პრეზიდენტობის დამოუკიდებელ კანდიდატ სალომე ზურაბიშვილს 10-15 ოქტომბერს მილიონამდე ლარი შესწირეს. მონაცემებს სახელმწიფო აუდიტის სამსახური ავრცელებს.
მსხვილ შემწირველებს შორის არიან პარლამენტის წევრი ირაკლი ხახუბია (60 ათასი ლარი), ფოთის მერი გოჩა კურდღელია (40 ათასი ლარი) და დეპუტატ ვიქტორ ჯაფარიძის მეუღლე ნათია ხვისტანი (50 ათასი ლარი), ასევე, ათეულობით ბიზნესმენი.
მათ შორის კომპანია „სარაჯიშვილის“ აღმასრულებელი დირექტორი ზურაბ ბუბუტეიშვილი და "შპს სადისტრიბუციო კომპანია სარაჯიშვილის" აღმასრულებელი დირექტორი თამაზ გელოვანი.
1) ბესიკ ჯობავა ბიზნესმენი 10-მდე საწარმოში ფლობს წილს - 25 000 ლარი შესწირა ზურაბიშვილს.
2) გიორგი მარტინენკო - შპს გიუ გეითის მფლობელი - შესწირა 25 000 ლარი.
3) გიორგი მახათაძე, შპს „ოპტიმა პლიუსის“ პარტნიორი - შესწირა 55 000 ლარი.
4) ზურაბ ბუბუტეიშვილი შპს „სარაჯიშვილის“ დირექტორი - შესწირა 55 000 ლარი.
5) გიორგი ჩაკვეტაძე შპს „ვაკე“ 2011 დირექტორი - შესწირა 45 000 ლარი.
6) გიორგი ნატროშვილი ბიზნესმენი შესწირა - 24 000 ლარი.
7) გიორგი აბრამიშვილი ბიზნესმენი - 60 000 ლარი შესწირა.
8) რომანი აბრამიშვილი ბიზნესმენი - 60 000 ლარი შესწირა.
9) დავით დუგლაძე ბიზნესმენი - 10 000 ლარი შესწირა.
10) ზაზა ჩარკვიანი ბიზნესმენი 20 000 ლარი შესწირა.
11) შალვა ერისთავი ბიზნესმენი - 60 000 ლარი შესწირა.
12) ბონდო გოლეთიანი ბიზნესმენი - 25 000 ლარი; მან 2012 წელს „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ 60 000 ლარი შეწირა.
13) ჭიჭიკო გოლეთიანი ბიზნესმენი - 35 000 ლარი შესწირა.
14) ლექსო გოლეთიანი ბიზნესმენი - 7 994 ლარი შესწირა.
15) სალომე მელაძე ბიზნესმენი -7 000 ლარი შესწირა.
16) გია ადამიანი ბიზნესმენი - 15 000. ლარი შესწირა.
17) თამაზ გელოვანი - შპს სადისტირიბუციო კომპანია „სარაჯიშვილი“ - შესწირა 25 000 ლარი.
18) მერაბ ქუჩუკაშვილი ბიზნესმენი -15 000 ლარი შესწირა.
19) პაატა კოკაია ბიზნესმენი - 55 000 ლარი.
20) არტურ არაბიანი ბიზნესმენი - 25 000 ლარი შესწირა.
21) გოჩა კურდღელია ფოთის მერი - შესწირა 40 000 ლარი.
22) ირაკლი ხახუბია დეპუტატი, ფოთის მაჟორიტარი - 60 000 ლარი.
23) გიორგი ნატროშვილი - 24 000 ლარი. მან „ ქართულ ოცნებას“ 2017 წელს შესწირა 30 000 ლარი.
24) ბესიკ ჯობავა - 25 000 ლარი. მან „ქართულ ოცნებას“ 2014, 2016, 2017 წლებში ჯამში 166000 ლარი შეწირა.