Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

შავი ზღვა ისევ შავია

25 ივნისი 2009

 წლების განმავლობაში შავი ზღვის დაბინძურების მთავარი მიზეზი კანალიზაციის მოუწესრიგებელი სისტემა და პლაჟებზე დამონტაჟებული კოლექტორებიდან ზღვაში ჩამავალი ჭუჭყიანი წყლები იყო. ბათუმის მერიის მონაცემებით, შავ ზღვაში ქალაქიდან დღე-ღამეში 130-150 ათასი კუბური მეტრი კანალიზაციის წყალი იღვრება, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაცია "ფლორა და ფაუნას" მტკიცებით კი - გაცილებით მეტი. როგორც ორგანიზაციის თავმჯდომარე, არჩილ გუჩმანიძე ამბობს, ბათუმში დაახლოებით 26 ათასი ოჯახი ცხოვრობს. მხოლოდ ერთი ოჯახიდან 24 საათში ზღვაში მინიმუმ 10 ლიტრი კანალიზაციის წყალი ჩაედინება. აქედან გამომდინარე, შავ ზღვას დღე-ღამეში, სულ ცოტა, 260 ათასი კუბური მეტრი ჭუჭყიანი წყლები უნდა უერთდებოდეს. ზღვისპირა ქალაქების უმრავლესობაში კანალიზაცია საბოლოოდ მაინც ზღვაში ჩაედინება, მაგრამ დაბინძურებული წყლები გაწმენდის რამდენიმე ეტაპს გადის. ფეკალური მასა ჯერ სპეციალურ აუზებში თავსდება, სადაც ჭუჭყიანი წყალი ილექება და იქვე იქლორება. ბოლოს კი წყალი დიატომებისაგან (დიატომა წყალმცენარეა, რომელიც წყლიდან აზოტოვან შენაერთებს იწოვს) დამზადებულ მილებში ტარდება და ბიოლოგიურად იწმინდება. მხოლოდ ამ სამი ეტაპის გავლის შემდეგ უერთდება წყალი ზღვას. ბათუმის ზღვის გამწმენდი შენობა-ნაგებობა კი, რომელიც 60-იანი წლების ბოლოს დაბა ადლიაში აშენდა, დღეს მაღალმთიანი აჭარიდან ეკომიგრანტების თავშესაფრადაა ქცეული. ისინი ამბობენ, რომ წლების წინ იქ ჩასახლების უფლება ასლან აბაშიძემ მისცათ, იმ მოტივით, რომ ობიექტს მაინც არაფერში იყენებდნენ. შესაბამისად, 7 ჰექტარზე განლაგებული გამწმენდი ნაგებობა დღეს მიტოვებული, ნახევრად დანგრეული და ამორტიზირებულია. აუზები, სადაც წლების წინ წყალი იწმინდებოდა, ახლა ფუნქციადაკარგულია და მდორე წყლითაა სავსე. ტრანსფორმატორების ყოფილ შენობაში ახლა დავითაძეების ოჯახის ბოსელია მოწყობილი. ისინი ორ სულ საქონელს და შინაურ ფრინველებს უვლიან. გამწმენდ აუზებთან ახლოს კი მიწას ამუშავებენ და მოსავალს იღებენ. დავითაძეების გარდა, გამწმენდ ნაგებობას საცხოვრებლად კიდევ რვა ოჯახი იყენებს. თუმცა, მათი თქმით, ეს შენობები უკვე თავშესაფრის ფუნქციასაც ვეღარ ასრულებს. "როცა წვიმს, ოთახშიც გვაწვიმს", - ამბობს ქეთევან შაშიკაძე. ბათუმის გარემოს დაცვის დეპარტამენტის 2004 წლის კვლევის მიხედვით, ზღვაში ჩაღვრილი საკანალიზაციო წყლები მხოლოდ მექანიკურად - დალექვის ხარჯზე იწმინდებოდა, რაც გამწმენდი ნაგებობების ეფექტურობის მხოლოდ 16 პროცენტი იყო. "გუბურებში კანალიზაციის წყალი ბუნებრივად ილექებოდა. სწორედ ამის საშუალებით ითვლებოდა 16-პროცენტიანი ეფექტურობა, ეს კი არაფერს ნიშნავს", - განმარტავს "ფლორა და ფაუნას" თავმჯდომარე არჩილ გუჩმანიძე. ამ რეალობის მიუხედავად, გარემოს დაცვის სამმართველოს ბიომრავალფეროვნებისა და გარემოს ინტეგრირების სამსახურში მაინც ამტკიცებენ, რომ გამწმენდი ნაგებობა თავის ფუნქციას ასრულებს და ზღვას სუფთა წყალი უერთდება. სამსახურის უფროსის, ნოდარ კონცელიძის თქმით, ზღვის სისუფთავეს წყლის სინჯების პასუხებიც ადასტურებს. ის ამბობს, რომ გარემოს დაცვის სამმართველო, უკვე ერთი წელია, საბანაო წყლის ბიოლოგიურ და ქიმიურ ანალიზს კვირაში სამჯერ ატარებს. კვლევა სანაპიროზეც ტარდება და მისგან მოშორებითაც. აღებული სინჯების მიხედვით, ზღვა ყველგან ერთნაირად სუფთაა. თუმცა, არასამთავრობო სექტორი დარწმუნებულია, რომ ქალაქის გარემოს დაცვის სამმართველო რეალურ სურათს მალავს. არ შეიძლება ზღვის წყალი სუფთა იყოს იქ, სადაც ზღვაში კანალიზაცია უტილიზაციის გარეშე ჩაედინება. `ამას სინჯი არ უნდა, ისედაც ნათლად ჩანს ყველაფერი. სანაპიროზე, კოლექტორთან ახლოს, შემაწუხებელი სუნის გამო, ვერ გაჩერდები", _ აცხადებს არჩილ გუჩმანიძე. შავი ზღვის მონიტორინგის ცენტრის მეცნიერ-თანამშრომლები კი ამბობენ, რომ ადგილობრივი მთავრობა მათ აიძულებს, წყლის უხარისხობის შესახებ ინფორმაცია დამალონ. "უხერხულ ვითარებაში გვაყენებენ, რომ არ ვთქვათ ის, რაც სინამდვილეშია", - აცხადებს რეზო გორაძე. "სახელმწიფო პოლიტიკიდან გამომდინარე, შედეგები ცუდიც რომ იყოს, არ ვამბობთ, იმიტომ რომ ტურისტებს ვეღარ მოვიზიდავთ და, შესაბამისად, შემოსავალიც არ გვექნება", - დასძენს ამავე ინსტიტუტის თანამშრომელი რეზო დიასამიძე. როდესაც 2006 წელს ბათუმის გარემოს დაცვის სამმართველომ ზღვის წყლის ხარისხობრივი მაჩვენებლების მონიტორინგი ჩაატარა, "ფლორა და ფაუნას" ახლანდელი თავმჯდომარე, არჩილ გუჩმანიძე სამმართველოში მუშაობდა. მაშინ სინჯები ბათუმი-ადლიის სანაპიროს აკვატორიაში 14 სადგურზე აიღეს და შავი ზღვის დაცვის კონვენციური ინსპექციის ლაბორატორიაში გააანალიზეს. პასუხებმა აჩვენა, რომ წყლის დაბინძურების მაჩვენებელი დასაშვებ კონცენტრაციას მნიშვნელოვნად აღემატებოდა. თუმცა, რეაგირება ამ ამბავს არ მოჰყოლია. 2006 წელს ჩატარებული მონიტორინგიდან სამი წლის თავზე ბათუმის ზღვაში წყლის მდგომარეობა არ შეცვლილა. ზღვის გასაწმენდად დღემდე არაფერი გაკეთებულა. ზღვის სისუფთავეს სპეციალისტები იმ სახეობის თევზებზე დაკვირვებითაც ამტკიცებენ, რომელთაც ბიოლოგიურ ინდიკატორებს უწოდებენ: თუ ზღვაში ინდიკატორების გარკვეული სახეობები ვეღარ მრავლდება, ესე იგი, წყალი დაბინძურებულია. ბიოლოგიური ინდიკატორი, სარგანი, უკვე 20 წელია, ბათუმის სანაპიროზე აღარ ბინადრობს. გადაშენების პირასაა ორსაგდულიანი მოლუსკებიც. 1990-იანი წლებიდან მოყოლებული შავი ზღვის მონიტორინგის ცენტრის თანამშრომლებს ცარიელი ნიჟარები - ანუ უკვე მკვდარი მოლუსკები მასობრივად ხვდებათ. ორსაგდულიანი მოლუსკები დაბინძურებული ზღვის წყლის გამო ღვიძლის ციროზით ავადდებიან და იღუპებიან. ეკოლოგები დელფინების გადაშენების საფრთხესაც ხედავენ. მარტიდან მოყოლებული ზღვამ ზურგის ტვინის სტრეპტოკოკული ინფექციით დაავადებული 11 დელფინი გამორიყა. ასევე "ფლორა და ფაუნას" მონაცემებით, შარშან აჭარის სანაპიროზე ზღვამ 70 დელფინი გამორიყა. დელფინების დაცვის კონვენციის ACCOBAMS-ის ექსპერტების ალექსეი ბირკუმისა და სერგეი კრივოხიჟინის გამოკვლევით, ძუძუმწოვრების დაავადებას ჭუჭყიანი წყალი იწვევს. არასამთავრობო ორგანიზაცია "ველური ბუნების დაცვის საზოგადოების" პრეზიდენტ იზოლდა მაჭუტაძის თქმით, გამორიყული დელფინი სხვა პრობლემებს აჩენს: დაავადების გადადების შიშით, გახრწნილ გვამს არავინ ეხება და ძუძუმწოვრები ისევ ზღვას მიაქვს. ეკოლოგ რეზო გორაძის თქმით, კეფალი ის თევზია, რომლისთვისაც ფეკალიებით დაბინძურებული წყალი სასურველი გარემოა, რადგან ეს სახეობა ორგანული ნაერთებით იკვებება. ამიტომ ისინი ბათუმშიც ძირითადად კანალიზაციის კოლექტორებთან მრავლდებიან. "ფლორა და ფაუნას" დაკვირვებით, კეფალი ბათუმის სანაპიროზე ობელისკის მიმდებარე ტერიტორიაზე ყველაზე ინტენსიურად მრავლდება, რაც, მათივე თქმით, ადასტურებს იმას, რომ აქ წყლის დაბინძურების მაჩვენებელი მაღალია. ბათუმის გარემოს დაცვის სამმართველოს 2006 წლის კვლევის მიხედვით კი, დაბინძურების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი კოლექტორებთანაა, კონკრეტულად კი: ობელისკთან, მე-10 გემმისადგომთან, საზღვაო სადგურთან, ე.წ. "პიშევიკებთან", სასტუმრო "მედეასთან" და კიდევ ცხრა სხვა ადგილას. ბათუმის ხელმძღვანელობა თან უარყოფს ზღვის წყლის მკვეთრი დაბინძურების ფაქტს, თან ახალი გამწმენდი ნაგებობის აშენებაზე ზრუნავს და პროექტში რამდენიმე მილიონ ევროს დებს. ქალაქის მერიის ინფორმაციით, წყლის გამწმენდი ობიექტების რეაბილიტაცია ახლო მომავალში უნდა დაიწყოს. მერიის ოფიციალური განმარტებით, საპროექტო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული ავსტრიული კომპანია Posch & Partners Hydro Enginieure ახორციელებს. მათივე ინფორმაციით, ავსტრიელი სპეციალისტები ამ ეტაპზე საძიებო სამუშაოებსა და ტოპოგრაფიულ გადაღებებს აწარმოებენ. ბათუმის მერიაში ამბობენ, რომ ორ წელიწადში გამწმენდი ობიექტები უკვე მზად უნდა იყოს და 2011 წლისათვის ბათუმს ყველაზე გამართული ფეკალური მასის გადამამუშავებელი შენობა უნდა ჰქონდეს. "ვფიქრობთ, ზაფხულში საპროექტო სამუშაოები დასრულდება და პროექტი დამტკიცდება, რის შემდეგაც ტენდერში იმ გამარჯვებულ კომპანიას გამოვავლენთ, რომელიც გამწმენდი შენობა-ნაგებობის განახლებას დაიწყებს", - ამბობს ქალაქ ბათუმის მერის მრჩეველი საინვესტიციო პროგრამების დარგში ზაურ ფატლაძე. მისივე ცნობით, შენობა-ნაგებობის რეაბილიტაცია 13-დან 15 მილიონ ევრომდე დაჯდება.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^