მაისში, კანის 72-ე საერთაშორისო კინოფესტივალის დღეებში ცნობილ ფრანგ მსახიობს, ალენ დელონს ფესტივალის საპატიო „ოქროს პალმის რტო“ გადაეცემა. ამის შესახებ ფესტივალის გენერალურმა დირექტორმა ტიერი ფრემომ განაცხადა.
„ჩვენ მიგვაჩნია, რომ ალენ დელონი მსოფლიო კინემატოგრაფის ცოცხალი ლეგენდაა და ამ ჯილდოს იმსახურებს. თუმცა, ჯერჯერობით არ ვიცით რამდენად თანახმა იქნება თავად მსახიობი“,- განაცხადა მან.
კანის 72-ე საერთაშორისო კინოფესტივალი 14-25 მაისს გაიმართება.