Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

"ალდაგი" - სადაზღვევო ბაზრის ლიდერობის 25-ე წელი

25 მარტი 2015

2015 წელი „ალდაგისათვის“ საიუბილეოა - ის ქვეყანაში არა მხოლოდ პირველი სადაზღვევო კომპანიაა, არამედ პირველია იმ კერძო კომპანიებს შორის, რომელიც 1990 წელს საქართველოში დარეგისტრირდა. 

„ალდაგი“, პირველი სიტყვა, რომელიც ზოგადად დაზღვევის ან სადაზღვევო კომპანიაზე საუბრისას გახსენდება. 

2015 წელი „ალდაგისათვის“ საიუბილეოა - ის ქვეყანაში არა მხოლოდ პირველი სადაზღვევო კომპანიაა, არამედ პირველია იმ კერძო კომპანიებს შორის, რომელიც 1990 წელს საქართველოში დარეგისტრირდა. 

საქართველოს უახლესი ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე მძიმე პერიოდში, მაშინ როცა ქვეყანაში დაზღვევის კულტურა საერთოდ არ არსებობდა, „ალდაგმა“ ოპერირება ჯანმრთელობის დაზღვევის პოლისების გაყიდვით დაიწყო; 1991-1992 წლებში კომპანიამ სხვა პროდუქტები დაიმატა, წლიდან-წლამდე დინამიკურად ვითარდებოდა და არაერთი აკვიზიციაც ჰქონდა. 25 წლის განმავლობაში  კი „ალდაგი“ დინამიკურად მზარდ, მყარ კომპანიად ჩამოყალიბდა, რომელიც სტაბილურად და კომფორტულად ემსახურება საკუთარ კლიენტებს.

 ინტერვიუ „ალდაგის“ გენერალურ დირექტორთან, გიორგი ბარათაშვილთან

„ალდაგი“, პირველი სიტყვაა, რომელიც სადაზღვევო კომპანიაზე საუბრისას გახსენდება. როგორ მოახერხეთ სადაზღვევო ბაზრის ლიდერის პოზიციის დამკვიდრება?

25 წლის განმავლობაში „ალდაგი“ ლიდერი სადაზღვევო კომპანიაა, რომელსაც წლიდან-წლამდემას უფრო და უფრო მეტი ფიზიკური და იურიდიული პირი ენდობა, და რომლის ბრენდის ცნობადობა 99%-ია. ასეთი შედეგები აქ მომუშავე გუნდის სწორი მიდგომის, მუშაობის, რეპუტაციისა და ბრენდზე ზრუნვის დამსახურებაა.

ამ კომპანიის განვითარებაზე მასში  მომუშავე მზრუნველი ადამიანები, ბრენდის გაძლიერებაზე მაქსიმალურადაა ორიენტირებული. რა თქმა უნდა, ბრენდის ცნობადობა ჩვენი მარკეტინგული აქტივობებითა და იმ კამპანიებითაცაა გამოწვეული, რასაც მომხმარებელს ვთავაზობთ.

რატომ არის „ალდაგი“ ყველაზე სტაბილური სადაზღვევო კომპანია და როგორია თქვენი  ფინანსური მდგრადობა?

როგორც უკვე აღვნიშნე, ერთი მხრივ, კომპანიას აქვს სწორი კორპორაციული მმართველობა. მისი კაპიტალი მთელი სადაზღვევო ბაზრის 60%-ს მოიცავს, ამასთანავე, „ალდაგი“ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ფინანსური ჯგუფის – საქართველოს ბანკის ჰოლდინგის შვილობილი კომპანიაა. ის ერთადერთი ქართული ჯგუფია, რომელსაც ლონდონის პრემიუმ სიაში ნახავთ. ეს ყველაფერი „ალდაგის“ სტაბილურობაზე მიუთითებს. 

მეორე მხრივ, სადაზღვევო საქმიანობაში ძალიან მნიშვნელოვანია,  რამდენად შეუძლია ამა თუ იმ კომპანიას რისკების მართვა. 25 წლის განმავლობაში „ალდაგს“ საკმაოდ დიდი გამოცდილება დაუგროვდა და, შესაბამისად, საკმაოდ ეფექტურად შეუძლია ყველანაირი რისკის მართვა. აღსანიშნავია, რომ ალდაგი წლებია წარმატებით თანამშრომლობს სადაზღვევო რისკების გადამზღვევ წამყვან ევროპულ და ამერიკულ კომპანიებთან.

როგორი იყო კომპანიის 2013-2014 წლის ფინანსური მაჩვენებლები, ბაზრის მონაცემები, მოზიდული ან გამომუშავებული პრემიისა და ანაზღაურებული ზარალის მაჩვენებლები?

დღესდღეობით კომპანიის ბაზრის წილი მოზიდული პრემიის მიხედვით 34%-ია, ანაზღაურებული ზარალების მიხედვით, მთელი ბაზრის – 32%, გამომუშავებული პრემიის მიხედვით კი – 36%.

თუკი პროდუქტების მიხედვით 2014 წლის 3 კვარტლის მონაცემებს შევაჯამებთ, ავტომობილების დაზღვევაში „ალდაგს“ დღეს საერთო ბაზრის 41% უჭირავს, ამავე მოცულობისაა მისი წილი ქონების დაზღვევაში და 33% ვალდებულებებში. ეს ყველაფერი ნათლად მიუთითებს, რომ ჩვენს კომპანიას დღითიდღე უფრო მეტი მომხმარებელი ენდობა. 2014 წლის 3 კვარტლის მონაცემებით, ანაზღაურებული ზარალი ჯამურად 10 მილიონ 500 ათასი ლარია.

კიდევ რითი იყო 2014 წელი მნიშვნელოვანი თქვენი კომპანიისთვის?

2014 წელი „ალდაგისთვის“ არაერთი მნიშვნელოვანი მოვლენით იყო გამორჩეული. პირველ რიგში კი იმით, რომ საქართველოს ისტორიაში „ალდაგის“ გამოეყო ჯანმრთელობის დაზღვევის ნაწილი და ალდაგმა მხოლოდ არაჯანმრთელობის დაზღვევით გააგრძელა ბაზარზე ოპერირება. ჩვენი დაზღვევა გულისხმობს ავტომობილის, უძრავი ქონების, პასუხისმგებლობების და სხვა არაერთი მიმართულებების დაზღვევას. 

2014 წელს მომხმარებელს დამატებით შევთავაზეთ ახალი პროდუქტები, მაგალითად, როგორიცაა ექიმების პასუხისმგებლობის დაზღვევა, რაც ევროპაში ძალიან პოპულარული სერვისია; ასევე, ფიზიკურ პირთათვის საცალო გაყიდვების ტვირთების დაზღვევა; გავზარდეთ სადაზღვევო სააგენტო ქსელი – 2013 წლის დასაწყისში თბილისის მასშტაბით მუშაობდა 70 აგენტი. ამავე წლის დეკემბრის მდგომარეობით „ალდაგი“ ემსახურებოდა 2450 იურიდიულ და 141 000 ფიზიკურ პირს, დაზღვეული ავტომობილების რაოდენობა 16 000 იყო; 2014 წლის ამავე პერიოდის მონაცემებით, თბილისში დღეს უკვე გვყავს 125 აგენტი, ვემსახურებით 2600 იურიდიულ და 252 000 ფიზიკურ პირს. ჩვენ მიერ დაზღვეული ავტომობილების რაოდენობა კი 20 000-ს აღწევს. ასევე აღსანიშნავია, გლდანის ფილიალის გახსნა, სადაც ამ რაიონის მოსახლეობას უკვე ადგილზე შეუძლია ჩვენი მომსახურების მიღება. 

როგორია ალდაგის გამოცდილება სხვადასხვა მიმართულებით, მაგალითად, ქონების დაზღვევის კუთხით. რა სერვისებს სთავაზობთ მომხმარებელს და რაში მდგომარეობს მათი განსაკუთრებულობა? 

2014 წელს საქართველოს სადაზღვევო ბაზრის ისტორიაში რამდენიმე მსხვილი ზარალი დაფიქსირდა. შემიძლია გავიხსენო ორი მაგალითი, რასაც ბაზარზე უპრეცედენტოდ დიდი ზარალი მოჰყვა. ერთ-ერთი „გალფის“ შემთხვევა იყო, როდესაც ამ კომპანიის ბაზაზე აფეთქება მოხდა. ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ზარალი, რომელიც „ალდაგმა“ მინიმალურ დროში – ორ თვეში მთლიანად დაფარა, მილიონი ლარი აანაზღაურა.  2014 წლის მეორე მნიშვნელოვანი ზარალი რუსთავში, „რუსმეტალის“  საწარმოს მიადგა – დაზიანდა ქონება, რასაც ბიზნესის შეჩერება მოჰყვა. კომპანიას ორივე მიმართულების დამზღვევი პოლისი ჰქონდა შეძენილი და ეს ზარალიც მილიონი ლარით ანაზღაურდა. ორივე კომპანიის ზარალი სრულად დაიფარა. 

რა დოზითაა „ალდაგი“ სახელმწიფო პროექტებში ჩართული?

ჩვენ ყოველთვის მივესალმებით სახელმწიფოს ინიციატივებს, რომლებიც მიმართულია სხვადასხვა სფეროს განვითარებისკენ. ვფიქრობთ, რომ სახელმწიფოს მხრიდან თუნდაც მცირე მეწარმეების საქმიანობის ხელშეწყობა ძალიან მნიშვნელოვანია ზოგადად ქვეყნის განვითარებისთვის. 2014 წელს, მას შემდეგ, რაც სახელმწიფომ აგროდაზღვევის სუბსიდირება გადაწყვიტა, ჩვენმა კომპანიამ აღმოსავლეთ საქართველოში სააგენტო ქსელიც შექმნა, სადაც ფერმერებთან ჩვენი აგენტი თავად მიდის, სთავაზობს დაზღვევასა და პირობებს. ასევე, გაიხსნა ახალი ფილიალი თელავში, აქტიურად ამუშავდა „ალდაგის“ აჭარის ფილიალიც.

სუბსიდიის მიმართულებით უკვე 4000-მა ფერმერმა შეიძინა პოლისი. ეს ადამიანები დღეს თავს დაცულად გრძნობენ.

აღსანიშნავია, რომ  „ალდაგს“ აგრომიმართულებითაც ყველაზე დიდი გამოცდილება აქვს. ფერმერებს აგროდაზღვევას 1998 წლიდან ვთავაზობთ და ამ მიმართულებით ინტენსიური მუშაობა 2012 წლიდან დავიწყეთ. 2012-დან 2014 წლის დასაწყისამდე მხოლოდ აგრომიმართულებით 3 მილიონ ლარამდე ზარალი ავანაზღაურეთ, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ ალდაგი არის ფინანსურად სტაბილური კომპანია და  ყოველთვის შეუძლია რისკების ეფექტურად მართვა. აღსანიშნაია, რომ ჩვენ ამ მიმართულებით მუშაობასა და განვითარებას ყოველთვის გავაგრძელებთ, ვგეგმავთ რეგიონების მასშტაბით გააქტიურებას და ყოველივე ეს კიდევ ერთხელ დადებითად აისახება ჩვენს მომხმარებელზე. 

2015 წელი თქვენთვის საიუბილეოა. რა სიახლეები იგეგმება ამ წელს, როგორია თქვენი გეგმები და რას შესთავაზებთ მომხმარებელს? 

2015 წელსაც ბაზარზე აქტიურად ვიქნებით წარმოდგენილები, მრავლად იქნება  მარკეტინგული აქტივობები; მომხმარებელს ტრადიციულად შევთავაზებთ სხვადასხვა აქციას; უახლოეს მომავალში შიდა ქართლში გაიხსნება ჩვენი ფილიალი, რომელიც აქტიურად იმუშავებს იმისთვის, რომ ფერმერებს, ადგილობრივ მოსახლეობას ჩვენი პროდუქციის შესახებ ინფორმაცია მიაწოდოს. ამ რეგიონში არცერთი სადაზღვევო კომპანია არ არის აქტიურად წარმოდგენილი. არადა, აქ განსაკუთრებულად სჭირდებათ დაცულობა. ასევე, გავფართოვდებით სხვა რეგიონებშიც, დაგვემატება გაყიდვების წერილებიც, ყოველივე ეს, მაქსიმალურ კომფორტს შეუქმნის ჩვენს დაზღვეულებს. ასევე, 2015 წელს ბაზარზე გამოვიტანთ რამდენიმე ახალ პროდუქტს, ვგეგმავთ გავამარტივოთ ზარალის ანაზღაურების პროცესი, რაც მომხმარებელს საშუალებას მისცემს მაქსიმალურად მოკლე ვადაში მიიღოს ანაზღაურება. 

რატომ არის თქვენი პარტნიორებისთვის მნიშვნელოვანი კონკრეტულად „ალდაგთან“ თანამშრომლობა და როგორ გეგმავს ალდაგი საკუთარი პირველობის დაზღვევას სადაზღვევო ბაზარზე? 

„ალდაგი“ ამიერკავკასიაში ყველაზე ძლიერ ფინანსურ ჯგუფში – საქართველოს ბანკის ჰოლდინგში შემავალი სადაზღვევო კომპანიაა. ეს ჩვენი კომპანიის ფინანსური სტაბილურობის ერთ-ერთი მთავარი გარანტია. როდესაც ვეზღვევით, ანუ ერთი პიროვნება ან იურიდიული პირი რისკს მეორე კომპანიას გადასცემს, მოულოდნელი მოვლენისგან დაცულობას, სამომავლო დაპირებას ვყიდულობთ. თუკი დაპირებაში ვიხდით ფულს, მაშინ სწორედ იმ კომპანიას უნდა ვენდოთ, რომელიც 25 წელია ამ ბაზრის ლიდერია. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^