Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

გზამკვლევი მოგზაურობასა და მუზეუმებს მონატრებული მკითხველისათვის

08 აგვისტო 2021

ამ მასალის მომზადებისკენ მხოლოდ გაჭიანურებულმა პანდემიამ არ გვიბიძგა. მას შემდეგ რაც შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზუმის შენობა და მისი ექსპონატების ბედი ცხარე საზოგადოებრივი კამათის საგანი გახდა, ამ მუზუმის ინტერნეტ რესურსით დავინტერესდით. მისმა სიმწირემ, გული შეგვიღონა. ნახეთ, როგორ წარადგენენ საკუთარ კულტურულ მემკვიდრეობას თუ თანამედროვე ნიმუშებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნები გლობალურ ქსელში და ჩვენი წუხილის მიზეზს მიხვდებით. ამასთანავე, მოგზაურობის და მუზეუმებში ხეტიალის სურვილსაც სრულად ალბათ ვერ, მაგრამ ნაწილობრივ მაინც დაიკმაყოფილებთ.

Google

თუკი ქალაქებში „სეირნობა“, მსოფლიოს ყველაზე ცნობილი ღირშესანიშნაობების „მონახულება“ და წამყვანი მუზეუმების დათვალიერება გინდათ, ამისთვის ყველაზე მოსახერხებელია Google-ის სერვისები. სეირნობისათვის დაგეხმარებათ ფუნქცია Google Street View. არჩევანი ძალიან დიდია. დღეს Google-ში 80-ზე მეტი ქვეყნის პანორამაა წარმოდგენილი. Google-ი აწყობს ასევე ცალკეულ ექსკურსიებს ძალიან ნიშნეულ ადგილებში. გადადით ბმულზე, აირჩიეთ მოწონებული ადგილი და შეისწავლეთ ის რუკების და ვიდეოს დახმარებით.

Google-ს აქვს ცალკე პროექტი ხელოვნების შესახებ - Google Arts and Culture. აქ თავმოყრილია მსოფლიოს წამყვანი მუზეუმებისღირშესანიშნაობებისბიბლიოთეკების და თეატრების ბმულები.  

სერვისს აქვს კრებულები, მაგალითად, ნიუ-იორკის საუკეთესო გრაფიტის, ბენქსის რამდენიმე ნამუშევრის. ასევე მოულოდნელი მარშრუტები, როგორებიცაა  CERNISS.

ვირტუალური ტურების გარდა, Google Arts and Culture გვთავაზობს კოლექციებს ათობით ქვეყნის მუზეუმიდან. ექსპონატების მოძებნა შესაძლებელია მხატვრების, ისტორიული პერიოდების ან ქვეყნების მიხედვით. 

შეინახეთ იმ ადგილების ბმულები, რომლებიც მოგეწონათ. ასე უფრო იოლად მოემზადებით მოგზაურობისთვის!

ასევე ნახეთ ვან გოგის მუზუმი ამსტერდამში, ეიფელის კოშკი, იოსემიტის ეროვნული პარკი,
გუგენჰაიმის მუზეუმი ნიუ-იორკში, ხელოვნების ნაციონალური გალერეა ვაშინგტონში, ორსეს მუზეუმი პარიზში.

მუზეუმების ვებგვერდები 

ხშირად მუზეუმები საკუთარ სივრცეში აწყობენ ვირტუალურ ტურებს. ასეთი ტურები საკმაოდ ბევრია და როგორც წესი, მუზუმების ოფიციალურ ვებგვერდებზეა. მათი უპირატესობაა ის, რომ ხშირად ახლავს კომენტარები, მაგრამ უმრავლესობა უფრო ნელა მუშაობს, ვიდრე Google Street View, ზოგიერთს სჭირდება განახლებული Adobe Flash-ი.

ონლაინ-ექსკურსიები აქვს ლუვრს. მაგალითად, ეგვიპტურ კოლექციასა და აპოლონის გალერეაზე. თუმცა ისინი საკმაოდ ძველია. მაგალითად, აპოლონის გალერეაში ექსკურსია 2004 წელს შეიქმნა.

კომენტრებიანი ონლაინ-ექსკურსიები არის: სანქტ-პეტერბურგის ერმიტაჟში, მოსკოვის პუშკინის სახ. მუზეუმში. აქ შეგიძლიათ აარჩიოთ საჭირო წერტილი გეგმაზე, გადაადგილდეთ საჭირო დარბაზში და ექსპონატებზე ხელის დაჭერით მათ შესახებ წაიკითხოთ. 

ბევრი ექსკურსია ხელმისაწვდომია ვიდეოს ფორმატში. 3D-ვიდეორგოლები ყველაზე საინტერესო დარბაზებში აქვს: ნიუ-იორკის მეტროპოლიტენ მუზეუმს; ახლახან გადაიღეს ხუთსაათიანი ლამაზი და მუსიკალური ექსკურსია ერმიტაჟში.

კარგი ვირტუალური ექსკურსიებია: ბრიტანული მუზეუმის YouTube-ზე, მაღალი ხარისხის მოკლე ვიდეოების მთელი კოლექცია აქვს NASA-ს.

თუ თქვენთვის მუზუმებსა და გალერეებში „სიარულზე“ მნიშვნელოვანია უშუალოდ ექსპონატების შესწავლა, არსებობს უამრავი ონლაინ-კოლექცია, რომლებიც მოიცავს ციფრულ ვერსიას ათობით ათასი გამოსახულების, ფოტოობიექტის და ა.შ.

ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ონლაინ-კოლექცია აქვს ბრიტანულ მუზუმს. მასში 3,5 მილიონზე მეტი ექსპონატია. ბრიტანული მუზუმის და Google-ის ამ ერთობლივ პროექტში კი ექსპონატები დახარისხებულია ეპოქების და მსოფლიოს კუთხეების მიხედვით. თითოეულს ახლავს ტექსტი და აუდიოკომენტარი.

ასევე შეგიძლიათ ნახოთ: სოლომონ გუგენჰაიმის მუზუმის ვირტუალური კოლექციები, 
ხელოვნების ნაციონალური გალერეა ვაშინგტონში, სმიტსონის  მუზეუმივატიკანი, მეტროპოლიტენ მუზუმი, თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი ნიუ-იორკში, პრადოს მუზეუმიუფიცის გალერეა.

ინსტაგრამი

ონლაინ-მოგზაურობას მუზეუმებში „ინსტაგრამის“ დახმარებითაც შეძლებთ. გამოიწერეთ მუზუმების გვერდები ამ სოცქსელში და ისამოვნეთ:

მეტროპოლიტენის მუზეუმი

აშშ-ის ერთ-ერთი მთავარი მუზეუმის „ექაუნთი“ საუკეთესო სამუზეუმო ინსტაგრამების ყველა ჩამონათვალში ხვდება. მთავარი გვერდის გარდა, მეტროპოლიტენის მუზეუმს აქვს თავისი განყოფილებების შესანიშნავი თემატური გვერდები. მაგალითად, ისლამური ხელოვნების, ფოტოგრაფიის ან ევროპული ფერწერის შესახებ. განყოფილებების და მათი ექაუნთების შესახებ ინფორმაცია ვებგვერდზეა.

ბრუკლინის მუზეუმი

ახლახან ბრუკლინის მუზეუმი და Netflix-ი გაერთიანდნენ, რათა სერიალების „გვირგვინი“ და „დედოფლის გამბიტი“ კოსტუმების ვირტუალური გამოფენა მოეწყოთ. ტენდენციებსა და დღის წესრიგს მუზუმი ინსტაგრამშიც ადევნებს თვალს, სადაც მუზუმის კოლექციის ნიმუშებთან ერთად გვხვდება შინაური ცხოველების და იმ ღონისძიებების ფოტოები, რომლებიც ახლა ონლაინ იმართება და მსოფლიოში ყველასთვის ხელმისაწვდომია.

უფიცის გალერეა

ევროპული ხელოვნების ერთ-ერთი უძველესი კოლექციის ინსტაგრამი - იდეალური ადგილია ყველასთვის, ვისაც საზღვარგარეთ გამგზავრება, არქიტექტურის მრავალსაუკუნოვანი ძეგლების მონახულება, ძველი მხატვრები, შედევრები და მდიდრული ინტერიერები ენატრება. არის სახალისო კომენტარები, მაგალითად, ინსტრუქცია, როგორ უნდა დახატო ტილო ცნობილი ნამუშევრის მოტივებზე.

ორსეს მუზეუმი

ეს „ექაუნთი“ მათთვისაა, ვისაც იმპრესიონიზმი, პოსტიმპრესიონიზმი და XIX საუკუნის მეორე ნახევრის ხელოვნება უყვარს. ამ პერიოდის ნამუშევრებს მოიცავს მთლიანობაში ორსეს მუზუმის კოლექცია და ინსტაგრამი. ასევე, აქ კვირაში ერთხელ აქვეყნებენ თანამედროვე ფრანგი ილუსტრატორის, ჟან ფილიპ დელიომის თითო ნამუშევარს. ის The New Yorker-თან და UK Vogue-თან თანამშრომლობს და მუზუმის ინსტაგრამ-რეზიდენციის პირველი მხატვარია. ორსეს გვერდზე ის ფიქრობს, თუ როგორ შეიძლება გამოიყურებოდეს XIX საუკუნის მხატვართა ექაუნთები, მათ რომ სოცქსელები ჰქონოდათ.

პომპიდუს ცენტრი

მათთვის ვინც ფრანგული იცის ეს გვერდი შესანიშნავი ადგილია XX საუკუნის და თანამედროვე მხატვრების გასაცნობად, რომელთა ნამუშევრებსაც არჩევენ „ექაუნთზე“. ყველა დანარჩენისათვის ეს ადგილი სტილისტურად დახვეწილი ნამუშევრებით სიამოვნების წყაროა.

პორტრეტის ნაციონალური გალერეა

ლონდონის პორტრეტების ეროვნული გალერეა - პორტრეტის უმსხვილესი კოლექციაა, რომლის მიზანიც ბრიტანული ისტორიის და კულტურის საკვანძო ფიგურების უკვდავყოფაა. 2023 წლამდე ის რეკონსტრუქციის გამო დაკეტილია. მაგრამ ონლაინ-რეჟიმში მუშაობისთვის ბევრ სხვა მუზეუმზე კარგადაა მომზადებული. აქ აქვეყნებენ ისტორიულ და თანამედროვე პორტრეტებს გმირების შესახებ მოკლე ისტორიებით. გმირები კი არიან როგორც წარსულის მონარქები, ასევე კორონავირუსთან მებრძოლი ექიმები.

მორის სამხატვრო მუზეუმი

ჩვეულებრივ, თანამედროვე ხელოვნების ეს იაპონური მუზეუმი მოყვარულებს სთავაზობს საკუთარი ინსტაგრამისათვის ფოტოს გადაღებას. ამ ექაუნთისგან ხელოვნების სამყაროში თავით გადაშვებას ნუ მოელით, მაგრამ მიიღებთ კაშკაშა და თვალისთვის სასიამოვნო ნამუშევრებს და კერძების რეცეპტებსაც კი მხატვრებისაგან!

M+

XX და XXI საუკუნეების ვიზუალური კულტურის კიდევ ერთი დახურული, მაგრამ მშენებლობის გამო, მუზუმი ჰონგ-კონგში ამ მომენტისთვის ნამუშევრების გაციფრულებული კოლექციით ვებგვერდის და ინსტაგრამის სახით არსებობს. მათ თვალიერებაში რამდენიმე საათს თავისუფლად გაატარებთ. როგორც ავტორების პირადი ისტორიები, ასევე თავად ექსპონატების შესწავლა, თავშესაქცევი საქმეა.

ინგლისის სოფლის ცხოვრების მუზეუმი

MERL-ი ქალაქ რედინგში მდებარეობს. მის ინსტაგრამზე გამოქვეყნებული ფოტოები პასტოლარული ატმოსფეროს მოყვარულებისთვის ნამდვილი მისწრებაა. მაგრამ ამ პატარა რეგიონული მუზუმის პოპულარობის საიდუმლო, რომელშიც არანაირი მხატვრული შედევრები არ ინახება - ხუმრობებსა და მემებშია. MERL-მა სახელი გაითქვა twitter-ზე გამოქვეყნებული ცხვრის ფოტოთი და მასზე მინაწერით „look at this absolute unit“, რომელიც 30 ათასზე მეტმა მომხმარებელმა გააზიარა. მუზუმი ახლაც განაგრძობს სახალისო მინაწერების ტრადიციას ინსტაგრამზე.                    

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^