Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ნინო ბურჯანაძე სარალიძის და მაჩალიკაშვილის მხარდაჭერის ნიშნად პარლამენტის შენობასთან მივიდა

11 ნოემბერი 2018

„მე, ჩემი ოჯახი, ჩემი თანამებრძოლები, თანაგუნდელები პირველივე დღიდან ამ უბედურებების, ამ ადამიანების მიმართ ვიყავით სოლიდარული, არაერთი განცხადება გაგვიკეთებია. აქაც ვიყავით მაშინ, როდესაც პირველი დიდი აქცია იყო და დღეს მე მოვედი, რადგან გუშინდელმა დღემ და რამდენიმე დღის წინ მომხდარმა მოვლენებმა აქ რუსთაველზე, პრაქტიკულად, მართლა მოთმინების ფიალა აავსეს.

ეს ადამიანები არიან უსამართლოდ არამარტო დაჩაგრულები, არამედ გაუბედურებულები და ყველანი ამ ადამიანების გვერდით უნდა ვიდგეთ. აქ არავითარი მნიშვნელობა არა აქვს არანაირ პოლიტიკურ კუთვნილებას და ის, რომ ვიღაცები ცდილობენ ხელისუფლებიდან, რომ ამ ადამიანების უბედურება რაღაც პოლიტიკურ პარტიას ან პოლიტიკურ კონიუქტურას მიაწერონ, ეს სხვათა შორის ჩვენი პოლიტიკოსების დამსახურებაც არის, რადგან არ ჩავერთეთ თავიდან ისე აქტიურად ყველანი, სრულიად პოლიტიკური სპექტრი, როგორც ეს საჭირო იყო“,- განაცხადა ბურჯანაძემ პარლამენტის შენობასთან. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^