13 ივნისს კინოთეატრ „ამირანში“ პედრო ალმოდოვარის ახალი ფილმის პრემიერა გაიმართა. „ტკივილი და დიდება“ საქართველოს კინოთეატრებში ესპანურ ენაზე ქართული სუბტიტრებით გადის.
როგორც „ლიბერალს“ „ამირანის“ პრესსამსახურში განუცხადეს, ფილმი ორიგინალურ ენაზე ქართული სუბტიტრებით მაყურებლის მოთხოვნის გათვალისწინებით უჩვენეს.
„მომავალშიც ვაპირებთ გამორჩეული საავტორო ფილმების ორიგინალურ ენაზე ქართული სიბტიტტებით ჩვენებას. ქართველი მაყურებელი მალე ნახავს კანის გამარჯვებულ ნამუშევარს „პარაზიტს“, ასევე ჯიმ ჯარმუშის ახალ ნამუშევარს “The Dead don’t die” და არაერთ სხვა საინტერესო ფილმს“.
„ტკივილი და დიდება“ კანის რიგით 72-ე კინოფესტივალის მთავარი საკონკურსო პროგრამაში მონაწილეობდა. ფესტივალზე მთავარი როლის შემსრულებელი, ანტონიო ბანდერასი მამაკაცის საუკეთესო როლისთვის დაჯილდოვდა.