„ქართულმა ოცნებამ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატი დაასახელა. მმართველმა გუნდმა პოლიტსაბჭოზე აჭარის მთავრობის მეთაურის პოსტზე ხუთი კანდიდატურა განიხილა და საბოლოოდ, უპირატესობა თორნიკე რიჟვაძეს მიანიჭა.
რიჟვაძე ამჟამად „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელად მუშაობს.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე 4 ივლისს გადადგა.
„მე ვტოვებ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის პოსტს, ეს გადაწყვტილება მივიღეთ გუნდურად. მე ვიყავი, ვარ და ვიქნები „ქართული ოცნების“ გუნდის წევრი და კიდევ ბევრ საქმეს გავაკეთებ ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ“, - განაცხადა პატარაძემ და მმართველ გუნდს მადლობა გადაუხადა იმისთვის, რომ შანსი მისცეს ემუშავა ამ თანამდებობაზე.