„პირველად ჩვენს რეგიონში, საქართველოში იწყება ელექტრომობილების წარმოება იწყება“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ეკო მიმართულებით მომუშავე პირველი ინდუსტრიული ბიზნესჯგუფის პრეზენტაციაზე განაცხადა.
მამუკა ბახტაძის თქმით, კომპანია „ჩანგანმა“, რომელიც ელექტრომობილების წარმოების მიმართულებით მსოფლიოში ყველაზე მსხვილი კომპანიაა და მის პარტნიორებს შორის Volvo, Volkswagen და Ford არიან, მიიღო გადაწყვეტილება, რომ ელექტრომობილების ქარხანა საქართველოში აშენდეს. ქარხანა ქუთაისში იქნება, ხოლო ბაზარზე ელექტრომობილები უკვე 2020 წლიდან გამოჩნდებიან.
„მე მინდა ქუთაისელებს მივულოცო. ქარხნის წარმადობა იქნება 40 000 ავტომობილი, საიდანაც 50% განკუთვნილი იქნება შიდა ბაზრისთვის, ხოლო 20 000 ავტომობილი ევროკავშირში ექსპორტზე იქნება გატანილი. ეს არის უდიდესი წარმატება. საქართველოში წარმოებული ელექტრომობილები წარწერით - Made in Georgia იქნება მთავარი საექსპორტო პროდუქტი ევროპულ ბაზარზე საქართველოდან“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
პრემიერ-მინისტრის თქმით, ქარხანაში ოთხი მოდელის ავტომობილს დაამზადებენ. ამისთვის საქართველოს ძლიერი კონკურენციის გადალახვა მოუწია, რადგან საწარმოს შექმნაზე რამდენიმე ძლიერი ქვეყანა აცხადებდა ინტერესს.