შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, 20 ივნისის აქციის მსვლელობისას ადმინისტრაციული წესით დაკავებულთაგან 121 პირს შეეფარდა ადმინისტრაციული პატიმრობა, ხოლო დანარჩენი გათავისუფლდა - შეეფარდა ადმინისტრაციული ჯარიმა ან სიტყვიერი შენიშვნა. ზოგიერთი ადმინისტრაციული სამართალდამრღვევის მიმართ საქმის განხილვა გადაიდო.
შსს-ს 21 ივნისის განცხადებით, სხვადასხვა სამართალდარღვევისთვის დაკავებული იყო აქციის 305 მონაწილე.
უწყების ცნობით, 20 ივნისის აქციისას ცალკეულ სამართალდამცველთა მიერ უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების (მათ შორის ჟურნალისტების მიმართ) ფაქტების გენერალურმა ინსპექციამ უკვე დაიწყო მოძიება. შსს აცხადებს, რომ აღნიშნული სამართალდამცველები აქციების დროს მართლწესრიგის დაცვასა და უსაფრთხოების უზრუნველყოფაში აღარ მონაწილეობენ.