Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ჯერომ სელინჯერის პირველი სიყვარულის ისტორია ბეგბედერის ნახევრად დოკუმენტურ რომანში

27 ივლისი 2021
მწერალ ბეგბედერისთვის ლიტერატურული შთაგონების წყარო, როგორც წესი, საკუთარი პერსონაა. მაგრამ სიყვარულს, როგორც ჩანს, სასწაულების მოხდენა მართლაც შეუძლია.

ამ რეკომენდაციისკენ ჯერომ სელინჯერის ერთადერთი რომანის „თამაში ჭვავის ყანაში“ იუბილემ გვიბიძგა.     

მწერალ ბეგბედერისთვის ლიტერატურული შთაგონების წყარო, როგორც წესი, საკუთარი პერსონაა. მაგრამ სიყვარულს, როგორც ჩანს, სასწაულების მოხდენა მართლაც შეუძლია. ხელი მოკიდა რა სხვა ადამიანის შესახებ თხრობას, რომელიც მას მართლაც უყვარს, ბეგბედერმა ერთდროულად ფაქიზი და ჭკვიანური რომანი შექმნა, რომელიც მწერლის ძველი ტექსტებისგან მკვეთრად არ განსხვავდება, მაგრამ მათზე აშკარად მაღლა დგას.  

„უნა და სელინჯერი“ რომანიცაა და თან, არც არის. თავად ავტორი წიგნის ჟანრს განსაზღვრავს, როგორც „faction“-ს, რაც სიტყვების „ფაქტის“ (fact) და მხატვრული ტექსტის (fiction) ჰიბრიდია. 

სინამდვილეში, ყველაფერი რაზეც წიგნშია ლაპარაკი, მართლაც მოხდა. 1940 წელს, ფრედერიკ ბეგბედერის საყვარელ მწერალს, ოცი წლის ჯერომ სელინჯერსა და თექვსმეტი წლის უნა ონილს (დრამატურგ იუჯინ ონილის ქალიშვილი) ერთმანეთი შეუყვარდათ, მაგრამ მათი ურთიერთობა მალევე ჩიხში მოექცა. სელინჯერი გაემგზავრა ევროპაში, ომში, სადაც გაიცნო თავისი კერპი - ერნესტ ჰემინგუეი და გარდა ამისა, მიიღო ფსქიოლოგიური ტრავმა, რომელიც მომავალში მთელ მის ცხოვრებაზე აისახა: უნას შემდეგ მას აღარასდროს შეჰყვარებია თავის წლოვანებასთან მიახლოებული ასაკის ქალი, 50 წლისა კი 16 წლის გოგოზე დაქორწინებასაც შეეცადა. იმავდროულად უნა, ვიდრე სელინჯერი ფრონტზე იყო, დიდი სიყვარულით ცოლად გაჰყვა ჩარლი ჩაპლინს, რომელიც მასზე 36 წლით უფროსი იყო და ვისთანანაც ამ უკანასკნელის გარდაცვალებამდე იცხოვრა და რვა შვილი გაუჩინა.

ეს რეალური და ერთ მოკლე აბზაცში მოქცეული ფაქტოლოგიური სარჩული ბეგბედერისთვის მხატვრული განაცხადის საბაბია - სავსე ლირიკული გადახვევებით, ფოტოებითა და ჰიპერ ბმულებითაც კი.      

დიახ, თხრობის მანერა ქალების სასიყვარულო რომანების დოკუმენტურ სიუჟტებს ჰგავს, მაგრამ ბეგბედერის ნამუშევარი ბევრად ფილიგრანულია და მისი წიგნის ზოგიერთი გვერდი (განსაკუთრებით კი ის გვერდები, სადაც აღწერილია პირველი სიყვარულის ვნება, აღფრთოვანება და სისასტიკე) ბევრ, კიდევ უფრო სერიოზულ მწერალს დაამშვენებდა. 

ბონუსის სახით კი ავტორი მკითხველს სთავაზობს ნორჩი გოგოების და თითქმის მოხუცი კაცების ურთიერთობათა ფენომენის ახალ განმარტებას. და მიუხედავად იმისა, რომ ბეგბედერის წვლილი ამ საკითხზე კაცობრიობის მიერ დაგროვილი ცოდნის ყულაბაში განსაკუთრებული არაა, მან კარგად იცის რის შესახებაც ლაპარაკობს - გამოცდილი პრაქტიკოსის მოსაზრება კი ყოველთვის საინტერესოა.

წიგნი ფრანგულის გარდა ხელმისაწვდომია ინგლისურ და რუსულ ენებზე.

Frédéric Beigbeder  „Oona & Salinger: roman“ 

Фредерик Бегбедер „Уна & Сэлинджер“

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^