თვალსაზრისი
21 ნოემბერს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ განათლების განვითარების 10-წლიანი გეგმის პრეზენტაცია გამართა. დოკუმენტი ზოგადი განათლების სფეროს განვითარების გრძელვადიან გეგმას წარმოადგენს, თუმცა მასში კონკრეტულად განსახორციელებელი ღონისძიებებისა და მოსალოდნელი შედეგების შესახებ ამ ეტაბზე ბევრი არაფერი წერია.
ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა კონკრეტული შედეგების მიღწევა სურს საქართველოს მთავრობას ზოგადი განათლების სფეროში 2020 წლისთვის, მოცემულია სხვა დოკუნეტში: საქართველოს სოციალ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგია, „საქართველო 2020“, რომელიც მიმდინარე წლის ივნისში დამტკიცდა.
დოკუმენტის მიხედვით, 2020 წლისთვის საქართველოში მოსწავლეთა რაოდენობა, რომლებიც PISA-ს შეფასების მიხედვით გადასცდებიან ფუნქციური წერა-კითხვის საშუალო ზღვარს, მიაღწევს 50%-ს (დღეის მონაცემებით ეს მაჩვენებელი 38% -ია), 50%-ს მიაღწევს მოსწავლეთა რაოდენობაც, რომლებიც გადასცდებიან მათემატიკის და საბუნებისმეტყველო საგნების ცოდნის ზღვარს (დღეისთვის ეს მაჩვენებელი 31 % -ია).
ამ შედეგების მიღწევა გულისხმობს, რომ მომდევნო 6 წლის განმავლობაში ქართველ მოსწავლეთა დიდი რაოდენაობა საგრძნობლად გააუმჯობესებს ფუნქციური წერა-კითხვის და მათემატიკურ უნარებს.
ბუნებრივად ჩნდება კითხვა - არის თუ არა განათლების სამინისტროს მიერ წარმოდგენილ დოკუნეტში რაიმე ახლებური ხედვა ან კონკრეტულად გაწერილი სამოქმედო გეგმა, რაც უშუალოდ მოახდენს გავლენას მოსწავლეთა შედეგების სწრაფ გაუმჯობესებაზე?
ვნახოთ, რომელი სტრატეგიული მიმართულებებია გამოყოფილი ახალ დოკუმენტში, რომელზეც განათლების სამინისტრო მომდევნო წლების განმავლობაში აპირებს მუშაობას.
პირველი მიმართულება: ეროვნული სასწავლო გეგმის დახვეწა და სასწავლო რესურსების გამრავალფეროვნება, მოსწავლეთა განმავითარებელი შეფასების მხარის გაძლიერება, სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება.
მეორე მიმართულება: სკოლებში ახალი კადრების მოზიდვა და არსებული კონტიგენტისთვის კვალიფიკაციის ამაღლება. ამ მიზნის მიღწევა პედაგოგთა შეფასებისა და კარიერული ზრდის ახალი სქემის საშუალებით იგეგმება.
მესამე მიმართულება: ზოგად განათლებაზე თანაბარი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა ყველა მოსწავლითვის (თუმცა არ არის დაკონკრეტებული, როგორ მიიღწევა ეს).
მეოთხე მიმართულება: სკოლების ავტონომიურობის გაძლიერების ხელშეწყობა.
ახლა ვნახოთ, ჩამოთვლილ მიმართულებებში რამდენად არის რაიმე სიახლე ან ახლებური მიდგომა ძველი პრობლემების მიმართ?
მაგ. ეროვნული სასწავლო გეგმის განვითარების, სასწავლო რესურესების გამრავალფეროვნებისა და ხარიხის გაზრდის მიზნით 2004 წლიდან უამრავი ღონისძიება გატარდა (გრიფირების შემოღება 2010), (ბუკების პროგრამა. 2011).
კვალიფიციურ პედაგოგთა მოზიდვა მათი პროფესიული განვითრებისთვის და მუშაობა ჯერ კიდევ 2006 წელს დაიწყო, როცა მთავრობამ 2006 წელს მასწავლებლის მომზადებისა და პროფესიული განვითარების კონცეფცია[6] დაამტკიცა (საქართველოს მთავრობის დადგენილება N29 09 თებერვალი, 2006).
რაც შეეხება სკოლების ავტონომიურობას, ამ კუთხით 2005 წლიდან ბევრი ნაბიჯი გადაიდგა, მაგ. დირექტორების არჩევითობის შემოღება, სამეურვეო საბჭოების ფუნქციონირების დაწყება.
შეგვიძლია დავასკვნათ, რომ თუ სტრეტეგიულ მიმართულებებში 2004 - 2011 წლებთან შედარებით ახალი არაფერია, ნაკლებად მოსალოდნელი უნდა იყოს მთავრობის დაგეგმილი ინდიკატორების შესრულება. რაგდან PISA 2011-ის კვლევების მიხედვით, 2006-დან 2011 წლამდე ქართველ მოსწავლეთა შედეგები წიგიერებასა და მათემატიკურ უნარებში მხოლოდ უმნიშვნელოდ გაიზარდა და კვლავ საშუალოზე დაბალია. ასევე გეგმაში არ არის კონრეტულად გაწერილი, როგორ მოხდება თუნდაც განსაზღვრულ სტარატეგიულ მიმართულებებში დასახული ამოცანებისა და მიზნების მიღწევა.