Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

რა კომპანიებს ფლობენ ქიბარ ხალვაში და მისი პარტნიორები

11 აგვისტო 2015

 

საქართველოს საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით, ბიზნესმენი ქიბარ ხალვაში საქართველოში 8 შპს-ის მეწილეა. სწორედ ხალვაშმა და შპს „პანორამამ“, რომლის დირექტორიც და 100% წილის მფლობელიც თავადაა, შეიტანეს სარჩელი თბილისის საქალაქო სასამართლოში, რომლის უზრუნველყოფის მიზნითაც ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ ქონება და პარტნიორების წილები დააყადაღდა.

შპს „პანორამას“ გარდა ხალვაში კიდევ ფლობს - შპს „კონტურის“ (33%), შპს „როსერის“ (33%), შპს „არტის“ (28%), შპს „აი-დის“ (35%), შპს „არტი ჯგუფის“ (44%), შპს „ვატმან ჯორჯიას“ (70%) და შპს „ეს-ტურის“ (40%) წილებს. ამ კომპანიების საქმიანობის სფეროებია: სამომხმარებლო პროდუქტით ვაჭრობა; საზოგადოებრივი კვების ადგილების მოწყობა; ყველა სახის საქონლის, ან მოწყობილობების იმპორტი, ექსპორტი, ყიდვა, გაყიდვა, წარმოება, ლიზინგი, გაქირავება; ინვესტიციების განხორციელება; ნავთობპროდუქტების ექსპორტ-იმპორტი; იურიდიული კონსულტაციები; უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა გაქირავება; სარემონტო სამუშაოები; სასმელების წარმოება და რეალიზაცია; მინერალური წყლის მოპოვება; თამბაქოს წარმოება და რეალიზაცია; პარფიუმერიის წარმოება; სასაწყობო მომსახურება; ტვირთის გადაზიდვა; ფარმაცევტული საქმიანობა, საბანკო-სალომბარდო საქმიანობა, სამედიცინო მომსახურება, სარეკლამო ბიზნესი და მოგების მიზნით წარმოებული ნებისმიერი სხვა სახის საქმიანობა, რაც კანონმდებლობით არ იკრძალება.

ბიზნესსაქმიანობაში ხალვაშის პარტნიორები არიან: თამაზ ნიჟარაძე, ჯემალ ინაიშვილი, გურამ გოგოუა, ნიაზ ხალვაში, თამაზ ბერიაშვილი, მუსა ენგინი, ივანე რუაძე, შოთა ხარაზიშვილი, მეჰმეთ შექერი და მერაბ კილაძე. ხალვაშის პარტნიორები კი ფლობენ წილს სხვადასხვა კომპანიებში.

თამაზ ნიჟარაძე 18 კომპანიაში ფლობს წილს - შპს „კონტური“ (34%), შპს „ა.ბ.ს.“ (32.5%); შპს „HG“ (25%); შპს „ინაკო-ტრეიდინგი“ (48%); შპს „საგრო“ (20%); შპს „ანკაპი“ ( 67%); შპს „გორის ხილის ექსპორტის კომპანია“ (30%); შპს „ანკორი“ (50%); შპს „ფოთი პლიუსი“ (25%); შპს „ლინკ“ (30.78%); შპს „პრიორი +“  (51%); შპს „ტრანსკარგო“ (50%); შპს „ვაკე 2004“ (100%); შპს „ვაკე 95“ (14%); შპს „ინაკო“ (80%); შპს „მილენიუმ ტრანს“ (33.5%); შპს „ტრანსბანკერ“ (50%) და შპს „სანტინა“ (25%).

თამაზ ბერიაშვილი წილს 12 კომპანიაში ფლობს - შპს „არტი“ (4%); შპს „აი-დი“ (6%); შპს „არტი ჯგუფი“ (7%); შპს „ეს-ტური“ (30%); შპს „ნიუ სატო“ (70%); შპს „ზღაპარი“ (100%); შპს „პრაგმა“ (67%); შპს ჰიგემონი - (50%);   შპს „გნ პროდუქტი“ (100%); შპს „თი-ენ-ჯი-ემ“ და კომპანია (25%); შპს „ალაზნის ჭალები“ (23%) და შპს „ჯეოჰაუსი“ (100%);

12 კომპანიაში აქვს ბიზნესთანამშრომლობა ჯემალ ინაიშვილსაც - შპს „კონტური“ (33%); შპს „ინვეკო“ (100%); შპს „აგროფირმა ქობულეთი“ (33.2%); შპს „Lazika Lines“ (50%); შპს „ინაკო-ტრეიდინგი“ (48%); შპს „გრას სავუა ჯორჯია“ (სამეთვალყურეო საბჭოს წევრი); შპს „ICS“ (30%); შპს „მილენიუმ ტრანს“ (33.5%); შპს „ლინკ“ (23.7%); შპს „ინინვესტი“ (100%); შპს „ჯი ბი ესი“ (მეწილე) და შპს „ინაკო“ (20%).

ნიაზ ხალვაშს წილი შპს „როსერში“ (33%); შპს „არტიში“ (6%); შპს „აი-დიში“ (33%); შპს „არტი ჯგუფი“ (12%); შპს „ბიზონში“ (100%); შპს „ი-სი-ეიჩ სისტემსში“ (50%); შპს „DECO-ში“ (100%) და შპს „ქსოვილში“ (100%) აქვს.

ერთით ნაკლებ კომპანიაში აქვს წილი ხალვაშის კიდევ ერთ პარტნიორს, გურამ გოგუას. გოგუა ფლობს: შპს „როსერის“ (34%);  შპს „არტის“ (18%); შპს „აი-დის“ (15%); შპს „არტი ჯგუფის“ (30%); შპს „ჰიგემონის“ (50%); შპს „ი-სი-ეიჩ სისტემსის“ (50%) და შპს „პრიზას“ (10%) წილებს.

ექვს-ექვს კომპანიაში ფლობენ წილებს ივანე რუაძე და შოთა ხარაზიშვილი. ხარაზიშვილი - შპს „აი-დის“ (5%); შპს „ქეი-სი-სი ჯორჯიას“ (25%); შპს „ეს ბე ეს ჯგუფის“ (მეწილე); შპს „ახალი ენერგიას“ (50%); შპს „დ&ლ სერვისი“ (25%) და შპს „ჰორეკას“ (20%), რუაძე კი - შპს „არტის“ (4%); შპს „აი-დის“ (6%); შპს „არტი ჯგუფის“ (7%); შპს „ეს-ტურის“ (30%); შპს „ვენისა“  (100%) და შპს „პრემიერ მოტორსის“ (75%) წილებს.

 

 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^