადაწყვეტილი. ამ შენობას ყველა ის ელემენტი აქვს, რაც თბილისური სახლებისთვისაა დამახასიათებელი: აივანი, მოხატული სადარბაზო, ეზო-ბაღი მრგვალი შადრევნით და ალაყაფის ჭიშკარი. ალბათ იკითხავთ - აბა, რით არის გამორჩეულიო? - საოცრად უხვად დეკორირებული და ამავე დროს მსუბუქი, ორიარუსიანი ხის ჭვირული აივნით, რომელიც მეტწილად განსაზღვრავს შენობის მაღალმხატვრულ სახეს. ჭვირული აივანი ტრადიციულია ამ ქალაქისთვის. ასეთი მაქმანივით ნაქარგი აივანი კი თბილისში ერთადერთია და მის ანალოგს სხვაგან ვერსად ნახავთ. სწორედ ეს იყო მიზეზი იმისა, რომ კომუნისტურ წლებში, როდესაც ზემელის რეკონსტრუქციის დროს ამ შენობის დანგრევა გადაწყდა, სახლის იმჟამინდელმა მეპატრონემ, ვასილ გაბაშვილის სიძემ, ცნობილმა თერაპევტმა ნიკოლოზ ყიფშიძემ, რომელიც `დიდი ბელადის~ პირადი ექიმიც იყო, ამ სახლის ფოტო სტალინს აჩვენა და მისი გადარჩენა სთხოვა. როგორც ჩანს, შენობის სილამაზემ სტალინზეც იმოქმედა და შენობა განადგურებას გადაურჩა.
ვინმემ რომ მთხოვოს, თბილისის ხუთი საუკეთესო სახლის დასახელება, ამ სიაში რუსთაველის N54-ში მდებარე საცხოვრებელი სახლი აუცილებლად მოხვდება.
ნაგებობა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის შენობის (რუსთაველის გამზირი N48) და ყოფილი საბაგირო გზის ქვედა სადგურის (რუსთაველის გამზირი N52) უკან, სიღრმეში დგას.
შენობა ცნობილ იურისტსა და კომერსანტს ვასილ გაბაშვილს ეკუთვნოდა და 1897 წელს არქიტექტორ კორნელი ტატიშჩევის პროექტით აშენდა (ეს ის ტატიშჩევია, რომელმაც ა. შიმკევიჩის თანაავტორობით 1898-1901 წლებში“ არტისტული საზოგადოების~, ამჟამად შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრის შენობა ააგო. კ. ტატიშჩევის პროექტითაა აგებული მისივე სახლი ლადო ასათიანის ქ. N18-ში, რომელიც ისლამური არქიტექტურის და ძველ-თბილისური საცხოვრებლის ერთ-ერთ ღირსშესანიშნავ ნიმუშს წარმოადგენს).
ისევ ჩვენს შენობას რომ დავუბრუნდეთ, მისი ფასადი ბაროკოსა და როკოკოს სტილშია გადაწყვეტილი. ამ შენობას ყველა ის ელემენტი აქვს, რაც თბილისური სახლებისთვისაა დამახასიათებელი: აივანი, მოხატული სადარბაზო, ეზო-ბაღი მრგვალი შადრევნით და ალაყაფის ჭიშკარი. ალბათ იკითხავთ - აბა, რით არის გამორჩეულიო? - საოცრად უხვად დეკორირებული და ამავე დროს მსუბუქი, ორიარუსიანი ხის ჭვირული აივნით, რომელიც მეტწილად განსაზღვრავს შენობის მაღალმხატვრულ სახეს. ჭვირული აივანი ტრადიციულია ამ ქალაქისთვის. ასეთი მაქმანივით ნაქარგი აივანი კი თბილისში ერთადერთია და მის ანალოგს სხვაგან ვერსად ნახავთ. სწორედ ეს იყო მიზეზი იმისა, რომ კომუნისტურ წლებში, როდესაც ზემელის რეკონსტრუქციის დროს ამ შენობის დანგრევა გადაწყდა, სახლის იმჟამინდელმა მეპატრონემ, ვასილ გაბაშვილის სიძემ, ცნობილმა თერაპევტმა ნიკოლოზ ყიფშიძემ, რომელიც "დიდი ბელადის" პირადი ექიმიც იყო, ამ სახლის ფოტო სტალინს აჩვენა და მისი გადარჩენა სთხოვა. როგორც ჩანს, შენობის სილამაზემ სტალინზეც იმოქმედა და შენობა განადგურებას გადაურჩა.
თუმცა საბჭოთა პერიოდში გაბაშვილებს ჩამოერთვათ უძრავი ქონება საბურთალოსა და ვეძისის ტერიტორიებზე, მათ შორის სასტუმრო "ფირუზაც", რომელიც ყოფილი სასტუმრო "აჭარის" ადგილას იდგა.
მხატვრულ-არქიტექტურული ღირსების გარდა, ეს სახლი ჩემთვის სხვა გარემოებითაც არის მნიშვნელოვანი. სახლის მეპატრონეების, ყიფშიძეების ოჯახის წყალობით, სულ მგონია, რომ აქ დრო გაჩერდა. აქ ყოველთვის ის ტფილისი მეგულება, რომელიც თითქმის აღარ არსებობს – ტფილისი თავისი ღიაობით, ურთიერთობით, კეთილგანწყობით... მას შემდეგ, რაც ამ სახლს აღმოაჩენ (ან თუ გნებავთ იპოვი, "იპოვი" იმიტომ, რომ ისეთ უჩვეულო ადგილას დგას, რომ ყველა მნახველს საკუთარი აღმოჩენილი ჰგონია) ძველი თბილისის ატმოსფეროში გადადიხარ. აქ თითქოს ყოველთვის გელიან. გელიან ნებისმიერ დროს, თუნდაც გვიან, უკვე შებინდებულზე. ელიან ყველას, ნაცნობებს თუ უცნობებს. მათ, ვისაც ეს სახლი აინტერესებს. მასპინძლები დაუზარლად მოგიყვებიან სახლის ისტორიას, კარს გაგიღებენ; ბინიდან გამოყვანილ დენის დამაგრძელებელზე ჩართული სანათით სადარბაზოს გაგინათებენ და კედლის მხატვრობას დაგათვალიერებინებენ.... და როცა გგონია, რომ ამით დასრულდა, ეს მშვენიერი მოგზაურობა წარსულთან, როცა გენანება, მაგრამ მაინც დასამშვიდობებლად ემზადები და მადლობის სიტყვებს არ იშურებ, სწორედ მაშინ, აუცილებლად სახლში მიგიპატიჟებენ, ფინჯან ყავასა თუ ჩაიზე. საოცარი ის არის, რომ სანამ ამ სახლში ხარ, სანამ ყიფშიძეებს ესაუბრები, ეს კეთილგანწყობა და ურთიერთობა ძალიან ბუნებრივად გეჩვენება, ვინაიდან წარმოუდგენელია ასეთ სახლში სხვანაირი ბუნების ხალხი ცხოვრობდეს. საკმარისია ეზოს გამოსცდე, რომ ჩვეულ ურბანულ რეალობაში ხვდები, ქალაქური ხმაურითა და გაუცხოებით. სწორედ ამიტომ მგონია, რომ რუსთაველის N54-ში დრო გაჩერდა. აქ ყოველთვის ტფილისის დროა.
მოძებნეთ ეს სახლი, სადაც დღესაც გაბაშვილთა შთამომავლობა ცხოვრობს, დაათვალიერეთ შენობა, რომლის სანიმუშო რესტავრაციაც თავად ოჯახმა შეძლო და თქვენ აღმოაჩენთ "ტფილისს" თბილისში.
რუსთაველის გამზირი #54
ლადო ასათიანის ქუჩა #18
რუსთაველის გამზირი #54