Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

კალაძე: ტაქსის მძღოლები ავტომობილების თეთრად შესაღებად უფასო ვაუჩერს მიიღებენ

02 ოქტომბერი 2018

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ლიცენზიის მქონე ტაქსის მძღოლები ავტომობილების თეთრად შესაღებად უფასო ვაუჩერს მიიღებენ. 

მფლობელს, რომლის ტაქსი დარეგისტრირებული იქნება 10 ოქტომბრის ჩათვლით, გავლილი ექნება ტექდათვალიერება, იქნება მარცხენასაჭიანი და 4-კარიანი, საჩუქრად გადაეცემა ავტომანქანის ღებვისა და ქიმიური წმენდის ვაუჩერები. აღნიშნულ ვაუჩერებს მძღოლებს გადასცემს მერიის მიერ გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებული კომპანია, ტაქსზე ორი წლით რეკლამის განთავსების სანაცვლოდ.
ამას გარდა, თეთრი ტაქსებისთვის ქალაქში გამოყოფილი იქნება სპეციალური სადგომი ადგილები, ტაქსისტებს უფასოდ გადაეცემათ ტაქსის მანათობელი მოწყობილობა და მათ შეუძლიათ ტაქსით მომსახურების გარდა, შემოსავალი მიიღონ ავტომანქანაზე რეკლამის განთავსებით.

„მივიღეთ გადაწყვეტილება ავტომობილების შეღებვასთან დაკავშირებით, ლიცენზიის მქონე მძღოლებს გადავცეთ ვაუჩერი, რომ ავტომობილები თეთრად გადაღებონ. მათ ეს არ დაუჯდებათ არც ერთი თეთრი. ეს მნიშვნელოვნად შეამსუბუქებს ტაქსის მძღოლების მდგომარეობას და ხელს შეუწყობს სწრაფ და ეფექტიან რეფორმირებას”, – განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქში 2019 წლის პირველი ოქტომბრიდან თეთრი ფერის ტაქსები იმოძრავებენ. მიმდინარე წლის პირველი ოქტომბრიდან ტაქსების რეგისტრაცია სავალდებულო გახდა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...

მეტი

^