„ჩვენ ამ არჩევნებში ვიმარჯვებთ, ფანტასტიური მხარდაჭერა და ფანტასტიური განწყობაა. სულ უფრო და უფრო მტკიცდება განწყობა, რომ ჩვენი სამშობლო დიდი ხანია არ ყოფილა ასე ახლოს პოზიტიურ ცვლილებებთან", - თქვა გრიგოლ ვაშაძემ ბრიფინგზე, რომელიც რამდენიმე წუთის წინ დასრულდა.
მან ასევე ისაუბრა იმ ხარვეზებზე, რაც არჩევნებს ახლავს.
„დაფიქსირებულია ასობით შემთხვევა არჩევნების გაყალბებისა და ამომრჩევლის მოსყიდვისა", - ამბობს ის და თანამოქალაქეებს მიმართავას, - ამ 50 ლარის ფასად თქვენ ყიდით შვილების და შვილიშვილების მომავალს. ამ 50 ლარის დახარჯვის შემდეგ თქვენ გაიღვიძებთ ისეთ ამაზრზენ რეალობაში, რომელშიც უკვე 6 წელია ვიმყოფებით", - ამბობს ვაშაძე.
ვაშაძე საკუთარ მხარდამჭერებსაც მიმართავს და ამბობს, რომ პროვოკაციების მცდელობები იქნება „მტკიცედ დადექით, დაიცავით ამომრჩეველთა უფლებები და არავითარ შემთხვევაში არ აჰყვეთ პროვოკაციებს“.