Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„ქალებისთვის ყველაზე საშიში ადგილი მათივე სახლია“ - კვლევა

07 დეკემბერი 2018

გაეროს ნარკოტიკებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ბიურომ (UNODC) გამოსცა ახალი ანგარიში „გლობალური კვლევა მკვლელობაზე: ქალთა და გოგონათა მკვლელობები გენდერული ნიშნით“.

ანგარიშში გაანალიზებულია მსოფლიოს მასშტაბით ფემიციდის შემთხვევები 2017 წელს. მათ შორის, მკვლელობები, რომლებიც პარტნიორებმა ან ოჯახის წევრებმა ჩაიდინეს. კვლევის მიხედვით, ქალისთვის ყველაზე საშიში ადგილი მისივე სახლია.

გაეროს ანგარიშის მიხედვით, შარშან მსოფლიოში 87 000 ქალი მოკლეს, მათ ნახევარზე მეტი (50 000-დან 58 000-მდე) მოკლა მისივე ოჯახის წევრმა. განზრახ მკვლელობის მესამედზე მეტი, 30 000 მკვლელობა კი უშუალოდ პარტნიორზე მოდის. ეს ნიშნავს, რომ მსოფლიოში ყოველ საათში 6 ქალს კლავს ადამიანი, რომელიც მსხვერპლს იცნობს.

გაეროს ანგარიშის მიხედვით, ქალები გაცილებით მეტად ხდებიან ოჯახში ძალადობის მსხვერპლი, ვიდრე კაცები. ოჯახის წევრისგან მოკლულთაგან 82% ქალია.

„მაშინ, როცა ზოგადად მკვლელობის მსხვერპლთა უმრავლესობას კაცები შეადგენენ, ქალები ისევ სისხლით იხდიან გენდერული უთანასწორობის, დისკრიმინაციისა და ნეგატიური სტერეოტიპების საფასურს. უამრავი ქალის მკვლელი მისივე ქმარი ან პარტნიორია“, - ამბობს UNODC-ის აღმასრულებელი დირექტორი იური ფედოტოვი.

კვლევის მიხედვით, 2012 წლის შემდეგ გენდერული ნიშნით ქალთა მკვლელობები კიდევ უფრო გაიზარდა.

2017 წელს 20 000 ქალი მისმა ოჯახის წევრმა აზიაში მოკლა, აფრიკაში ოჯახში ძალადობას 19 000 ქალი ემსხვერპლა, ჩრდილო და სამხრეთ ამერიკაში - 8 000, ოკეანეთში კი - 300.

გაეროს გენერალური მდივნის ანტონიო გუტიერესის შეფასებით, „ეს არის გლობალური პანდემია, მსოფლიო საზოგადოების სირცხვილი და დიდი დაბრკოლება თანასწორ და ინკლუზიურ განვითარებაში“.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...

მეტი

^