Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ზუგდიდის უბანთან ნასვამი პირი დაჭრით ემუქრებოდა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს - საია

28 ნოემბერი 2018

არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ აქვეყნებს კენჭისყრის დღის დაკვირვების შედეგებს 14:00 საათის მონაცემებით.

საიას ინფორმაციით, ზუგდიდის #21 საარჩევნო უბნის გარეთ, ეზოში ორი ნასვამი პირი ზუგდიდის #21 უბნის
წევრს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ დაჭრით ემუქრებოდა. თავმჯდომარემ
გამოიძახა პოლიცია. სიტუაცია ამ დროისათვის განმუხტულია. 

საიას სადამკვირვებლო მისია აცხადებს, რომ შეინიშნება საარჩევნო კომისიის წევრზე მუქარის ერთი შემთხვევა, სავარაუდო მოსყიდვის ერთი, ასევე ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის, ამომრჩევლის ნების სავარუადო კონტროლის ფაქტები. ასევე, საიას დამკვირვებლებისათვის უფლებების შეზღუდვის ფაქტები.

დამკვირვებლის უფლებების შეზღუდვაზე საია რამდენიმე შემთხვევას ასახელებს: 


 „გურჯაანში #1 და #15 უბნებზე საიას დამკვირვებელს ხელი შეუშალეს მისი უფლებამოსილების განხორციელებაში და უბნიდან გამოაძევეს;
 მარნეულის #49 უბანზე კომისიის წევრმა „ქართული ოცნებიდან“ ელდარ გაჯიევმა საიას დამკვირვებლის ფიზიკური შეურაცხყოფა სცადა;
 ისანში #62-ე უბანზე საიას დამკვირვებელს საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ არ მისცა დამკვირვებლის უფლებების განხორციელების შესაძლებლობა, არ აჩვენა ჩანაწერთა წიგნი და შეუზღუდა საარჩევნო პროცესზე თავისუფლად დაკვირვების შესაძლებლობა. ასევე, უარი უთხრა საჩივრის განხილვაზე. საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მიმართ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების მოთხოვნით საიას დამკვირვებელმა საოლქო საარჩევნო კომისიაში საჩივარი წარადგინა. იმის მიუხედავად, რომ ცესკომ გააფრთხილა საოლქო საარჩევნო კომისიები, რომ დამკვირვებლის მოწმობებთან დაკავშირებით დამკვირვებლებისთვის პრობლემები არ შეექმნათ, ახალ დამკვირვებლის მოწმობას სთხოვდნენ და უბანზე არ უშვებდნენ საიას დამკვირვებლებს ბათუმის #73 უბანზე. მოგვიანებით, საარჩევნო კომისიების მიერ
ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან კომუნიკაციის შედეგად, საიას დამკვირვებლები შეუშვეს აღნიშნულ უბნებზე“, - აცხადებს აია


 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...

მეტი

^