Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„ჩემთვის პატივია იქ მონაწილეობა“ - სუხიშვილი ოჯახის სიწმინდის დღისთვის მიძღვნილ კონცერტზე

07 მაისი 2019

ანსამბლ „სუხიშვილების“ დირექტორის, ნინო სუხიშვილის თქმით, მისთვის პატივია 17 მაისს „ოჯახის სიწმინდის დღის“ აღსანიშნავად გამართულ კონცერტში მონაწილეობა. „მე ვარ მართლმადიდებელი ქრისტიანი და თამამად ვაცხადებ, რომ ვდგავარ იქ, სადაც ჩემი ეკლესია დგას“, - თქვა ტელეკომპანია „ერთსულოვნების“ ეთერში ნინო სუხიშვილმა.

ნინო სუხიშვილის თქმით, ის აგრესიისა და ძალადობის წინააღმდეგია, მაგრამ არ ესმის, რატომ აღიქმება 17 მაისს, „ოჯახის სიწმინდის დღეს“ გამართულ ღონისძიებებში მონაწილეობა ძალადობის მხარდაჭერად. ეკლესიის მიმართ ეს დამოკიდებულება კი ალბათ „რაღაც ინციდენტების გამოა“.

„სამების სავანე ჩვენი თვითმყოფადობის, სულიერების და კულტურული მემკვიდრეობის აღორძინების ადგილია. ამიტომ იქ გამართული კონცერტი ჩემთვის არანაირი ძალადობა არ არის და არანაირი აგრესია არავის მიმართ.

ჩემთვის ეკლესია არის სიკეთე და სიყვარული და არ მესმის რატომ მოიაზრება ეს აგრესიად. რასაკვირველია, რაღაც ინციდენტების გამო არის ეს დამოკიდებულება ეკლესიის მიმართ, მაგრამ ცუდი და კარგი, კეთილი და ბოროტი ყველგან არის ერშიც და ბერშიც“, - თქვა „ერთსულოვნების“ ერთ-ერთ გადაცემაში ნინო სუხიშვილმა.

17 მაისი ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა. 2013 წლის 17 მაისს თბილისში მოქალაქეთა ნაწილმა, მათ შორის, მართლამდიდებელი ეკლესიის სასულიერო პირებმა ამ დღის აღსანიშნავად გამართული მშვიდობიანი აქცია დაარბიეს.

2014 წელს კი პატრიარქმა ილია მეორემ 17 მაისი „ოჯახის სიწმინდის დღედ“ გამოაცხადა და მას შემდეგ მრეველის ნაწილი 17 მაისს თბილისში მსვლელობას და სხვადასხვა სახის ღონისძიებას მართავს.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...

მეტი

^