საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის მიხედვით, გამოკითხულთა 64%-ს სმენია 2019 წლის პირველი იანვრიდან ეროვნული ბანკის მიერ სესხების გაცემაზე დაწესებული ახალი შეზღუდვების შესახებ.
აღნიშნული ცვლილებების ამოქმედების შემდეგ გამოკითხულთა 14%-მა სცადა ახალი კრედიტის აღება, რომელთაგან 64%-ს სესხის აღების პროცესში პრობლემები შეექმნა.
კვლევა „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ დაკვეთით 2019 წლის 20 თებერვლიდან 5 მარტის პერიოდში „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის” (CRRC) მიერ ჩატარდა. მთელი ქვეყნის მასშტაბით 2 087 ადამიანი გამოიკითხა. ცდომილების ზღვარი +- 2.3%-ის ფარგლებშია.