„Hava, Maryam, Ayesha“ (2019)
ავღანელი ქალი რეჟისორის, საჰრა კარიმის ამ ფილმის პრემიერა 2019 წელს ვენეციის კინოფესტივალზე გაიმართა. ფილმში მოთხრობილია ქაბულის სამი მცხოვრები ქალის და იმ სიტუაციების შესახებ, რომლებშიც ისინი ფეხმძიმობის დროს აღმოჩდნენ. „თალიბანის“ მიერ ქვეყნის აღებამდე რამდენიმე დღით ადრე, რეჟისორმა ღია წერილი გამოაქვეყნა თალიბებისაგან მომავალი საფრთხის შესახებ. კარიმიმ ავღანეთი დატოვა და ახლა კიევშია.
„Osama“ (2003)
თალიბები ავღანეთს 1996-2001 წლებში მართავდნენ. ქალებს მუშაობა ბევრ სფეროში ეკრძალებოდათ. სიდიკ ბარმაკის ფილმი გვიამბობს მოზარდი გოგოს შესახებ, რომელიც თავს ბიჭად ასაღებს იმისთვის, რომ ოჯახს დაეხმაროს. თალიბების დროს ავღანეთსი კინემატოგრაფი აკრძალული იყო. 1996 წლის შემდეგ „Osama“ პირველი ფილმია, რომელიც სრულად ავღანეთშია გადაღებული.
„The Breadwinner“ (2017)
„Osama“-ს მსგავსი სიუჟეტია ირლანდიული სტუდიის Cartoon Saloon-ს ანიმაციაში, რომელიც შექმნილია კანადელი დებორა ელისის რომანის „The Breadwinner“ მიხედვით. აქაც მამაცი გოგო თავს ბიჭად ასაღებს, რომ ოჯახს დაეხმაროს. ფილმი წარდგენილი იყო „ოსკარზე“ „საუკეთესო ანიმაციური ფილმის“ ნომინაციაში. მისი ერთ-ერთი პროდიუსერია ანჯელინა ჯოლი, რომელიც ახლახან საგნგებოდ დარეგისტრირდა „ინსტაგრამზე“ ავღანელების შესახებ ისტორიების მოსათხრობად.
„The Kite Runner“ (2007)
ეს ფილმი ერთხელ უკვე შემოგთავაზეთ ამავე სახელწოდების რომანის რეკომენდაციისას. „ფრანით მორბენალი“ შვეცარიელ-გერმანელმა რეჟისორმა მარკ ფოსტერმა გადაიღო. სიუჟეტი მოიცავს ავღანეთის ბოლო 50-წლიან ისტორიას - მონარქიის დამხობიდან და ქვეყანაში საბჭოთა კავშირის ჯარების შეყვანიდან მასობრივ ემიგრაციასა და თალიბების მმართველობამდე.
ფილმი ერთ-ერთმა ყველაზე გამოჩენილმა ირანელმა რეჟისორმა მოჰსენ მახმალფაბამ გადაიღო. ის გვიამბობს ავღანური წარმოშობის კანადელ ქალზე, რომელიც სამშობლოში ბრუნდება იმისთვის, რომ და თვითმკვლელობისგან იხსნას. 2001 წელს „Kandahar“ კანის ფესტივალის ერთ-ერთ საყურადღებო ფილმად იქცა.
„At Five in the Afternoon“ (2003)
ორი წლის შემდეგ კანში მოჰსენ მახმალფაბას ქალიშვილის, სამირა მახმალფაბას ფილმის პრემიერა გაიმართა. სამირა ირანული კინემატოგრაფის „ახალი ტალღის“ კიდევ ერთი წარმომადგენელია. ამ ფილმის სიუჟეტიც ავღანელ ქალებს ეძღვნება. ომის ქარცეცხლში გახვეული ქაბულის ახალგაზრდა მცხოვრები ქალი პრეზიდენტობაზე ოცნებობს და თალიბების დამხობის შემდეგ განათლების მიღებას ცდილობს.
„In This World“ (2002)
მაიკლ უინტერბოტომის დრამის გმირები - ორი ახალგაზრდა ავღანელია, რომელიც ცდილობს პაკისტანის დევნილთა ბანაკიდან ლონდონამდე მიღწევას. ფილმი დოკუმენტური ფილმის მსგავსადაა გადაღებული, არაპროფესიონალი მსახიობები საკუთარი თავისთვის გამოგონილ როლებს ასრულებენ. ფილმაა 2003 წლის ბერლინალეზე „ოქროს დათვი“ მიიღო, ასევე ბრიტანეთის კინოს და სატელევიზიო ხელოვნების პრემია, როგორც საუკეთესო არაინგლისურენოვანმა ფილმმა.
„Lone Survivor“ (2013)
პიტერ ბერგის საომარი ფილმი ეფუძნება მარკუს ლატრელას დოკუმენტურ წიგნს „ზღვის ლომი“ და გვიამბობს ავღანურ პროვინცია კუნარში 2005 წელს დაგეგმილ ოპარაციაზე „წითელი ფრთები“. ლატრელას როლს მარკ უოლბერგი ასრულებს. ის ერთადერთია ოთხკაციან ჯგუფში, რომელიც თალიბებთან ბრძოლის შემდეგ გადარჩება.
„Rambo III“ (1988)
სერიის მესამე ფილმის მოქმედება ხდება 1979-1989 წლების ომის დროს ავღანეთში. სილვესტერ სტალონეს გმირი მიემგზავრება ავღანეთში, რათა ყოფილი მეთაური საბჭოთა ტყვეობიდან დაიხსნას. ახლახან, ისევ გაჩნდა მოსაზრება, რომ ფილმი „მამაც მოჯაჰედებს“ ეძღვნებოდა, ხოლო 11 სექტემბრის ტერაქტების შემდეგ ფორმულირება შეიცვალა „გმირ ავღანელ ხალხზე“. მაგრამ ფაქტჩეკერები აცხადებენ, რომ ეს მითია.
„Charlie Wilson's War“ (2007)
აშშ-ში, რონალდ რეიგანის პრეზიდენტობის დროს მართლაც მხარს უჭერდნენ მოჯაჰედებს, რომლებიც ავღანეთის მთავრობის და საბჭოთა არმიის წინააღმდეგ იბრძოდნენ. არარეგულარულ დაჯგუფებათა შეიარაღების საიდუმლო ოპერაციის მთავარი მხარდამჭერი ტეხასელი კონგრესმენი ჩარლზ უილსონი იყო. აარონ სორკინის სცენარით გადაღებულ მაიკ ნიკოლსის ფილმში უილსონის როლს ტომ ჰენკსი ასრულებს.