რეგიონული თეატრების ფოთის მეხუთე საერთაშორისო ფესტივალი წელს 14 ივლისიდან 29 ივლისის ჩათვლით გაიმართება. წელს მას განსხვავებული ფორმატი ექნება და საქართველოს სხვადასხვა ქალაქების თეატრები 17 ქართულ და უცხოურ დასს უმასპინძლებს. ფესტივალი უზნაძის ქუჩაზე მდებარე სოხუმის, კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის თეატრში გამართული სპექტაკლით - „მკვდარი ქალაქები“ (რეჟისორები - დავით ხირბალაძე და მიხეილ ჩარკვიანი) საზეიმოდ სწორედ 14 ივლისს გაიხსნება.
ფესტივალის ბოლო კვირა კი გაიმართება ქალაქ ფოთში, სადაც ვალერიან გუნიას სახელობის დრამატულ თეატრში მიმდინარე სარემონტი სამუშაოების გამო, ფესტივალის დახურვა ფოთის ჰიდროგრაფიის სახელმწიფო სამსახურის შენობაში ჩატარდება. აღსანიშნავია, რომ წელსაც ფესტივალის დაკვნითი ნაწილის სპექტაკლები სხვადასხვა შენობებსა და სივრცეებში გაიმართება.
როგორც ფოთის საერთაშორისო ფესტივალის დამაარსებელმა და სამხატვრო ხელმძვანელმა, ნინელი ჭანკვეტაძემ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ფესტივალში წელს მონაწილეობას მიიღებს 17 რეგიონული თეატრი და თეატრალური დასები საქართველოდან, უკრაინიდან, ლიეტუვადან, ირანიდან და სერბეთიდან. ამასთან ფესტივალი საქართველოს სხვადასხვა რეგიონის 13 ქალაქს უმასპინძლებს.