Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

2019 წლის გეოგრაფიის, ისტორიისა და სამოქალაქო განათლების საუკეთესო მასწავლებლები გამოავლინეს

24 ოქტომბერი 2019

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა გეოგრაფიის, ისტორიისა და სამოქალაქო განათლების 2019 წლის საუკეთესო მასწავლებლებლის კონკურსში გამარჯვებულები დააჯილდოვა.

მონაწილეები ადგილობრივი და საერთაშორისო საგნობრივი სპეციალისტებისგან დაკომპლექტებულმა კომისიამ შეაფასა. კონკურსში მონაწილე 8 ფინალისტიდან გამარჯვებულად თითოეული საგნის ერთი სპეციალისტი დასახელდა.

სამოქალაქო განათლების საუკეთესო მასწავლებელი - თემურ სუყაშვილი გახდა (ქ.მარნეულის N2 და N5 საჯარო სკოლა);

გეოგრაფიის საუკეთესო მასწავლებელი - მარინე ვართუმაშვილი (გორის N12 საჯარო სკოლა);

ისტორიის საუკეთესო მასწავლებელის ტიტული კი ჯაბა ლაბაძემ მიიღო. (ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის ხაშურის მუნიციპალიტეტის , დაბა სურამის N2 საჯარო სკოლა);

მასწავლებლის სახლის დირექტორი ბერიკა შუკაკიძე, „ლიბერალთან“ საუბრისას აცხადებს, რომ კონკურსის მიზანია ამაღლდეს მასწავლებლის სოციალური სტატუსი საზოგადოებაში და მსგავსი ტიპის კონკურსები სწორედ ამ მიზნების შესრულებას და მასწავლებელთა მხარდაჭერას ემსახურება. „ჩვენ კონკურსის ფარგლებში შემოვიღეთ 21 ნომინაცია ყველა საგნობრივი ჯგუფის წარმომადგენლებისთვის, ასევე დავაჯილდოვებთ წლის საუკეთესო დირექტორებსაც და ჯილდოს გადავცემთ იმ მასწავლებლებს, რომელთაც მასწავლებლის პროფესიის განვითარებაში განსაკუთრებული წვლილი აქვთ შეტანილი".

წლის სამოქალაქო განათლების საუკეთესო მასწავლებელი თემო სუყაშვილი ქალაქ მარნეულის ნომერ მეორე და ნომერ მეხუთე საჯარო სკოლებში უკვე მეოთხე წელია ეთნიკურ აზერბაიჯანელებს სამოქალაქო განათლებას და გეოგრაფიას ასწავლის. თემო ფიქრობს, რომ სამოქალაქო განათლების პრინციპების სწავლება უფრო აქტუალური ხდება ეროვნული უმცირესობებისთვის და ეფექტური სწავლებისთვის ხშირად მიმართავს არაფორმალური განათლებასაც.

„სამოქალაქო განათლების საგანი არის ძალიან მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ სკოლამ აღზარდოს გათვიცნობიერებული მოქალაქე. მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ ამ საგნის უმთავრესი პრინციპი არის, რომ გავხდეთ უკეთესი მოქალაქეები ხვალ, ვიდრე ვართ დღეს. ამ პრინციპების სწავლება უფრო აქტუალური ხდება ეთნიკურ უმცირესობებთან და რადგან მათთან, მაინც არსებობს ენობრივი ბარიერები, რაიმე დიადი მიზანი ერთ საგაკვეთილო პერიოდში შეიძლება ვერ იქნას მიღწეული, ამიტომ ვცდილობ მათთან აქტიურად ვიმუშაო არაფორმალური განათლების კუთხითაც. გვქონდა რამდენიმე ძალიან საინტერესო პროექტი: გავაკეთეთ „საზაფხულო სკოლა“ და „სკოლავიზია“. მოსწავლეებთან ერთად დავწერეთ პროექტი, მოვიგეთ ერთ-ერთი კონკურსი და ჩამოვაყალიბეთ სასკოლო ტელევიზია. პროექტს ორი მიზანი ჰქონდა, მოსწავლეებს დაეხვეწათ ენობრივი კომპონენტები და გაგვეაქტიურებინა ისინი საზოგადოებრივი კუთხითაც.“- ამბობს გამარჯვებული მასწავლებელი.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი 2019 წელს ყველა საგანში გამოავლენს საუკეთესო მასწავლებელს.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...

მეტი

^