Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

არმივიწყებული - ჩრდილის ქვეშ

11 მაისი 2015

უკრაინის ომისა და ახლო აღმოსავლეთის კრიზისის ფონზე სამხრეთ კავკასია გერმანულ მედიაში დღეს დიდ როლს არ თამაშობს. თუმცა პოლიტიკოსები და ექსპერტები მოვლენათა განვითარებას ყურადღებით აკვირდებიან. რადიკალურ განცხადებებს ნაკლები შედეგი მოაქვს.

გერმანული გაზეთების მკითხველებს რომ ვკითხოთ, სპონტანურად საქართველოზე რა ახსენდებათ, ალბათ იმ ფოტოს გაიხსენებენ, სადაც თბილისში სტადიონზე ქართველი ახალგაზრდა ბასტაინ შვაინშტაიგერს ბუცებზე კოცნის. მოგიყვებიან ძირითადად თავდაცვაზე მოთამაშე ქართული ნაკრების კარში დამაჯერებლად გატანილ ორ გოლზე და მატჩის შემდეგ მოედანზე შეჭრილ გულშემატკივრებზე, რომლებიც გერმანელ ფეხბურთელებს გულში იკრავდნენ.

ცოტათი გადაჭარბებული და გულუბრყვილო კი იყო ეს აღტაცება. ცოტათი გადაჭარბებული იყო ის ენთუზიაზმიც, რომელსაც გასულ წლებში ქართველი პოლიტიკოსები NAთO-სა და ევროკავშირის წევრობასთან დაკავშირებით ამჟღავნებდნენ. მიუხედავად იმისა, რომ მათ ევროპელი და ამერიკელი პოლიტიკოსები ამხნევებენ და მხარს უჭერენ, მხოლოდ ახლა ჩანს გარკვევით, რამდენად დასაყრდენია ეს ურთიერთობები. ერთი მხრივ, საქართველოს მთავრობამ მმართველობის მესამე წელს უნდა დაამტკიცოს რამდენად პრინციპულია არამხოლოდ ასოცირების ხელშეკრულების რეალიზაციის, არამედ შეპირებული რეფორმების გატარების საკითხში. მეორე მხრივ, ევროპამ და ამერიკამ უნდა აჩვენონ, რამდენად შორს აპირებენ რუსეთთან კონფლიქტში შესვლას, რომ რუსეთსა და ნატოს შორის კორიდორში მოხვედრილი ქვეყნებისათვის მიცემული შეპირებები შეასრულონ.

თუმცა იმის ნაცვლად, რომ გულწრფელად იმსჯელონ, რა გაკეთდეს NAთO-სა და ევროკავშირის აღმოსავლეთში, გერმანიაში დისკუსია თვეების განმავლობაში იმაზეა კონცენტრირებული, რამდენად სწორი ან მცდარია ქცევა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან მიმართებაში. 26 მარტს, როცა ბუნდესტაგმა საქართველოსთან, მოლდოვასთან და უკრაინასთან ასოცირების ხელშეკრულებას დაუჭირა მხარი, საგარეო საქმეთა მინისტრმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა რუსეთის გასაგონად, კვლავ გაუსვა ხაზი, რომ ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკა არავის საწინააღმდეგოდ არაა მიმართული. მემარცხენე ფრაქციის წარმომადგენლები ამტკიცებდნენ, რომ ხელშეკრულებას ევროპაში დაპირისპირების გაღრმავებისკენ მივყავართ.

ევროკავშირის აღმოსავლეთით მდებარე ქვეყნების მიმართ პოლიტიკაზე მიუკერძოებელი დისკუსია დღეისათვის გერმანიაში რთულია, რადგან საჯარო დისკურსი, რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის შემდეგ ძლიერ  პოლიტიზებული და „ემოციანიზებულია“, გამწვავებულია ტყუილებითა და გადაჭარბებებით. რუსული პროპაგანდა გერმანიაში მხოლოდ იმიტომ არაა წარმატებული, რომ მოულოდნელად გამოჩნდა და ასე აგრესიულად მოქმედებს. ამ წარმატებას ომის, კეთილდღეობის დაკარგვისა და კრიზისების ძველი შიშები კვებავს. ეს გამოიხატება როგორც გერმანიაში სახელმწიფო და საჯარო ინსტიტუტების, ასევე აშშ-ის მიმართ სკეპტიციზმსა და უნდობლობაში.

სკეპტიციზმი უკრაინული მთავრობის წინააღმდეგაც რომ დიდია, მხოლოდ რუსული პროპაგანდის ბრალი არ არის. ამაში თავისი წვლილი ოფიციალურ კიევსაც აქვს, რომელმაც ისეთი უმნიშვნელოვანესი მოვლენების შეფასებებისას, როგორიც კიევის მაიდანი ან ოდესის პროტესტია, გადაჭარბებები, ტყუილები და არათანმიმდევრულობა გამოამჟღავნა.

თეზა, რომ უკრაინა ევროპის თავისუფლებას იცავს, გერმანიაში ნაკლებად რეზონანსული იყო. ისტორიული გარემოებებიდან გამომდინარე, უკეთ ესმით ბალტიის სახელმწიფოებისა და პოლონეთის შიშის რუსეთის შესაძლო თავდასხმის გამო, მაგრამ სათანადოდ არც ამას იზიარებენ.

ამ საფრთხეებისა და შიშების გარემოცვაში საჯარო სივრცეში შეზღუდული ყურადღება მიიპყრო საქართველოს მთავრობის განცხადებებმა ორი ახალი ხელშეკრულების გაფორმებით აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დე ფაცტო ანექსიაზე. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ სამხრეთ კავკასიაში მოვლენების განვითარებას ყურადღებით არ აკვირდებიან.

ექსპერტები რუსეთისგან აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთისთვის გაფორმებულ დოკუმენტებს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაზე იაფფასიან პასუხად და იმის „ასატან“ ფიქსირებად მიიჩნევენ, რასაც რუსეთი სეპარატისტულ რეგიონებში 2008 წლიდან სჩადის.

 თუმცა, კანცლერი ანგელა მერკელი რუსეთს მხოლოდ უკრაინის კი არა, მოლდოვისა და საქართველოს ევროპასთან დაახლოების ხელშეშლაშიც სდებდა ბრალს.

ჟურნალისტებთან საუბრებში მერკელი და საგარეო საქმეთა მინისტრი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი პოსტსაბჭოთა ქვეყნების მდგომარეობის შესახებ კარგად ინფორმირებულები ჩანან. აღიქმება, რომ 2012 წელს არჩეული კოალიცია „ქართული ოცნება“ რუსეთთან ურთიერთობის განტვირთვას ცდილობდა, მაგრამ მას პოლიტიკურ დონეზე ადეკვატურად არ უპასუხეს. განიხილება საქართველოს შიდაპოლიტიკური საკითხებიც. ასე მაგალითად, ბევრი მედიასაშუალება იტყობინებოდა 22 მარტს თბილისში გამართული ანტისამთავრობო აქციის შესახებ.

ასევე განიხილება ევროკავშირისა და NAთO-ს მიმართ იმედგაცრუება და ერთგვარი `გამოფხიზლება~, რასაც საქართველოში ბევრი განიცდის მას შემდეგ, რაც ცხადი გახდა, რომ 2008 წლის ომის მსგავსად, რუსეთის წინააღმდეგ არც უკრაინისთვის გაუწევია სამხედრო დახმარება  აშშ-სა და დასავლეთ ევროპას.

მიხეილ სააკაშვილის თანამოაზრეების მკაცრი სამართლებრივი დევნა პოლიტიკურად მოტივირებულ იუსტიციაზეც აჩენს კითხვებს, მით უმეტეს, რომ ეკონომიკური და სოციალური ვითარების გაუმჯობესების საარჩევნო დაპირებები ბოლომდე არ სრულდება. ამ კითხვებზე თვალის არიდების საშუალებას არც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ევროკავშირთან შეუქცევადი დაახლოების შესახებ გაკეთებული მრავალრიცხოვანი განცხადებები იძლევა. რუსული რუბლისა და ეკონომიკის კრიზისზე საუბრისას იმასაც ამბობენ, რომ ამ მძიმე ვითარებამ სირთულეების თვალსაზრისით ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკებიც ჩაიყოლა.

თუმცა არც ის ავიწყდებათ, რომ სააკაშვილის მთავრობა კორუფციას კი ებრძოდა და ქვეყნის ინფრასტრუქტურასაც აშენებდა, მაგრამ უმუშევრობა მაღალი იყო, სოფლის მეურნეობა - სუსტი, სამართლებრივი სახელმწიფოს ინსტიტუტები კი - არადამოუკიდებელი. ამის გამო, სააკაშვილის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს მრჩევლად დანიშვნამ გაკვირვებული მზერები და თავის შეშფოთებით კანტურიც გამოიწვია. გასაგებია, რომ სააკაშვილი ბევრ კონტაქტს ფლობს, მაგრამ ისმის შეკითხვაც - უსმენს მას ვინმე?

 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^