Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ცხელ გულზე ნათქვამი სიტყვები, რომ ბიძინა არჩევნებით არ წავა, უპერსპექტივოა - ბერძენიშვილი

20 მაისი 2019

„რესპუბლიკური პარტიის" ერთ-ერთი ლიდერი დავით ბერძენიშვილი შუალედური არჩევნების შედეგებს აფასებს.

„19 მაისს არჩევნები რაიმე განსაკუთრებული მოულოდნელობის გარეშე დამთავრდა", - აღნიშნავს ბერძენიშვილი Facebook-ზე და განაგრძობს - „სუფთა რომ არ იქნებოდა არც ეს არჩევნები, ვიცოდით. „ქოცებს" ახალი არც არაფერი ჰქონიათ არსენალში, რაც „ნაცებმა" და იმათ „მოქალაქეებმა" დაუტოვეს, ის ამუშავეს - უბნებთან კოორდინატორების ჩათვლით. მოსყიდვაც იყო და დაშინებაც... ასეთია პოსტსაბჭოთა საქართველოს საარჩევნო პრაქტიკა, მეორე ვადით ხელისუფლების მიწურულს ყველა ასე იქცეოდა და იქცევა. ამასთანავე, გახუნებულ წინამორბედებს მაინც მოუხდათ მარცხის აღიარება და მოქმედსაც მალე მოუწევს.

პოსტსაბჭოთა საქართველოში ხელისუფლება იცვლება არჩევნებით!!! ერთი გამონაკლისი - 91-92 წწ. „საშობაო გადატრიალება" იყო კოშმარი და მსგავსს არც გეგმავს ვინმე და არც პერსპექტიულია.

სამი ათეული წელია, გვესმის ერთმანეთზე აბსურდული ლოზუნგები: „ძირს ლიტვური გზა!", „ბოიკოტი საბჭოთა არჩევნებს"... „ხელისუფლება (ედუარდი/ასლანი, მიშა, ბიძინა...) არჩევნებით არ წავა"....ხან გაზით დაწამვლაა, ხან კარვების ატანაა, ხან „ბელა ჩაოა"... ხელისუფლება ხან მომთმენია, ხანაც უაღრესად აგრესიული და მოძალადე.

19 მაისის არჩევნების მთავარი ოლქები რომ მთაწმინდა და ზუგდიდი იქნებოდა, ვიცოდით ყველამ. ზუგდიდში რომ ბიძინამ კვლავ მტრის ხატზე აგებული ტაქტიკა აირჩია და მიშაც რომ ამ ორპოლუსიანობას აჰყვა, ესეც დავინახეთ... ცხელ გულზე ნათქვამი სიტყვები, რომ ბიძინა არჩევნებით არ წავა და საჭიროა ახალი, არასაარჩევნო გზის მოსინჯვა, უპერსპექტივო და წარმავალი ამოძახილია (დაიმედებული აქტივისტების დაშოშმინება უფროა). რამდენჯერ უნდა დავრწმუნდეთ ამაში, მოსაწყენიც კი გახდა.

მოსალოდნელი იყო ზუგდიდში გაფორმებული შედეგი. გაცილებით მნიშვნელოვანია მთაწმინდის მოლოდინის გამართლება – მეორე ტური ხელისუფლებასა და ლიდერ ოპოზიციურ კანდიდატს შორის. სხვაობაც მხოლოდ 4%-ია: 41/37.

40%-იანი ნიშნული ხელისუფლების ზედა ზღვარია... კვლავ ვნახეთ ეს მაჩვენებელი. ცხადია, საპარლამენტო არჩევნები ურბანულ ცენტრებში მჟორიტარული ოლქების ნახევარია 
- თბილისში 22 ოლქი, ბათუმში, ქუთაისში, რუსთავში, ფოთში – 9... სულ 31. ბევრ არაურბანულ ცენტრშიც იქნება კონკურენტული არჩევნები. მთელი ქვეყნის მასშტაბით ადმინისტრაციული რესურსის მაქსიმალური ეფექტურობით გამოყენება მიხრწნილ ხელისუფლებას გაუჭირდება.

მთაწმინდაზე ოპოზიციური ხმების შეკრება უკვე დაწყებულია, მეორე ტურში გასაგრძელებელი და შესავსებია. შალვა შავგულიძისგან „კაციჭამია ნაცის" გამოძერწვა შეუძლებელია. „არანაცური" წარმომავლობის კანდიდატი ნახელისუფლარი ოპოზიციის მიერ სწორად შერჩეული ტაქტიკაა მთაწმინდაზე (მსგავს ოლქებშიც ივარგებს საპარლამენტოზე).

შავგულიძის გამარჯვება იქნებოდა გარღვევა და იმ ლოდის გამოცლა სახელისუფლებო პირამიდისგან, რომელიც მას ჩამოშლის. ასე შევხედოთ ამ პროცესს და არა ვიწროპარტიული კლიშეებიდან.

შალვა შავგულიძის გამარჯვება რეალურია. ხელისუფლება ახლა გადაერთვება მთაწმინდაზე – გაზრდის საკუთარ ხმებს... ჩვენ კიდე უფრო მეტად უნდა გავზარდოთ და გავიმარჯვოთ. 
კვალიფიციური პოლიტიკა ასეთია, ჩემი აზრით.

წარმატებები, შალვა!!!
შენი წარმატება ხელისუფლების შეცვლის წინაპირობა იქნება საპარლამენტო არჩევნებზე.
პოლიტიკაში ყველაფერი თვლითაა... მე ასე დავთვალე".

ივანიშვილს აღარ უნდა ჩავატარებინოთ არჩევნები, პროტესტი დამთავრდება თბილისში - სანდრა რულოვსი

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...

მეტი

^