ქუჩების ნაცვლად, აქ დანომრილი რიგებია. ამ რიგებში ჩამწკრივებულ ერთსართულიან სახლებს კი ნომრებით თუ განასხვავებთ ერთმანეთისაგან. სიმეტრიულად განლაგებული შენობები მყვირალა ფერებშია შეღებილი. ზოგან მომჟავო მწვანე, ზოგან კრემისფერი ან ღია წითელი სახლები მათ გარშემო გადაჭიმული მიწისფერი ტრამალისა და რუხი სოფლების ფონზე შორიდანაც კი მკვეთრად მოჩანს.
ეს აგვისტოს კონფლიქტის შედეგად იძულებით გადაადგილებულ პირთა დასახლებებია. დაახლოებით 11 ათასი დევნილი ძირითადად ქართლის, მცხეთა-მთიანეთის და ქვემო ქართლის 38 დასახლებაში, 3979 კოტეჯში ცხოვრობს.
„ჩვენ აქ კონცლაგერში ვართ", - ამბობს ხურვალეთის დასახლების ერთ-ერთი მაცხოვრებელი დათო კუდუხოვი. აგვისტოს კონფლიქტის დროს მან სოფელ ქსუისში 1.5 ჰექტარი ხეხილის ბაღი დაკარგა, ახლა კი სახლის წინ ასიოდე კვადრატულ მეტრ ფართობზე მხოლოდ ხახვი და ნიორი მოჰყავს და ვერც სხვა სამსახურს შოულობს.
დასახლებების საკონცენტრაციო ბანაკთან შედარება, რა თქმა უნდა, გადაჭარბებულია. მაგრამ საცხოვრებლად ნორმალური გარემოს შესაქმნელად მხოლოდ მატერიალური პრობლემების მოგვარება არ კმარა. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ლტოლვილთა საქმეების უმაღლესი კომისარიატის (UNHCR) იურიდიული სამსახურის ხელმძღვანელის კრისტოფ ბირვირთის შეფასებით, ამჯერად, დღის წესრიგში გრძელვადიანი საკითხები უნდა დადგეს. ასეთი საკითხებია საინფორმაციო ვაკუუმის შევსება და დასაქმება.
საინფორმაციო ვაკუუმი
აჩაბეთიდან დევნილი 49 წლის ლიმერი ჭულუხიძე ბერბუკის დასახლებაში მეუღლესთან და 23 წლის შვილთან ერთად ცხოვრობს. მათი სახლის ფანჯარაზე მიკრულ მუყაოზე კალმით წერია: "არაყი". ოჯახი თბილისში ნაყიდი კახური არყის გაყიდვით ირჩენს თავს. "დღეში ერთ-ორი ლიტრი იყიდება, ლიტრი ოთხი ლარი ღირს... მაგრამ ეს არ გვყოფნის“. ჭულუხიძე უკმაყოფილოა იმის გამო, რომ მეზობლად მცხოვრები დევნილებისგან განსხვავებით, 104-ლარიანი დახმარება არ მიუღია და არც ის იცის, თუ ვისგან იღებს დახმარებას.
ნახსენებ "104 ლარში", სავარაუდოდ, UNHCR-ის მიერ დანიშნული ერთჯერადი 100-ლარიანი დახმარება იგულისხმება. დევნილების პრობლემებზე 93 საერთაშო-რისო და ადგილობრივი ორგანიზაცია მუშაობს და ამიტომ ლიმერის მსგავსად, ბევრ დევნილს არა აქვს წარმოდგენა არც ფულადი და ჰუმანიტარული დახმარების წარმომავლობაზე და არც საკუთარ უფლებებზე. არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" ანალიტიკოსი ტილ ბრუკნერი იხსენებს: "იყო შემთხვევა, როცა მსოფლიოს სასურსათო პროგრამის მიერ დარიგებული ფქვილისგან საჭმელად უვარგისი პური გამოცხვა... დევნილები მთავრობას აბრალებდნენ შეცდომას, რომელიც საერთაშორისო ორგანიზაციამ დაუშვა, რადგან არ იცოდნენ, რომ პასუხისმგებელი მთავრობა არ იყო. ჩემი აზრით, ეს თვითონ სამინისტროსთვისაც ართულებს მუშაობას".
ბრუკნერის აზრით, არასამთავრობო ორგანიზაციები კოორდინირებულ მუშაობას ვერ ახერხებენ, რაც ხშირად ერთი და იმავე დასახლების მაცხოვრებლებს არათანაბარ მდგომარეობაში აყენებს.
დასაქმება
ბერბუკელ დევნილ ლიმერი ჭულუხიძეს სხვის კმაყოფაზე ცხოვრების შეგრძნება არ ასვენებს. „იქ ყველაფერი გვქონდა, აქ კი დახმარებაზე ვართ დამოკიდებული... ეს მთავრობა როდემდე შეგვინახავს?!“ - ამბობს ის.
კოლორადოს უნივერსიტეტის ანთროპოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი ელიზაბეთ დანი, რომელიც ამჟამად დევნილების საკითხზე მუშაობს, ამბობს, რომ დაუსაქმებლობა დევნილებისთვის პრობლემას წარმოადგენს არა მარტო იმიტომ, რომ ოჯახების რჩენა უჭირთ, არამედ იმიტომაც, რომ საზოგადოებაშიც ვერ ახერხებენ თავის დამკვიდრებას. "როცა დევნილი ხდები, კარგავ არა მარტო მატერიალურ ქონებას, ყანას, საქონელს ან სახლს, ამავე დროს, კარგავ ყველაფერ იმას, რაც საზოგადოებაში შენს ადგილს განსაზღვრავდა", – აღნიშნავს ელიზაბეთ დანი.
მინისტრ კობა სუბელიანის თქმით, დონორ ორგანიზაციებთან ერთად საქართველოს მთავრობა მუშაობს პროგრამაზე, რომლის მიზანი დევნილების მიწათმოქმედებისა და მესაქონლეობის კუთხით დასაქმება იქნება. უმრავლესობას უკვე დაურიგეს ნახევარი ჰექტარი სახნავ-სათესი მიწა, რომლის დამუშავებაც მთავრობამ ითავა. ზოგი მოსახლე უკმაყოფილოა მიწის დამუშავების ხარისხით, ზოგიერთ დევნილს მოუწია ტრაქტორის საკუთარი ხარჯით დაქირავება, რომ არასაკმარისად დამუშავებული მიწა გაეფხვიერებინა და სათესად გამოსადეგი გაეხადა.
წეროვანში, სადაც 6000-ზე მეტი დევნილი ცხოვრობს და ინფრასტრუქტურაც უფრო სწრაფად ვითარდება, ერთი შეხედვით, დასაქმების მეტი შესაძლებლობაა. მიუხედავად იმისა, რომ დასაქმებულების ოფიციალური სტატისტიკა სამინისტროს არა აქვს, წეროვანში ვიზიტის დროს მაინც თვალსაჩინო ხდება, რომ ცხოვრება სხვა დასახლებებთან შედარებით იქ უფრო დინამიურად ვითარდება. იქაურებს აქვთ სათბურები, სასურსათო ჯიხურები, მუშაობს ასევე დევნილებით დაკომპლექტებული ახალგორის სასწრაფო დახმარების ბრიგადა და პოლიციის განყოფილება, სადაც ძველი თანამშრომლები ასევე დევნილები არიან. წეროვანში შენდება სკოლა, ბაგა-ბაღი და ადგილობრივი გამგეობის განყოფილება. თუმცა, მიმდინარე მშენებლობები დევნილების დასაქმებას ხელს ვერ უწყობს. ვახტანგ ბერიკაშვილის თქმით, რომელიც სამშენებლო სამუშაოებს ზედამხედველობს, სკოლის მშენებლობაზე ოთხმოცი მუშახელიდან მხოლოდ ხუთია დევნილი. სამშენებლო კომპანიებს, ძირითადად, თავიანთი მუშახელი მოჰყავთ და ადგილობრივების დაქირავებას ერიდებიან. ახალგორიდან დევნილი, 32 წლის ზაზა იმნაძე იმ მცირერიცხოვან ადამიანთა კატეგორიას მიეკუთვნება, ვისაც გაუმართლა და დასაქმება მოახერხა. პირადი ნაცნობობის წყალობით, ახლა წეროვანში აფთიაქის მშენებლობაზე მუშაობს და თვეში სამას ლარს იღებს: "დახმარება რას მეყოფოდა, სამსახური რომ არ მქონდეს", - აღნიშნავს იგი.

შინ
მიუხედავად იმისა, რომ ზაზა არც საცხოვრებელ პირობებს უჩივის და ხელფასიც მისთვის საკმარისია, თავს მაინც წეროვანის დროებით მაცხოვრებლად აღიქვამს: „ჩემს სოფელში ერთი პატარა სახლი რომ მქონდეს, ის მირჩევნია აქაურ ლამაზ შენობებს.“
UNHCR-ის იურიდიული სამსახურის ხელმძღვანელ კრისტოფ ბირვირთის თქმით, „ახლა მთავარი ამოცანაა ამ დასახლებების სიცოცხლით სავსე სოფლებად და შენობების ნამდვილ სახლ-კარად გადაქცევა". ის იხსენებს: „ზოგი კოტეჯის წინ, რომელიც ჩვენ მოვინახულეთ, მცენარეები იყო დარგული, სამზარეულოდან წვნიანის სუნი გამოდიოდა, შიგნით ოჯახური გარემო იგრძნობოდა. ზოგან, კი, ისეთი შთაბეჭდილება რჩებოდა, თითქოს დროებით საცხოვრებელში იმყოფები". ადამიანებს, რომლებმაც ერთხელ უკვე დაკარგეს სახლ-კარი, ქონების ხელახლა დაგროვება უწევთ. ბევრ დევნილს დაბრუნების იმედი კიდევ აქვს, თუმცა ეს იმედი მათ ყოველდღიურ ცხოვრებაზე სხვადასხვანაირად აისახება. არაერთგვაროვნად ხვდებიან ისინი მთავრობის ახალ ინიციატივას, რომლის მიხედვითაც, მაისის ბოლომდე ყველა დევნილს კოტეჯები მუდმივ საკუთრებაში გადაეცემა. წმინდაწყლის დასახლების ერთ-ერთი მამასახლისის თქმით, მას არც კი უნდა, რომ კოტეჯი საკუთრებად დაუმტკიცონ, რადგან მერე "იქ" სახლს აღარავინ აღუდგენს. მის მსგავსად, ზოგიერთი ცხოვრობს ისე, თითქოს გამგზავრებას ყოველდღე აპირებს და ბარგიც გამზადებული აქვს. სხვები კი, ცდილობენ, "იქაური" ცხოვრება ახალ რეალობაში გადმოიტანონ. წეროვანში ერთ-ერთი კოტეჯის წინ დარგული ყვითელი შროშანები ამის ნათელი მაგალითია.