Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„ადამიანებს უწევთ მუშაობა კვირაში 50, 60, 70 საათი" - დღეს კანცელარიასთან აქცია გაიმართება

19 სექტემბერი 2018

„40-საათიანი სამუშაო კვირა ყველასთვის!“, - დღეს, 19:00 საათზე საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან „სოლიდარობის ქსელის“ ორგანიზებით აქცია გაიმართება.

ორგანიზატორების განცხადებით, შრომის კოდექსით გათვალისწინებულია 40-საათიანი სამუშაო კვირა, თუმცა პრაქტიკაში დასაქმებულები ბევრად მეტ საათს მუშაობენ.

„ადამიანებს უწევთ მუშაობა კვირაში 50,  60, 70 საათი, ანაზღაურება კი ხშირ შემთხვევაში ძალიან დაბალია“, - ამბობს რევაზ კარანაძე, „სოლიდარობის ქსელის“ წარმომადგენელი.

მისივე თქმით, ქვეყანაში არსებული შრომის პოლიტიკა კვლავაც მხოლოდ დამსაქმებლის ინტერესებს ემსახურება და არ ითვალისწინებს დასაქმებულთა უფლებებსა და ინტერესებს.

ორგანიზატორების თქმით, დაუდგენელია ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურების ტარიფიც, რაც დამსაქმებელს ერთპიროვნული გადაწყვეტილების მიღების საშუალებას აძლევს;

ამასთან, საქართველოს შრომის კოდექსის მიხედვით, სპეციფიკური სამუშაო რეჟიმის მქონე საწარმოში, სადაც წარმოების/შრომითი პროცესი ითვალისწინებს 8 საათზე მეტი ხანგრძლივობის უწყვეტ რეჟიმს, დაშვებულია 48-საათიანი სამუშაო კვირა.

„სოლიდარობის ქსელის“ თქმით, ეს ისეთი ზოგადი ჩანაწერია, რომ ფართო ინტერპრეტირების საშუალებას იძლევა და ფაქტობრივად მთელ შრომის ბაზარს მოიცავს.

აქციის მთვარი მოთხოვნებია:

- სამუშაო კვირა შეადგენდეს 40 საათს;

- ყოველ ჯერზე შეთანხმდეს დასაქმებულთან დამატებით დროში სამუშაოს შესრულება (ზეგანაკვეთური შრომა);

- დაიწყოს ზეგანაკვეთური სამუშაოს მუდმივი აღრიცხვა;

- მოხდეს ზეგანაკვეთური სამუშაოს ტარიფის განსაზღვრა და ის შეადგენდეს 1.5 -ს;

- გაუქმდეს სპეციფიკურ სამუშაო კატეგორიათა ნუსხა;

„სოლიდარობის ქსელის თქმით, კანონმდებლობა დაზუსტებას საჭიროებს - საჭიროა ,კანონში დეტალურად გაიწეროს ზეგანაკვეთური სამუშაოს ტარიფის მინიმალური ზღვრის დაწესება. მეორე მხრივ კი, დგება აღსრულების საკითხი - 40-საათიანი სამუშაო კვირა მოითხოვს აღსრულებას.

„სოლიდარობის ქსელი" არის დამოუკიდებელი პროფკავშირული გაერთიანება, რომელიც თბილისის მასშტაბით სხვადასხვა სამუშაო ადგილზე დასაქმებულებს აერთიანებს.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...

მეტი

^