Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ტრანსგენდერთა ხილვადობის დღე - WISG-ის გამოფენა Kiki-ს იუბილეზე

03 აპრილი 2019


31 მარტს, ტრანსგენდერთა ხილვადობის საერთაშორისო დღეს, “ქალთა ინიცატივების მხარდამჭერი ჯგუფი” (WISG) კლუბ KHIDI-ს თანამედროვე ხელოვნების სივრცეში გამოფენით შეუერთდა ქვიარ ღამეების სერია KiKi-ს მე-13, საიუბილეო საღამოს. ქვიარ ღამეების სერია KiKi ორგანიზაცია „თანადგომასა" და კლუბ KHIDI-ს ერთობლივი პროექტია, რომლის უნიკალური კონცეფცია აერთიანებს გართობას, პერფორმანსსა და დრაგ-შოუებს და სთავაზობს ქვიარ ადამიანებს გადააზრებისა და გარკვეულწილად ტრანსფორმაციის სივრცეს, 
გამოცდილებასა და შთაბეჭდილებას, რომელიც ეხმარება მათ კლუბს მიღმა გახდნენ უფრო ძლიერი და საკუთარ თავში უფრო მეტად დარწმუნებულნი.

“ქალთა ინიცატივების მხარდამჭერმა ჯგუფმა” (WISG) KHIDI III FLOOR-ზე მასშტაბური გაერთიანებული გამოფენა წარმოადგინა, რომელმაც თავი მოუყარა გასულ წლებში ორგანიზაციის მიერ თანამედროვე ქართველ ხელოვანებთან და აქტივისტურ ჯგუფებთან კოლაბორაციით შექმნილ ფოტოსერიებს, ტექსტურ და ვიდეო 
ინსტალაციებს და სხვადასხვა ვიზუალურ მედიუმში შექმნილ ნამუშევრებს.

ხიდის თანამედროვე ხელოვნების სივრცეში წარმოდგენილი იყო WISG-ის მიერ სხვადასხვა დროს ორგანიზებული გამოფენები და ინსტალაციები:
▪ "ტრანსნარატივები: არაბინარული ამბები"
▪ "ვ/ნებები და უფლებები"
▪ "FEMALE HUMAN"
▪ “ქართლის დედების მარში”

„ტრანსნარატივების“ პროექტი 2015 წელს დაიწყო და ყოველწლიურად ახალ ფორმებს იძენს. არაბინარული იდენტობის მქონდე ადამიანთა პირადმა ისტორიებმა ჯერ ხელნაწერების სახე მიიღო და თავი მცირე ტირაჟით გამოცემულ კრებულში მოიყარა. კრებული აერთიანებს იმ ამბებს, რომლებიც მეტწილად, მეინსტრიმ მედია არხების ნარატივს მიღმა რჩება. თანდათან ტრადიციული სივრცეებიდან განდევნილი პერსონალური ისტორიების მოყოლის სურვილმა, გამოხატვის ალტერნატიული გზების ძებნა დაიწყო და მოძრავი კედლისა და ვიდეო-ინსტალაციის ფორმა შეიძინა, შევიწროვებული სიჩუმიდან - ტექსტურ, ხმოვან და ვიზუალურ მასალად იქცა. პროექტის ერთ-ერთი ბოლო განვითარება ვიდეო ისტორიებია, რომლებიც დოკუმენტალისტმა ლია ჯაყელმა ტრანსფემინისტი აქტივისტის, ნატა ტალიკიშვილის, ნარატივების გამოყენებით შექმნა.

გამოფენა "ვნებები და უფლებები" პირველად გასულ წელს, გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი კამპანიის ფარგლებში გაიმართა. გამოფენა თანამედროვე ქართველი არტისტების მიერ სხვადასხვა ვიზუალურ მედიაში (ფოტო/ნახატი/კოლაჟი) შესრულებულ ნამუშევრებს წარმოადგენს, რომელთაც მონაწილეობა მიიღეს WISG-ის 16 დღიანი კამპანიის კონკურსში. 50-მდე მონაწილეს შორის, მოწვეულმა ჟიურიმ ის 16 ნამუშევარი აარჩია, რომლებმაც სექსუალური უფლებების დეკლარაციიდან განსაკუთრებით საინტერესო ვიზუალური ინტერპრეტაციით შემოგვთავაზეს საკითხები, როგორიცაა რეპროდუქცია, რეპრესირებული სექსუალობა, ადრეული ქორწინება, სექსუალური განათლება, იდენტობა და თვითგამორკვევა და სხვა.

FEMALE HUMAN ფოტო და ვიდეო ინსტალაციაა, რომლის კონცეფციის ფოკუსში გენდერული ბინარულობის მიღმა არსებული შიშველი სხეულია. ეს სხეული რომელიმე „მზა“ იდენტობით არ წარმოდგება, არამედ მუდმივად იცვლის და ირგებს სხვადასხვა გენდერს, როგორც კანს. ამავდროულად კი, თვითონ დისტანცირებულად უყურებს ყველა იმ იდენტობას, რომელიც გამოიცვალა - მისთვის ეს მხოლოდ პერფორმანსია (რეფერენსი ფისოლოსოფის და გენდერის თეორეტიკოსის ჯუდით ბატლერის თეორიაზე, რომლის თანახმად გენდერი სოციალური კონსტრუქციაა და ის პერფორმატიულია).

რაც შეეხება „ქართლის დედებს“, პირველად ის აქცია-პერფორმანსის სახით, „ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის“ ავტორობით, 2013 წლის 3 მარტს გაიმართა, როგორც კრიტიკული პასუხი სახელმწიფოს მიმართ ქალის როლის რეპროდუქციულ ფუნქციამდე დაყვანაზე.

მიმდინარე გამოფენისთვის ინსტალაციად გარდაქმნილ პერფორმანსში „ქართლის დედის“ მანეკენი ამჯერად გენდერული სიმბოლოების და ფუნქციების დეკონსტრუქციასაც ახდენს - მას ხელში აღარ უჭირავს ჰაერში გამოკიდებული ხმლები და ფიალები. დედა ამ ორი გენდერისგან თავისუფლდება, რადგან ორივე „დამზადებულია პატრიარქატში“.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...

მეტი

^