Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მეუფე პეტრე და მისი მრევლი ჭყონდიდის ეპარქიაში მეუფე გრიგოლს ელოდებიან

01 ნოემბერი 2019

წმინდა სინოდის ხმაურიანი სხდომის შემდეგ, ჭყონდიდის ეპარქიაში მეუფე გრიგოლს ელოდებიან. ადგილზე მრევლი და სასულიერო პირები იკრიბებიან. მათი თქმით, ისინი მეუფე გრიგოლს შეხვდებიან და ამის შემდეგ განცხადებას გააკეთებენ. მეუფე გრიგოლი კი პატრიარქთან შეხვედრის შემდეგ უკვე ეპარქიაში გაემგზავრა. მისი თქმით სიტუაცია დაძაბულია, თუმცა ის აპირებს, რომ შეხვდეს როგორც მეუფე პეტრეს, ასევე სასულიერო პირებს და მრევლს. 

მეუფე პეტრე გუშინ ღამით ჭყონდიდის ეპარქიაში დაბრუნდა. პეტრე ცაავას მის ყოფილ ეპარქიაში სასულიერო პირები და მრევლი დახვდნენ. ისინი მეუფეს უპირობა მხადაჭერას უცხადებენ. მათი თქმით, მეუფე პეტრეს დასჯა უსამართლობაა და მეუფე გრიგოლს არ მიიღებენ.  

მეუფე პეტრემ განმარტებები კიდევ ერთხელ გააკეთა და განაცხადა, რომ აუცილებლად შეიქმნება „ეროვნული სახელმწიფოებრიობის განმათავისუფლებელი მოძრაობა" და მოემზადება „აპოკალიფსური საქართველოსთვის." მისივე თქმით, სინოდის მიერ გამოტანილი განჩინება უსამართლოა.  

„55-ე კანონი, რომელიც კლერიკოსს ეხება, ანუ ადამიანი, რომელიც მღვდელმთავარს, თავის ეპისკოპოსს აყენებს შეურაცხყოფას, მინდა გითხრათ, რომ მეც ეპისკოპოსი ვარ და პატრიარქიც. მე შეურაცხყოფა არ მიმიყენებია, მე მას ვუთხარი, თუ ვინმემ გაიგო შეურაცხყოფად რასაც მე ვამბობდი მის მიმართ სატელევიზიო ეთერებში, ეს იყო ჩემი გულისტკივილით გამოხატული, რომ მე მას ვაკისრებდი პასუხისმგებლობას“ -ამბობს მეუფე. 

ცნობისთვის, ჭყონდიდის ეპარქიის უკვე ყოფილმა მღვდელმთავარმა პეტრემ სინოდის სხდომიდან გამოსვლის შემდეგ პატრიარქი "მამათმავლობის ცოდვაში" დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ სწორედ ამიტომ გაათავისუფლეს ის მღვდელმთავრის თანამდებობიდან.  მისი ეპარქია კი მეუფე გრიგოლს ჩააბარეს.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...

მეტი

^