სიტუაცია, რომელიც ზოგიერთ სახელმწიფო ორგანიზაციაში ავტომობილებთან, განსაკუთრებით პერსონალურ ავტომობილებთან დაკავშირებით ხდება, კატეგორიულად მიუღებელია, - აღნიშნული განცხადება პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
მისი თქმით, ავტოპარკის საკითხზე მთავრობის უახლოეს სხდომაზე ახალ ინიციატივას წარადგენს.
„მთავრობის შემდეგ სხდომაზე აუცილებლად წარვადგენ ახალ ინიციატივას, რომელიც არა მხოლოდ „ჯიპებს“, არამედ ზოგადად ავტოპარკს - განსაკუთრებით, ე.წ. პერსონალურ მანქანებს შეეხება. ბუნებრივია, ის სიტუაცია, რომელიც ამ მხრივ ზოგიერთ სახელმწიფო ორგანიზაციაშია, არის სრულიად მიუღებელი - მე ვიტყოდი - კატეგორიულად მიუღებელი. ჩვენ გვექნება ახალი ინიციატივა, რომელიც დამუშავებულია და მთავრობის შემდეგ სხდომაზე წარმოვადგენ, რომელიც ზოგადად ეხება ავტოპარკს - ნებისმიერი მანქანის ჩათვლით. განსაკუთრებით პერსონალურ ავტომობილებს“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.