BBC-იმ საგამოძიებო რეპორტაჟი მიუძღვნა ლუგარის ლაბორატოორიის შესახებ რუსეთის ოფიციალური პირების მიერ, ასევე რუსულ მედიაში გავრცელებულ ცრუ, პროპაგანდისტულ ინფორმაციას.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო, საგარეო საქმეთა სამინისტრო და ასევე სამთავრებო ტელევიზიები ავრცელებდნენ ინფორმაციას, თითქოს, აშშ-ის დაფინანსებით დაარსებულ ლუგარის ლაბორატორიაში საქართველოს მოქალაქეებზე ცდიან მედიკამენტებს, რომლებიც აქამდე არ გამოყენებულა. ექსპერიმენტების შედეგად კი ბევრი ადამიანი დაიღუპა.
შეერთებული შტატები რუსეთს დეზინფორმაციაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ მათ ყურადღების გადატანა სურთ ისეთი ინციდენტიდან, როგორიც იყო სკრიპალების ოჯახის წევრების, მამისა და მისი შვილის მოწამლვა.
BBC-ის კორესპოდენტი სტივ რიზენბეგი სიუჟეტის მომზადებისას იმყოფებოდა საქართველოში, რუსეთსა და აშშ-ში. ის შეხდა აშშ-ისა და რუსეთის ოფიციალურ პირებს, ასევე საქართველოს ყოფილ უშიშროების სამსახურის უფროსს იგორ გიორგაძეს, რომელმაც დაიწყო აღნიშნული ინფორმაციის გავრცელება. კორესპოდენტი ასევე იმყოფებოდა ლუგარის ლაბორატორიაშიც.
საქართველოს უშიშროების სამსახურის ყოფილმა უფროსმა და საქართველოს მიერ ტერორიზმში ბრალდებულმა იგორ გიორგაძემ 11 სექტემბერს აღნიშნულის შესახებ განცხადება გაავრცელა. გიორგაძის განცხადებით, მას აქვს მტკიცებულება იმის შესახებ, თუ როგორ ატარებენ ამერიკელები საქართველოში ადამიანებზე საიდუმლო ექსპერიმენტებს.
________________________________________________________________________________
ლუგარის ცენტრი ქვეყნის დაავადებათა ლაბორატორიული ქსელის უმაღლესი დონის დაწესებულებაა, რომელიც წარმოადგენს საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემის რეფერალურ ლაბორატორიას.
რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევითი ცენტრი საქართველოში ამერიკის მთავრობის დახმარებით შეიქმნა. ის მთელი აღჭურვილობით, სრულად გადმოცემულია საქართველოს მთავრობის საკუთრებაში, ხოლო 2018 წლიდან ლუგარის ცენტრისა და ლაბორატორიული ქსელის სრულ დაფინანსებას საქართველოს მთავრობა უზრუნველყოფს.
ცენტრში ხდება ადამიანისა და ცხოველთა საშიშ დაავადებათა გამომწვევი პათოგენების დიაგნოსტირება.
ლუგარის ცენტრი აერთიანებს თანამედროვე დონეზე აღჭურვილ ბიოუსაფრთხოების მე-2-3 დონის ლაბორატორიებს, რომელთა მიზანია ადამიანისა და ცხოველთა საშიშ დაავადებათა გამომწვევი პათოგენების დროული აღმოჩენა და იდენტიფიკაცია „ერთიანი ჯანმრთელობის“ პრინციპით.
ლუგარის ცენტრი ერთადერთი BSL-3 ლაბორატორიაა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ კავკასიის და ცენტრალური აზიის რეგიონში.
მედიის განვითარების ფონდის ანგარიშებში ასახულია ინფორმაცია ანტიდასავლური პროპაგანდის შესახებ. აღნიშნულია, რომ ხშირად, მიზანმიმართულად ხდება „ლუგარის ლაბორატორიის“ საფრთხესთან გაიგივება.