Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

სამი წიგნი დოკუმენტური პროზის მოყვარულებისათვის

06 აგვისტო 2021
ამ მასალაში გიამბობთ დოკუმენტური პროზის სამი ნიმუშის შესახებ, რომლებიც თანამედროვე საზოგადოების ფენომენებსა და მოწყობაში გაგარკვევთ 

ნამდვილი ოდა სტატისტიკისადმი

ჩარლზ უილანის წიგნი „შიშველი სტატისტიკა“ - მათემატიკის ერთგვარი აპოლოგიაა, რომლისგან დაღლასაც ასე ხშირად უჩივიან დღეს სტუდენტები და სკოლის მოსწავლეები. 

სტატისტიკა უილანისთვის ოქროს გასაღები ხდება, რომელიც რეალურ სამყაროში უამრავ კარს ხსნის და იმავდროულად, არაპროფესიონალებს მათემატიკის შესწავლის არსს უხსნის. მოლეკულური გენეტიკის სიღრმეებიდან დაწყებული ციფრული ტექნოლოგიების პიკით დასრულებული (დაფიქრებულხართ, მაგალითად, რა პრინციპით აყალიბებს Netflix-ის სერვისი თავის ინდივიდუალურ რეკომენდაციებს?) - უილანის ტექსტი ნამდვილი ოდაა სტატისტიკისადმი, რომელიც ავტორის აზრით, დღევანდელი დღის მთავარი მეცნიერებაა. ამასთანავე, ავტორი მკითხველს საკუთარი ცხოვრების სიჟეტებითაც ართობს. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, „შიშველი სტატისტიკა“ შეგვიძლია დასავლური დოკუმენტური პროზის ერთ-ერთ სამაგალითო ნიმუშად მივიჩნიოთ.

Charles Wheelan „Naked Statistics: Stripping the Dread from the Data“
Чарльз Уилан „Голая статистика“

პოლიტიკური პროგნოზებით შეპყრობილებისთვის 

თანამედროვე საზოგადოება შეპყრობილია მომავლის ამოცნობის სურვილით, და როგორც წესი, მუდმივად ფრუსტრირებულია აუხდენელი პროგნოზების გამო. ნეიტ სილვერი, რომელმაც თავის დროზე სახელი გაითქვა აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების შესახებ წარმოუდგენლად ზუსტი პროგნოზებით, განმარტავს თუ რა საბაზო პრინციპები ახასიათებს მომავლის წინასწარმეტყველებას და ზოგადად, მკითხველს აჩვენებს პროცესის მთელ არეულ-დარეულ და ბნელ მექანიკას.

სილვერის აზრით, კარგი პროგნოზი დაახლოებით ასე გამოიყურება: „მოვლენა N მოხდება დროის მონაკვეთში M, 64%-ის ალბათობით“. რა თქმა უნდა, ეს ის არ არის, რასაც მოელოდით, მაგრამ ამ პატარა იმედგაცრუებას თუ არ ჩავთვლით, წიგნი გამოფხიზლებისთვის იდეალური საშუალებაა. 

Nate Silver „The Signal and the Noise: Why So Many Predictions Fail--but Some Don't"
Нейт Сильвер „Сигнал и шум. Почему одни прогнозы сбываются, а другие нет“ 

ტექსტი, რომლისაც დეტექტივის ავტორსაც შეშურდება

ნობელის პრემია დანიელ კანემანმა ეკონომიკის დარგში შეტანილი წვლილისთვის მიიღო, მაგრამ სინამდვილეში მისი მთავარი სპეციალობა - ქცევის ფსიქოლოგიაა. ჩვენ ყოველდღიურად გვიწევს გადაწყვეტილების მიღება და არჩევანის გაკეთება, ამიტომ იმის გააზრება, თუ როგორ მუშაობს გადაწყვეტილების მიღების მექანიზმი უშუალოდ, ნამდვილად სასარგებლოა. 

კანემანი აჩვენებს იმას, თუ როგორ თანაცხოვრობს ერთი ადამიანის თავში აზროვნების (და შესაბამისად, გადაწყვეტილების მიღების) ორი პარალელური მოდელი ერთდროულად - „ნელი“, რთული და დიდი მოცულობის ინფორმაციის გააზრებისკენ მიმართული და „სწრაფი“ - მომენტალური და თითქმის ავტომატური, მაგრამ იმავდროულად, სუსტი და შეცდომების გამეორებისკენ მიდრეკილი.

ამის შესახებ და ასევე იმის შესახებაც, თუ როგორ ვლინდება და მუშაობს ეს ორი ალტერნატიული მოდელი პოლიტიკურ, ბიზნეს და ყოველდღიურ პრაქტიკაში, კანემანი წერს იმდენად ცხადად, საინტერესოდ და მახვილგონივრულად, რომ მისი, დეტექტივების ზოგიერთ ავტორსაც შეშურდებოდა.

Daniel Kahneman „Thinking, Fast and Slow“
Даниэль Канеман „Думай медленно, решай быстро“  

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^