Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

Netflix „მარტოობის ასი წელიწადის“ სერიალად გადაღებას გეგმავს

06 მარტი 2019

გაბრიელ გარსია მარკესის ცნობილი რომანი „მარტოობის ასი წელიწადი“ შესაძლოა სატელევიზიო სერიალად გადაიღონ. მარკესის ოჯახისგან ამისი უფლება Netflix-მა შეიძინა. 1967 წელს გამოცემული რომანისთვის ეს პირველი სატელევიზიო ადაპტაცია იქნება. თუმცა, ამის მიზეზი რომანისადმი ინტერესის ნაკლებობა არ ყოფილა.

გაბრიელ გარსია მარკესის შვილის როდრიგო გარსიას თქმით, რომელიც მის ძმასთან გონსალოსთან ერთად ფილმის აღმასრულებელი პროდიუსერი იქნება, მამამისი წლების განამვლობაში უარით ისტუმრებდა შემოთავაზებებს. ამის მიზეზი კი ის იყო, რომ მწერალი მხატვრული ფილმის ქრონომეტრაჟს არასაკმარისად მიიჩნევდა რომანის ეკრანიზაციისთვის.

„ათეულობით წლების განმავლობაში მამაჩვენი რომანის ეკრანიზაციისთვის უფლებას არ ყიდდა, რადგან მიაჩნდა, რომ მხატვრული ფილმის ქრონომეტრაჟში მისი ჩატევა შეუძლებელი იყო. თანაც, რომანი აუცილებლად ესპანურ ენაზე უნდა გადაეღოთ“, - თქვა მწერლის შვილმა როდრიგო გარსიამ.

„მარტოობის ას წელიწადს“ Netflix-ის განცხადებით კოლუმბიაში გადაიღებენ. სატელევიზიო სერიალი ესპანურ ენაზე იქნება. ფრანცისკო რამოსის თქმით, რომელიც კომპანიაში ესპანურენოვანი ფილმების გადაღებას ხელმძღვანელობს, ის Narcos-სა და Roma-ს წარმატების შემდეგ დარწმუნდა, რომ ესპანურენოვან ფილმებს შეუძლიათ პოპულარულები გახდნენ.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...

მეტი

^