თბილისის ისტორიის მუზეუმის ხის ფონდში დაცულია თბილისურ შენობათა მაკეტების კოლექცია. XX საუკუნის 20-30-იან წლებში საბჭოთა ხელისუფლებამ არნახული მშენებლობა წამოიწყო, რამაც ძველი ქალაქის იერსახე სრულიად შეცვალა. ამ რეკონსტრუქციას ბევრი თბილისური უბანი და შენობა ემსხვერპლა. მუზეუმის ხელმძღვანელობამ შემოიკრიბა მაკეტების ოსტატები - ლეონ ნაბათოვი, მიხეილ მანსვეტაშვილი, ბარიკინი; ამ ადამიანებს ძალიან კარგად ახსოვდათ ძველი თბილისური დუქნები, სახელოსნოები, საცხოვრებელი სახლები, სრულიად უბრალო მასალით (ხე, ფანერა, მუყაო, კენჭები, წებო, პლასტელინი). ისინი ძველი თბილისური შენობების პატარა მაკეტებს ქმნიდნენ, რომელთა საშუალებითაც დღეს შეგვიძლია ძველი თბილისის განუმეორებელი კოლორიტი შევიგრძნოთ.
მდიდარი ვაჭრის სახლი ავლაბარში,
მაკეტი, ავტ. მიხეილ მანსვეტაშვილი, XX ს-ის I ნახ., ხე, მუყაო, 75×104 სმ.
ტრამვაის ვაგონი,
მაკეტი, XX ს-ის I ნახ., ხე, ლითონი, 23×15×67 სმ.
ტრამვაის ვაგონი,
მაკეტი, XX ს-ის I ნახ., ლითონი, 28×62×16 სმ.
ხილის სავაჭრო დუქანი,
მაკეტი, ავტ. მიხეილ მანსვეტაშვილი XX ს-ის I ნახ., ხე,თიხა, მინა, 29×40 სმ.
მუხრან ბატონების სასახლე,
მაკეტი, ავტ. ლეონ ნაბათოვი, XX ს-ის I ნახ., ხე, მარმარილო, მუყაო, 64×160×61 სმ.
სახლი მეზონინით,
მაკეტი, ავტ. ლეონ ნაბათოვი, XX ს-ის I ნახ., ხე, ლითონი, მუყაო, 72×74×53 სმ.
სახელოსნო დარაბები
მაკეტი, ავტ. ლეონ ნაბათოვი, XX ს-ის I ნახ.,ხე, მინა, 40×40×56 სმ.
მეტეხის ტაძარი და ციხე,
მაკეტი, ავტ. მიხეილ მანსვეტაშვილი, XX ს I ნახ., ხე, თიხა, მინა, ლითონი, 2.15×1.25 მ
სახლი აბას-აბადის მოედანზე (ახლ. გუდიაშვილის მოედანი), ე.წ. „ცისფერი სახლი“,
მაკეტი, ავტ. მიხეილ მანსვეტაშვილი, XX ს-ის I ნახ., ხე, მინა, თიხა, 2.7×1.10 მ.
ეტლი,
XIX-XX სს., ხე, ტყავი, ლითონი,
ქსოვილი, 2.91×2×1.50 მ.
საქართველოს ეროვნული მუზეუმისა და ჟურნალ "ლიბერალის" ერთობლივი პროექტი.