Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ბახტაძე: მაღალი კუბატურის მქონე ავტომობილებისათვის განბაჟების გადასახადი გაიზრდება

28 ივლისი 2018

„ჩვენ ვგეგმავთ იმპორტული ავტომობილების დაბეგვრის ისეთი რეჟიმის შემოღებას, როდესაც კიდევ უფრო მეტი უპირატესობა მიენიჭება ეკოლოგიურ ტრანსპორტს, მათ შორის მსუბუქ და დაბალი კუბატურის მქონე ავტომობილებს“,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ახალი გარემოსდაცვითი კონცეფციის - „მწვანე ეკონომიკის“ წარდგენისას განაცხადა.

მისი ინფორმაციით, მაღალი კუბატურის მქონე ავტომობილებისათვის გაიზრდება განბაჟების გადასახადი, რათა საქართველოში მეტი ჰიბრიდული და ელექტროავტომობილის შემოსვლა წახალისდეს. მამუკა ბახტაძის განმარტებით, საერთაშორისო ანალოგიით, მაღალკუბატურიანი ავტომობილების რაოდენობა საქართველოში ძალიან მაღალია. კერძოდ, 3,5 ლიტრზე მაღალი მოცულობის ძრავის მქონე მანქანები, დაახლოებით, 10%-ს შეადგენს, რაც რამდენჯერმე აღემატება ევროპის ქვეყნების ანალოგიურ მაჩვენებლებს.

„ამ ცვლილებებით კიდევ უფრო გაიზრდება განსხვავება გადასახადებს შორის და ვფიქრობთ, უახლოეს წლებში შევძლებთ, მნიშვნელოვნად შევცვალოთ ავტომობილების სტრუქტურა საქართველოში და მივიღოთ უფრო მეტი რაოდენობის ისეთ მანქანა, რომელიც პირდაპირ პასუხობს ევროკავშირის ქვეყნებში არსებულ ძირითად მოთხოვნებს. სამწუხაროდ, საქართველოსი ჯერ კიდევ გრძელდება „ევრო 1“, „ევრო 2“ და „ევრო 3“-ის ტიპის მანქანების იმპორტი, რაც, რა თქმა უნდა, დიდ პრობლემას წარმოადგენს ჩვენი ეკოლოგიისთვის. ვფიქრობთ, ამ პოლიტიკის შემოღებით ჩვენ მნიშვნელოვნად შევცვლით ამ ძალიან ცუდ ტრენდს“,- განაცხადა მამუკა ბახტაძემ. 

პრემიერის ინფორმაციით, ამ ცვლილებების შესაბამისად, ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის, რომლებიც საქართველოს ტერიტორიაზე პირველად რეგისტრაციას 2018 წლის 1-ლი ოქტომბრიდან გაივლიან, პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების გავლა რეგისტრაციის თარიღიდან 30 დღეში სავალდებულო გახდება.

„მოგეხსენებათ, საქართველოში იმპორტირებული ავტომანქანების ფაქტობრივად 90%-ს არ აქვს გამართული ე.წ კატალიზატორის სისტემა, რაც ძალიან საშიშია და უკავშირდება, როგორც მანქანის ტექნიკურ გამართულობას, ამავე დროს გარემოზე ზემოქმედებას. შესაბამისად, ეს გახდება ერთ-ერთი მთავარი წინაპირობა იმისთვის, რომ მანქანამ მიიღოს ტექნიკური შემოწმების შესაბამისი დოკუმენტი. სხვაგვარად იმპორტირებული ავტომობილები ამ შემოწმებას ვერ გაივლიან“,- ამბობს პრემიერი. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...

მეტი

^