Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

რატომ არ გადის საზმაუს ეთერში სერიალი, რომლის ბიუჯეტიც ნახევარ მილიონამდე ლარია

18 თებერვალი 2019

„პირველი არხის“ დაკვეთით გადაღებული დეტექტიური სერიალი „ვაკანსია მკვლელის თანამდებობაზე“ გასული წლის გაზაფხულზე უნდა გასულიყო ეთერში - ამის შესახებ თავად საზოგადოებრივი მაუწყებელი იუწყებოდა. 

სერიალი „ლე ხაინდრეაო პროდაქშენმა“ გადაიღო. როგორც „ლიბერალთან“ გოგა ხაინდრავამ განაცხადა, სერიალის გადაღება დიდი ხნის წინ დასრულდა და პროექტი არხის მენეჯმენტს უკვე ჩააბარეს. ხაინდრავას თქმით, ტენდერით გათვალისწინებული თანხა „ლე ხაინდრაოს“ უკვე მიღებული აქვს.

„ამდენი ვიშრომეთ და გვინდა, რომ ჩვენც ვნახოთ შედეგი. სამწუხაროდ, ჩვენზე არ არის დამოკიდებული, როდის გავა ეთერში სერიალი“, - განაცხადა ხაინდრავამ. 

საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა, ვასილ მაღლაფერიძემ „ლიბერალს“ უთხრა, რომ სერიალი „ეთერში მაშინ გავა, როცა საჭიროდ ჩათვლის“.  

„ფილმი არის მზადების პროცესში და გავა ეთერში, როცა დაიგეგმება ბადე. ახლა მიმდინარეობს ბადის წარმოების პროცესი. როცა საჭიროდ ჩავთვლით, მაშინ გავუშვებთ ამ ფილმს“. 

შეკითხვაზე, გრძნობს თუ არა ანგარიშვალდებულებას მაყურებლის წინაშე, როდესაც მაღალბიუჯეტიანი პროექტი, ანონსის მიუხედავად, ეთერში არ გადის, მაღლაფერიძე გვპასუხობს: 

„თქვენ ეტყობა, საერთოდ წარმოდგენა არ გაქვთ, ბადე რა არის. რა ანგარიშვალდებულებას უნდა ვგრძნობდე. ამას სახლში კი არ წავიღებთ. ყველაფერი გავა თავის დროზე. ყველა გადაცემა იგეგმება თავისი ლოგიკით, აქვს თავისი ზოლები, არა უშავს, თქვენ თუ ვერ ერკვევით, თავისი თემატიკიდან გამომდინარე, თავის დროზე გავა“, - განაცხადა მაღლაფერიძემ. 

ტენდერში, რომლის სავარაუდო ღირებულებაც 531 848 ლარი იყო, წინადადებების მიღება 2017 წლის 25 ოქტომერს დასრულდა. საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ გამოცხადებულ ტენდერში „ლე ხაინდრაო პროდაქშენმა“ გაიმარჯვა - სტუდიის მიერ შეთავაზებული თანხის ოდენობა 484 ათასი ლარი იყო. ტენდერი სერიალისთვის 12 ეპიზოდის გადაღებას გულისხმობდა. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...

მეტი

^