Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

17 ქართული ფილმის ორიგინალი მოსკოვიდან საქართველოში ბრუნდება

24 ოქტომბერი 2019

რუსეთის ფილმსაცავ „გოსფილმფონდიდან“ საქართველოში კიდევ 17 ფილმი დაბრუნდება, მათ შორის მიხეილ კალატოზიშვილის პირველი დამოუკიდებელი სარეჟისორო ნამუშევარი „მათი სამეფო“, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში დაკარგულად ითვლებოდა. ინფორმაციას ამის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს. 

სამინისტროს ცნობით, „გოსფილმფონდიდან“ დაბრუნებული 17 ფილმი ძირითადად 1926 წლიდან 1030 წლამდე პერიოდშია გადაღებული და სიძველის გამო სავალალო მდგმარეობაშია. გასული საუკუნის 20-იანი წლებში დაახლოებით 200-მდე მხატვრული და ქრონიკალური ფილმია შექმნილი, თუმცა  რუსეთის ფილმსაცავში  მხოლოდ 54 ფილმი ინახება, რომელთაგან ნაწილი უკვე ჩამოტანილია.

ამ ეტაპზე საქართველოში შემდეგი 17 ფილმი ჩამოდის:

  • „მათი სამეფო“ (1928) - რეჟისორები მ.კალატოზიშვილი, ნ.ღოღობერიძე;
  • „ხანუმა“ (1926); „ორი მონადირე“ (1927); „ჯანყი გურიაში“ (1928) - რეჟისორი ალექსანდრე წუწუნავა;
  • „გოგი რატიანი“ (1927); „კრაზანა“ (1928); „კომუნარის ჩიბუხი“ - რეჟისორი კოტე მარჯანიშვილი;
  • „ბელა“ (1927) - რეჟისორი ვლადიმერ ბარსკი;
  • „გიული“ (1927) - რეჟისორი ნიკოლოზ შენგელაია;
  • „იბრაჰიმი და გოდერძი“ („პირველი და უკანასკნელი“ – 1927); „ღრუბელთა თავშესაფარი“ („ცხოვრებასთან შეხვედრა“ – 1928) - რეჟისორი ზაქარია ბერიშვილი;
  • „ნორჩი მფრინავი“ (1928) - რეჟისორი ნიკოლოზ კახიძე;
  • „ქალი ბაზრობიდან“ (1928) - რეჟისორი გიორგი მაკაროვი;
  • „ახალგაზრდობა იმარჯვებს“ (1928) - რეჟისორი მიხეილ გელოვანი;
  • „ჩემი ბებია“ (1928 -ძველი ვერსია) - რეჟისორი კოტე მიქაბერიძი;
  • "საბა" (1929) - რეჟისორი მიხეილ ჭიაურელი
  • „მონანიება“ (1986) - რეჟისორი თენგიზ აბულაძე.

როგორც სამინისტროში აცხადებენ, ქართული კინომემკვიდრეობის სამშობლოში დაბრუნების პროცესი 2020 წელსაც გაგრძელდება, პრიორიტეტი კვლავ 20-იანი წლების ქართული ფილმები იქნება და აღნიშნული ეტაპის დასრულების შემდეგ ამ პერიოდის ქართული კინომემკვიდრეობა სამშობლოში სრულად დაბრუნდება.

უწყების ცნობით, კანის კინოფესტივალი სექციაში „Cannes Classics",  „მონანიების“ ჩვენებას უკვე  2 წელია ითხოვს, თუმცა საქართველოში არსებული ასლის დაბალი ხარისხის გამო ეს აქამდე ვერ მოხერხდა „გოსფილმოფონდიდან“ აღნიშნული ფილმის დაბრუნება კი კანის კინოფესტივალზე მისი ჩვენების საშუალებას იძლევა.

„გოსფილმფონდში“ დაცული ქართული კინოარქივის სრულად საქართველოში დაბრუნების შეთანხმებას ხელი 2014 წელს მოეწერა. რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო კინოფონდი საქართველოს ეტაპობრივად გადმოსცემს 1921 წლიდან 1991 წლამდე გადაღებულ და ფონდის არქივში დაცულ ქართულ ფილმებს. ამ დროისათვის საქართველოში 51 ფილმია დაბრუნებული.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...

მეტი

^