25 აპრილს, ევროკავშირის ტექნიკური დახმარების პროექტის და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლებმა მწარმოებლის გაფართოებულ ვალდებულებასთან (მგვ) დაკავშირებული ერთობლივი პრეზენტაცია გამართეს.
პრეზენტაციის მიზანი იყო ინფორმაციის მიწოდება იმის თაობაზე, თუ როგორ მიდის მწარმოებლის გაფართოებულ ვალდებულებასთან დაკავშირებულ პროცესები საქართველოში.
მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულება გულისხმობს პროდუქციის მწარმოებლის/იმპორტიორის მიერ პასუხისმგებლობის აღებას გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობისთვის სახიფათო სპეციფიკური ნარჩენების შეგროვებასა და დამუშავებაზე.
გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილის, ხატია წილოსანის თქმით, მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულება ძალიან მნიშვნელოვანი პრინციპია. ეს ნიშნავს, რომ ყველა იმპორტიორი და მწარმოებელი, ვისაც სურვილი აქვს განათავსოს თავისი პროდუქცია ბაზარზე, ერთიანდება და პასუხისმგებლობას იღებს მათ მიერ წარმოშობილი ნარჩენების მართვაზე.
შეხვედრას საქართველოში მოქმედი მსხვილი თუ საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ, ისეთები, როგორებიც არის, „კოკა-კოლა“, „ტოიოტას ცენტრი“ და ა.შ. ისინი სვამდნენ კითხვებს, მგვ-ს იმპლემენტაციის დეტალებზე. მათ ევროკავშირის პროექტის და სამინისტროს წარმომადგენლები პასუხობდნენ.
მგვ-ს იდეა პირველად შვედეთში, თომას ლინდცისტმა შვედეთის გარემოს დაცვის სამინისტროს 2010 წლის ანგარიშში წარმოადგინა.
მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულება ხელს უწყობს:
ადამიანის ჯანმრთელობასა და გარემოზე უარყოფითი ზემოქმედების შემცირებას.
ახალი საწარმოებისა და სამუშაო ადგილების შექმნას.
სხვადასხვა პროდუქციის ოპერატორის საქმიანობის გარემოსდაცვითი მაჩვენებლების გაუმჯობესებას.
რესურსებისა და ღირებული მეორადი ნედლეულის გამოყენებას.
პროდუქციის უკეთესი დიზაინის შექმნას.
ნარჩენების სეპარირებულ შეგროვებასა და რესურსად გამოყენებას.
ნარჩენების ხელახალი გამოყენების რეციკლირებისა და აღდგენის სხვა ფორმების დანერგვას.
ნაგავსაყრელებზე განთავსებული ნარჩენების რაოდენობის შემცირებას. ხელს უწყობს სახიფათო ნივთიერებების უსაფრთხო დამუშავებას.
და ა.შ.
საქართველოში ყოველწლიურად 900 000 ტონამდე მუნიციპალური ნარჩენი წარმოიქმნება. ეს ნარჩენები 1000-მდე სახიფათო თუ არასახიფათო ნივთიერებას შეიცავს.
მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულება საქართველოსთვის ახალ კონცეფციას წარმოადგენს და მის დასანერგად აუცილებელია შესაბამისი საკანონმდებლო ჩარჩო და საზოგადოებისა და კერძო სექტორის ცნობიერების სათანადო დონე. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ევროკავშირისა და სხვა დონორების მხარდაჭერით აქტიურად მუშაობს ამ მიმართულებით 2017 წლიდან.
ხატია წილოსანი ამბობს, რომ საზოგადოების ცნობიერების ასამარლებლად სამუსაო ჯერ კიდევ ბევრია - სამწუხაროდ, ხშირია სტიქიური ნაგავსაყრებელების წარმოქმნა მუნიციპალიტეტებში და ეს პირდაპირ არის დაკავშირებული მოსახლეობის ცნობიერებასთან. მოტივაცია არის, მოიშორონ ნარჩენი და ამის მოვლაზე პასუხისმგებლობას აკისრებენ სხვას… ამიტომ გვჭირდება საზოგადოებასთან უფრო მეტი მუშაობა, მეტი ჩართულობა, რათა გავიაზროთ, რომ გარემოს ვქმნით ჩვენ“. - ამბობს ხატია წილოსანი ჩვენთან საუბარში.
სფეციფიკური ნარჩენებისთვის მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულება ძალაში 2019 წლის 1 დეკემბრიდან შევა.