იუსტიციის საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძე თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლედ უვადოდ დაინიშნა. მიქაუტაძის უვადოდ დანიშვნას იუსტიციის საბჭოს 11 წევრმა დაუჭირა მხარი.
გიორგი მიქაუტაძეს თბილისის სააპელაციო და საქალაქო სასამართლოების ადმინისტრაციულ პალატებში ჰქონდა განაცხადი შეტანილი,თუმცა დღეს, ცნობილი გახდა, რომ სააპელაციო სასამართლოში კანდიდატურა მოხსნა და მხოლოდ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ კოლეგიაში დატოვა განაცხადი.