Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ფოტო ► „ვეფხისტყაოსნის“ მიხედვით შექმნილი გრაფიკული რომანი მაისში გამოიცემა

26 თებერვალი 2019

მაისში „ვეფხისტყაოსნის“ მიხედვით შექმნილი გრაფიკული რომანი გამოიცემა - ამის შესახებ „ლიბერალს“ პროექტის მთავარმა რედაქტორმა, მიხეილ ციხელაშვილმა განუცხადა. 

200 გვერდზე მეტი მოცულობის გრაფიკულ რომანს „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა“ გამოსცემს. ნახატები რომანისთვის მხატვარმა დავით მაჭავარიანმა ხელით შეასრულა. ის ამ პროექტზე 3 წელზე მეტ ხანს მუშაობდა. 

ადაპტირებული ტექსტის ავტორი სალომე ბენიძეა. ტექსტზეც სალომე ბენიძე მუშაობდა მიხეილ ციხელაშვილსა და ნათია ნაფეტვარიძესთან ერთად. მხატვრულ მხარეზე კი დათო მაჭავარიანის სახელოსნო იყო ჩართული.

„მნიშვნელოვანია ის თხრობა, რომელიც ამ გამოცემაში გვაქვს. ტექსტი მართალია გათანამედროვებულია, მაგრამ შენარჩუნებულია აფორიზმები. ასევე არაერთგან არის გამოყენებული ის აღწერითი თუ დიალოგებში გამოყენებული ორიგინალი სტრიქონები, რომლებიც დღესაც მარტივად გასაგებია ქართულენოვანი მკითხველისთვის. რაც შეეხება სიუჟეტს, პოემის იდეურ მხარეს და ა.შ. არანაირი ცვლილებები არ შეგვიტანია. მთელი ოსტატობაც სწორედ ეს არის, რომ გრაფიკული რომანის მედიუმში, მინიმალისტური თხრობით გადმოგვეცა რუსთაველის პოემა.“, - აცხადებს მიხეილ ციხელაშვილი. 

 

 

ილუსტრაციები © დავით მაჭავარიანი

შენიშვნა: მასალაში ილუსტრაციის სახით გამოყენებული არ არის საბოლოო საბეჭდი ფაილები.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...

მეტი

^