Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

HRDF მარტოხელა მშობლის სტატუსთან დაკავშირებული ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობას მოითხოვს

12 ივნისი 2018

არასამთავრობო ორგანიზაცია ადამიანის უფლებების განვითარების ფონდი (HRDF) საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით მიმართავს და მარტოხელა მშობლებთან დაკავშირებული საკანონმდებლო ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობას მოითხოვს. საუბარია იმ კრიტერიუმებზე, რომლითაც განისაზღვრება, ვინ არის მარტოხელა დედა ან მამა. ორგანიზაციის ცნობით, სასამართლომ სარჩელი წარმოებაში უკვე მიიღო. 

HRDF-ში აცხადებენ, რომ სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, მარტოხელა მშობლის სტატუსის მიღება მხოლოდ დოკუმენტირებულად დადასტურებული ფაქტების (დაბადების სააქტო ჩანაწერში/დაბადების მოწმობაში მეორე მშობლის შესახებ მონაცემები) არსებობაზეა დამოკიდებული. შესაბამისად, სტატუსის მიღება მხოლოდ მარტოხელა მშობლების ვიწრო წრეს შეუძლია და არა ყველა იმ ადამიანს, ვინც მარტო ზრდის არასრულწლოვან შვილს. 

სამოქალაქო კოდექსის 11911-ე მუხლის თანახმად, მარტოხელა დედა/მამა არის პირი, რომელსაც ჰყავს რეგისტრირებული ქორწინების გარეშე დაბადებული 18 წლამდე ასაკის შვილი და ბავშვის დაბადების სააქტო ჩანაწერში არ არის შეტანილი ბავშვის მამის/დედის მონაცემები. სტატუსის მიღება შეუძლია იმ პირსაც, რომელსაც ჰყავს შვილად აყვანილი 18 წლამდე ასაკის ბავშვი და არ იმყოფება რეგისტრირებულ ქორწინებაში.

არასამთავრობო ორგანიზაციაში განმარტავენ, რომ მიუხედავად ამ ჩანაწერისა, მარტოხელა მამებს სტატუსის მიღება მაინც არ შეუძლიათ, რადგან დედის მონაცემები ყოველთვის ჩნდება ბავშვის დაბადების მოწმობაში. ეს კი სტატუსის მიღმა ტოვებს იმ მარტოხელა მამებს, რომლებიც მარტო ზრდიან შვილებს. ამის გამო დღეს საქართველოში არც ერთი სტატუსიანი მარტოხელა მამა არ არის. 

HRDF-ის განმარტებით, კანონმდებელმა სტატუსის მიღმა დატოვა ის მარტოხელა მშობლებიც, რომლებსაც არარეგისტრირებული ქორწინებიდან ჰყავთ შვილები, მაგრამ დაბადების მოწმობებში ფორმალურად არის მითითებული მამის მონაცემები. მათ მარტოს უწევთ ბავშვების აღზრდა და არასრულწლოვნებისთვის ერთადერთ მეურვეს წარმოადგენენ.

„სტატუსის მიღმა დარჩნენ განქორწინებული ადამიანებიც. მათი ერთადერთი სამართლებრივი ბერკეტი, დააკისრონ ბავშვზე ზრუნვა მეორე მშობელს, ალიმენტია. მაგრამ უმეტეს შემთხვევაში, მისი აღსრულება სხვადასხვა მიზეზის გამო შეუძლებელია. 2017 წლის მაისის მდგომარეობით, აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმოებაში არსებულ ალიმენტის საქმეთა შორის გადახდა არც ერთხელ არ დაფიქსირებულა 692 საქმეზე“.

ადამიანის უფლებების განვითარების ფონდი მიიჩნევს, რომ კანონი ერთნაირ მდგომარეობაში მყოფი პირებისთვის განსხვავებულ პირობებს არ უნდა ქმნიდეს.

„მნიშვნელოვანია, მეტი ყურადღება მიექცეს არა მარტო დოკუმენტურად დადასტურებულ ფაქტებს, არამედ რეალურ ვითარებას. მნიშვნელოვანია, სტატუსის მიმღებ პირთა წრე განისაზღვროს ისე, რომ მასში მოხვდეს ყველა ფაქტობრივად მარტოხელა მშობელი, რომელიც ყველასგან დამოუკიდებლად ზრდის არასრულწლოვან შვილს და სახელმწიფოს მხარდაჭერა სჭირდება“.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...

მეტი

^