Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

7 ფილმი, რომელსაც გირჩევთ ნახოთ, თუ თქვენი შვილი ჰომოსექსუალია

17 მაისი 2019

დღეს, 17 მაისს, ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისოო დღეა. „ლიბერალი“ გთავაზობთ ფილმების სიას, რომელისაც გირჩევთ, რომ ნახოთ თუკი თქვენი შვილი ტრანსგენდერი ან ჰომოსექსუალია.

ლოცვა ბობისთვის 

რასელ მალკაჰის „ოქროს გლობუსის“ ნომინანტ დრამაში მთავარ როლს სიგურნი უივერი ასრულებს. ფილმი ლერონი აარონსის წიგნის მიხედვით არის გადაღებული და ნამდვილ ამბავზე მოგვითხრობს. როგორ გახდა კონსერვატორი, მორწმუნე დედა – მერი გრიფიტი ჰომოსექსუალთა უფლებების ცნობილი დამცველი.

1995 წლის 6 დეკემბერს მერი გრიფიტი კონგრესში სიტყვით გამოვიდა. მისმა მუხლჩაუხრელმა შრომამ ახალგაზრდა ჰომოსექსუალთა უფლებების დასაცავად გრიფიტს სახელი გაუთქვა ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში. 

ფილმი ქართულ ენაზე შეგიძლიათ ნახოთ მითითებულ ბმულზე

შენი სახელი დამიძახე 

იტალიელმა რეჟისორმა, ლუკა გუადანინომ ფილმი ანდრე ასიმანის ამავე სახელწოდების რომანის მიხედვით გადაიღო (წიგნი ქართულ ენაზე უკვე ითარგმნა). 2017 წელს გადაღებული ფილმი „ოსკარის“ 4 კატეგორიაში იყო ნომინირებული და საუკეთესო ადაპტირებული სცენარისთვის დაჯილდოვდა კიდეც. ფილმის სიუჟეტი 80-იანი წლების იტალიაში ვითარდება. „შენი სახელი დამიძახე“ ელიოსა და ოლივერის სიყვარულზე გვიამბობს, თუმცა აქ საყურადღებოა ელიოსა და მშობლებს შორის ურთიერთობაც. 

ფილმი ქართულ ენაზე შეგიძლიათ ნახოთ მითითებულ ბმულზე 

სიყვარულით, საიმონი 

გრეგ ბერლანტის მელოდრამა თინეიჯერი საიმონის შესახებ მოგვითხრობს. ის ჰომოსექსუალია და ამის შესახებ არავის უმხელს, სანამ საიდუმლო გამჟღავნების საფრთხის წინაშე არ დადგება – საიმონის პირადი მიმოწერა სხვის ხელში აღმოჩნდება. ფილმი მშობლებისა და შვილების ურთიერთობაზე, მეგობრობასა და სიყვარულზე მოგვითხრობს. 

ფილმი ქართულ ენაზე შეგიძლიათ ნახოთ მითითებულ ბმულზე

გოგონა 

ლუკას დონტის „ოქროს გლობუსის“ ნომინანტი ბელგიური ფილმი 15 წლის ტრანსგენდერი გოგოს შესახებ მოგვითხრობს. ლარა საბალეტო სკოლაში სწავლობს. ტრანზიციის პროცესში მყოფ გოგონას მიზნის მიღწევაში მამა ეხმარება.

მთვარის შუქი 

ბარი ჯენკინსის ფილმი 2017 წელს 3 „ოსკარით“ დაჯილდოვდა, მათ შორის წლის საუკეთესო ფილმის ნომინაციაში. სურათში ასახულია განცდები და კონფლიქტები თანატოლებსა და საკუთარ თავთან, თავისი ორიენტაციის გამო, ბავშვობის, მოზარდობისა და ზრდასრულობის წლები. 

ფილმი ქართულ ენაზე შეგიძლიათ ნახოთ მითითებულ ბმულზე

გამქრალი ბიჭი 

ჯოი ედგერტონის 2018 წლის ფილმში ამერიკის ერთი პატარა ქალაქის ბაპტისტი მღვდლის ოჯახი გაიგებს, რომ 19 წლის ვაჟი (ჯარედი) გეია. ჯარედს ულტიმატუმს წაუყენებენ: ან გეიკონვერტაციის თერაპიის პროგრამაში ჩაერთვება, ან სამუდამოდ  მოიკვეთება ოჯახისა და მეგობრებისგან. 

ფილმი ქართულ ენაზე შეგიძლიათ ნახოთ მითითებულ ბმულზე

ქემერონ პოსტის არასწორი აღზრდა 

სანდენსის კინოფესტივალის ჟიურის პრიზის მფლობელი ფილმი კინოეკრანებზე 2018 წელს გამოვიდა. მთავარ როლებს საშა ლეინი და ქლოე გრეის მორეცი ასრულებენ. სურათში მოქმედება 1993 წელს ვითარდება. მას შემდეგ, რაც ქემერონ პოსტის ბიძა გაიგებს, რომ ლესბოსელია, გადაწყვეტს, ის ჰომოსექსუალებისთვის განკუთვნილ „სამკურნალო კურსზე“ გაგზავნოს. 

ფილმი ქართულ ენაზე შეგიძლიათ ნახოთ მითითებულ ბმულზე

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^