Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ჯუზეპე ვერდის სახელობის ფესტივალი საქართველოში გაიმართება

09 ივლისი 2019

სახელოვანი კომპოზიტორის, ჯუზეპე ვერდის სახელობის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი, რომელიც ყოველწლიურად იტალიის ქალაქ პარმაში იმართება, ამჯერად საქართველოში გადაინაცვლებს. თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში საოპერო ფესტივალის საზეიმო ვითარებაში 16 აგვისტოს გაიხსნება.

აღსანიშნავია, რომ  ვერდის სახელობის ფესტივალი საუკუნოვანი ისტორიის განმავლობაში პირველად გაიმართება იტალიის ფარგლებს გარეთ.  გასულ წელს დაიდო სამწლიანი ხელშეკრულება ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრსა და პარმის ოპერის სამეფო თეატრს შორის, რომელიც ვერდის ფესტივალის ლიცენზიის მფლობელია. ამდენად, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი ვერდის ფესტივალის წლევანდელი მასპინძელი გახდება.

თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა ბადრი მაისურაძემ ხელი მოაწერა კონტრაქტს ვერდის საერთაშორისო ფესტივალთან. ასე რომ, საქართველოს ოფიციალურად ეძლევა უფლება ჩაატაროს ვერდის ფესტივალი, ხოლო სპექტაკლები არა მხოლოდ თბილისში, არამედ საქართველოს სხვადასხვა ქალაქებშიც გაიმართება. კონტრაქტით ასევე გათვალისწინებულია თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის გასტროლები მომავალ წელს პარმაში, ვერდის ფესტივალზე.

2019 წელს პარმა ევროპის კულტურის ცენტრი ხდება, რომელიც ევროკავშირის პროგრამის - „შემოქმედებითი ევროპის“ (Creative Europe) ფარგლებში ხორციელდება. მომავალ წელს. პარმასა და ბუსეტოში თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის დაგეგმილი გასტროლიც სწორედ ამ დიდი პროექტის ნაწილია.

ვერდის სახელობის ფესტივალში თბილისის ოპერის თეატრის ორკესტრის და არტისტების გარდა, მონაწილეობას მიიღებენ მსოფლიო ოპერის ცნობილი მომღერლები, დირიჟორები და რეჟისორები. ფესტივალი გაიხსნება ოპერით „ბალ-მასკარადი“, ხოლო  23 აგვისტოს ფესტივალი უკვე გადაინაცვლებს დასავლეთ საქართველოში. საკონცერტო დარბაზში Black Sea Arena-ზე წარმოდგენილი იქნება ოპერა „აიდა“ („არენა დი ვერონას“ სცენაზე დადგმული სპექტაკლის ვერსია).

ფესტივალის პარტნიორია უმსხვილესი ევროპული სატელეკომუნიკაციო კომპანია Mediaset S.p.A, რომელიც ევროპელებს საქართველოს კულტურულ მემკვიდრეობასაც გააცნობს და ფესტივალის მსვლელობასაც გააშუქებს.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...

მეტი

^