Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

იტალიის პრეზიდენტის პირველი ოფიციალური ვიზიტი საქართველოში

16 ივლისი 2018

თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში იტალიის პრეზიდენტის, სერჯო მატარელას დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა. მასში მონაწილეობა მიიღო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა.

„ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტია, გამომდინარე იქიდან, რომ ეს იტალიის პრეზიდენტის პირველი ოფიციალური ვიზიტია საქართველოში. იტალია არის საქართველოს ძალიან სერიოზული მხარდამჭერი, როგორც ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ისე ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის. ჩვენ გვაქვს ორმხრივ ურთიერთობებში ძალიან სერიოზული დინამიკა. მოგეხსენებათ, რომ უმაღლესი თანამდებობის პირები - პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი იმყოფებოდნენ ვიზიტით იტალიაში. საპასუხო ვიზიტი ადასტურებს, რომ იტალიის პოლიტიკურ დღის წესრიგში საქართველოს მნიშვნელოვანი ადგილი უკავია“ - განაცხადა საგარეო უწყების ხელძღვანელმა.



როგორც დავით ზალკალიანმა ჟურნალისტებთან კომენტირებისას აღნიშნა იტალიის პრეზიდენტთან შეხვედრებზე განხილულ იქნება ორმხრივ ურთიერთობები ეკონომიკურ და პოლიტიკურ ჭრილში. მინისტრის თქმით სხვადასხვა სფეროში რამდენიმე ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდება და ასევე გაიმართება ბიზნეს ფორუმი. დავით ზალკალიანის შეფასებით აღნიშნული ვიზიტი ახალ იმპულსს შესძენს საქართველო-იტალიის ორმხრივ ურთიერთობებს.

საგარეო საქმეთა სმაინისტროს ცნობით, საქართველოში სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში იტალიის პრეზიდენტი შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან.

სერჯო მატარელა ასევე შეხვდება საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს.

იტალიის პრეზიდენტი ქართულ-იტალიური ბიზნესფორუმს ეწვევა და ფორუმის დახურვის ცერემონიაში მიიღებს მონაწილეობას. სერჯო მატარელა, ასევე ეწვევა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტს და დაათვალიერებს „ქართულ-იტალიური” ისტორიული მეგობრობის შესახებ გამართულ გამოფენას.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...

მეტი

^