Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ჭიათურის პოლიციის უფროსის გადადგომის მოთხოვნით სამმა ადამიანმა პირი ამოიკერა

12 ივნისი 2018

ჭიათურის პოლიციის უფროსის ლაშა ჩხიტუნიძის და მისი მოადგილის მიხეილ გიგაურის თანამდებობიდან გაშვების მოთხოვნით ჭიათურაში მე-9 დღეა საპროტესტო აქციის მონაწილეები შიმშილობენ. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, აქციის სამმა მონაწილემ პირი ამოიკერა.

სოციალურ ქსელში ვრცელდება პეტიცია, სადაც ავტორები იმ მიზეზებს განმარტავენ, რის გამოც ჭიათურის პოლიციის უფროსის ლაშა ჩხიტუნიძის და მისი მოადგილის მიხეილ გიგაურის გადადგომას მოითხოვენ:

„მას შემდეგ, რაც ჭიათურის პოლიციის უფროსად დაინიშნა ლაშა ჩხიტუნიძე, ხოლო მის მოადგილედ მიხეილ გიგაური ქალაქში, ახალგაზრდების მისამართით, დაიწყო ყოველდღიური ზეწოლა და შევიწროება, რაც გამოიხატება მუქარაში, რომ ყველას დაიჭერენ ამა თუ იმ კანონსაწინააღმდეგო ნივთის ჩადებით. ასევე არის არაერთი ფაქტი იმისა, რომ ხშირ შემთხვევაში ნასვამი პოლიციელები მოქალაქეებთან შედიან არასწორ კომუნიკაციასში და იწვევენ მიზანმიმართულ პროვოკაციას.

სწორედ ზემოთ აღნიშნული პროვოკაციის კლასიკური მაგალითი გახლდათ ამ ყველაფრის კულმინაცია. კერძოდ 2018 წლის 26 მაისს საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის შექმნიდან 100 წლის თავზე, პოლიციის უფროსის მოადგილე მიხეილ გიგაური და უბნის ინსპექტორი ვეფხვია შეყილაძე, სავარაუდოდ ნასვამ მდგომარეობაში მყოფები, ავტომატებით შეიარაღბულები მივიდნენ თავიანთი კორპუსის წინ სუფრასთან მსხდომ მოქალაქეებთან და მოაწყვეს მიზანმიმართული პროვოკაცია, რაც გამოიხატებოდა ერთ-ერთისადი ყელზე ავტომატის მიდებით და ბილწსიტყვაობით, რასაც მოჰყვა სუფრასთან მსხდომ ახალგაზრდებსა და პოლიციელებს შორის დაძაბულობა, რის შედეგადაც დაკავებული და პოლიციის შენობაში გააყვანილი იქნა 9 ადამიანი, აქედან რვას შეეფარდა ადმინისტრაციული სასჯელი, ხოლო ერთს ედავებიან სისხლის სამართლის მუხლით, რაც 2-დან 6-წლამდე პატიმრობას გულისხმობს.

მას შემდეგ, რაც დაკავებულები გადაიყვანეს ჭიათურის პოლიციის შენობაში, დაიწყო მათი სასტიკი ცემა, რა დროსაც ფიზიკური დაზიანება მიაყენეს ოთხ ადამიანს, ხოლო აქედან ერთ -ერთმა მიიღო ტვინის შერყევა და დღემდე გადის მკურნალობას საავადმყოფოში.

გარდა იმისა, რომ ეს ფაქტები თავისთავად უმძიმესია და მოითხოვს სახელმწიფოს მხრიდან შესაბამის რეაგირებას, ასევე თავს იჩენს არანაკლებ მძიმე პრობლემა, ხდება საზოგადოებასა და პოლიციას შორის დაპირისპირებისა და უნდობლობის გაღვივება, რამაც კიდევ უფრო მძიმე შედეგებამდე შეიძლება მიგვიყვანოს.

ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ზემდგომ ორგანოებს ეყოფათ შორსმჭვრეტელობა და უმოკლეს დროში დააკმაყოფილებენ ჩვენს მოთხოვნებს და ორ ადამიანს არ გადააყოლებენ პოლიციის იმიჯსა და ქალაქის სტაბილურ განვითარებას.

                                                               მოვითხოვთ

  1. დაუყოვნებლივ დატოვოს თანამდებობა ჭიათურის პოლიციის უფროსმა ლაშა ჩხიტუნიძემ და მისმა მოადგილემ მიხეილ გიგაურმა
  2. გადაკვალიფიცირდეს მუხლი და ერთი დაკავებულიც გასამართლდეს ადმინისტრაციული სამართლით როგორც გასამართლდა მასთან ერთად დაკავებული 8 ადამიანი", - ნათქვამია პეტიციაში.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...

მეტი

^