ანეტი („Annet“) 2021
ლეო კარაქსის ტრანსგრესიული ტრაგიკული მიუზიკლი გადაღებული ჯგუფ Sparks-ის მუსიკასა და სიტყვებზე. კანის კინოფესტივალის გამარჯვებული საუკეთესო რეჟისორული ნამუშევრისათვის. დუბლირებულ ვერსიას არ უყუროთ!
„მარტინ იდენი“ („Martin Eden“) 2019
იტალიელი პიეტრო მარჩელოს მიერ ჯეკ ლონდონის მიხედვით გადაღებული ფილმი. ერთმანეთში არეული რამდენიმე ეპოქა, სტილი, გეოგრაფია და იდეალისტი - მრავალსახოვანი ХХ საუკუნის პირისპირ.
„რომაული თავგადასავალი“ („To Rome with Love“) 2012
ვუდი ალენი გასტროლებზე რომში. მარტივი კომედია სიყვარულის და კარიერის სირთულეებზე ალეკ ბოლდუინითა და ჯესი აიზენბერგით მთავარ როლებში.
„ნიუ-იორკიდან გაქცევა“ („Escape from New York“) 1981
ჰოლივუდური რეტრო: ჯონ კარპენტერის ცოტა მოძველებული, მაგრამ მაინც შთამბეჭდავი ანტიუტოპიური მძაფრსიუჟეტიანი ფილმი ცალთვალა კურტ რასელით მთავარი გმირის ამპლუაში.
წინა კვირის კინორეკომენდაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ამ ბმულზე.