მასწავლებელთა კომპეტენციის დადასტურებისა და საგნის გამოცდების შედეგები მომდევნი კვირიდან ეტაპობრივად გამოქვეყნდება - ამის შესახებ „ლიბერალს“ გამოცდების ეროვნულ ცენტრში განუცხადეს.
ცენტრში ზუსტ დროს ვერ ასახელებენ და ამბობენ, რომ ინფორმაციას შედეგების გამოქვეყნების შესახებ Facebook-გვერდზე რამდენიმე საათით ადრე დააანონებენ.
დღეისთვის, ცნობილია ერთიანი ეროვნული გამოცდების ყველა საგნის შედეგი. რაც შეეხება საერთო სამაგისტრო გამოცდების შედეგებს, გამოცდების ეროვნულ ცენტრში თარიღს ვერ ასახელებენ, მაგრამ ვარაუდობენ, რომ აპლიკანტები ქულების ნახვას 17 აგვისტოს შეძლებენ.