TWITTER-ის რევოლუცია
02 ივლისი 2009
6 აპრილს, არჩევნების წინასწარი შედეგების გამოცხადების შემდეგ ოპოზიციის მომხრეებმა მოლდოვას დედაქალაქ კიშინიოვში დაიწყეს შეკრება. კომუნისტების მმართველმა პარტიამ მესამედ დააგროვა ხმათა უმრავლესობა (49.5%), რითაც პარლამენტში 101-დან 60 ადგილი, ასევე მთავრობისა და სპიკერის არჩევის შესაძლებლობა მოიპოვა. კომუნისტებს მხოლოდ ერთი ხმა დააკლდათ პრეზიდენტის ასარჩევად საჭირო უმრავლესობის შესაგროვებლად. ამგვარი შედეგების წყალობით, მოლდოვას პრეზიდენტსა და კომუნისტური პარტიის ლიდერ ვლადიმირ ვორონინს, თავისი მეორე და ბოლო საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის მიუხედავად, მოლდოვას პოლიტიკაში დომინირების გაგრძელების საშუალება ეძლევა. სამმა ოპოზიციურმა პარტიამ - ლიბერალებმა, ლიბერალ-დემოკრატებმა და ალიანსმა «მოლდოვა ნოასტრამ» მხოლოდ ხმათა 35% დააგროვა და საკანონმდებლო ორგანოში სულ 41 ადგილი მოიპოვა.
უკანასკნელ არჩევნებს წინ უძღოდა მოლდოვას 18-წლიან ისტორიაში უბინძურესი წინასაარჩევნო კამპანია. საზოგადოებრივი ტელევიზია ტენდენციურად წარმართავდა მაუწყებლობას და ოპოზიციის საწინააღმდეგოდ დაუფარავად მუშაობდა. პოლიცია და გენერალური პროკურატურა აკავებდა ოპოზიციის აქტივისტებს, ხურავდა სხვა პარტიების გაზეთებს, ხელს უწყობდა და ხელს აფარებდა მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდამსხმელებს და ავიწროებდა ჟურნალისტებს. ეუთო-ს დამკვირვებელთა მისიამ არჩევნებს, საბოლოო ჯამში, ნაწილობრივ დადებითი შეფასება მისცა, რადგან არჩევნებში ყველა ოპოზიციურმა პარტიამ თავისუფლად მიიღო მონაწილეობა, ხმის მიცემის პროცედურამ მშვიდ გარემოში ჩაიარა და 1000-ზე მეტ დამკვირვებელს რაიმე სერიოზული დარღვევა არ დაუფიქსირებია.
მიუხედავად ამისა, ოპოზიცია ირწმუნებოდა, რომ ადგილი ჰქონდა საარჩევნო სიებით მანიპულირებას (წინა არჩევნებთან შედარებით, 300 000-ით მეტი ხმა დარეგისტრირდა), მაგრამ ამის დამტკიცება ადვილი არ იყო. 6 აპრილის საღამოს კიშინიოვის ცენტრში რამდენიმე ათასი ადამიანი შეიკრიბა პროტესტის მშვიდობიანად გამოსახატად. მათი უმრავლესობა თწიტტერ-ისა თუ Fაცებოოკ-ის მსგავსი ელექტრონული სოციალური ქსელებით, სმს-ებითა და ელექტრონული ფოსტით - გავრცელებულ საპროტესტო მოწოდებებს გამოეხმაურა. მოგვიანებით, სწორედ ამის გამო, ამ აქციებს «თწიტტერ-ის რევოლუციაც» უწოდეს.
მეორე დილით ქუჩებში კიდევ უფრო მეტი, დაახლოებით 15 000-20 000 ადამიანი გამოვიდა. მომიტინგეთა ძირითადი მასა მთავრობის სასახლის წინ, დედაქალაქის მთავარ მოედანზე შეიკრიბა. შუადღისთვის აქციის ზოგიერთმა მონაწილემ პრეზიდენტის სასახლისა და პარლამენტის წინ გადაინაცვლა. ეს შენობები მთავარი მოედნიდან 500 მეტრის დაშორებით, ერთმანეთის პირდაპირ მდებარეობს. იქ რამდენიმე ასეულ მომიტინგესა და პოლიციას შორის გააფთრებული შეხლა-შემოხლა დაიწყო, თუმცა აქციის მონაწილეთა ძირითადი მასა ფიზიკურ დაპირისპირებაში არ ჩართულა. ოპოზიციური პარტიების ლიდერები ხალხის დამშვიდებას ცდილობდნენ და მოუწოდებდნენ მომიტინგეებს, არ აჰყოლოდნენ პროვოკაციას. რამდენიმესაათიანი ლოკალური შეტაკებების შემდეგ მომიტინგეებმა პოლიციას სძლიეს და პრეზიდენტის სასახლეში, მოგვიანებით კი - პარლამენტში შეიჭრნენ. პრეზიდენტის სასახლესა და პარლამენტის თავზე ევროკავშირის, მოლდოვასა და რუმინეთის დროშები აფრიალდა.
მოვლენების განსხვავებული ინტერპრეტაციები მაშინვე გავრცელდა. ხელისუფლება ოპოზიციას რუმინეთის მხარდაჭერით სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში სდებდა ბრალს. ოპოზიცია კი მთავრობას, საპროტესტო მოძრაობისა და მოთხოვნების დისკრედიტაციის მიზნით, მასობრივი არეულობის ორგანიზებაში ადანაშაულებდა. ზოგიერთ ვიდეომასალაში თვალნათლივ ჩანს, რომ პოლიციამ განზრახ აიღო ხელი პარლამენტის შენობის დაცვაზე, რომელიც იმ მომენტისთვის სულაც არ წარმოადგენდა მომიტინგეთა სამიზნეს. ოპოზიცია აცხადებს, რომ ხელისუფლებამ შეგნებულად დატოვა დაუცველი სახელმწიფო დაწესებულებები და, ოპოზიციური მოძრაობისთვის სახელის გასატეხად, პროვოკატორების საშუალებით ხალხი უკანონო ქმედებებისკენ წააქეზა. მთავრობა კი ამბობს, რომ ძალოვანმა სტრუქტურებმა პარლამენტი და პრეზიდენტის სასახლე უფრო დიდი დაპირისპირების თავიდან ასაცილებლად მიატოვეს.
მომდევნო დღეებში ხელისუფლებამ წინააღმდეგობის ჩასახშობად მკაცრი ზომები მიიღო. პოლიციამ დააპატიმრა და სცემა (ხშირ შემთხვევაში, ქუჩებში) ასობით მომიტინგეს. სამი ადამიანი გარდაიცვალა. მთავრობამ სავიზო რეჟიმი შემოიღო რუმინეთის მოქალაქეთათვის, შეწყვიტა თითქმის ყველა რუმინული ტელეარხის მაუწყებლობა, ოცზე მეტი რუმინელი ჟურნალისტი ქვეყნიდან გააძევა და უზარმაზარი მედიაკამპანია ააგორა ოპოზიციის წინააღმდეგ. ძალისმიერი მეთოდების გამოყენების შემდეგ პრეზიდენტმა ვლადიმირ ვორონინმა ამნისტია გამოაცხადა და დაკავებულ ოპოზიციონერთა უმრავლესობა გაათავისუფლა (თუმცა ეს ითვალისწინებდა იმასაც, რომ სამართლებრივი დევნა არც ძალადობაში მონაწილე პოლიციელთა მიმართ განხორციელდებოდა). ამავდროულად, მედიასივრცეში გრძელდებოდა ანტიოპოზიციური კამპანია.
მალე არჩევნების შემდგომი კრიზისი პოლიტიკურ კრიზისში გადაიზარდა. ოპოზიცია კვლავაც არ აღიარებდა არჩევნების შედეგებს, მაგრამ სადეპუტატო მანდატებზე უარი არ უთქვამს. კომუნისტურმა პარტიამ სცადა საეჭვო გამარჯვების კანონით განმტკიცება - კონსტიტუციურმა სასამართლომ არჩევნების შედეგები არ გააბათილა. ვლადიმირ ვორონინი პარლამენტის თავმჯდომარედ აირჩიეს, რაც მას ორი საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ ქვეყნის დე-ფაქტო ლიდერად დარჩენის საშუალებას აძლევს. კომუნისტურმა პარტიამ აირჩია პარლამენტის ორი ვიცე-სპიკერი, ერთი ადგილი კი ოპოზიციას დაუტოვა, მაგრამ ოპოზიციურმა პარტიებმა სპიკერის მოადგილის თანამდებობაზე კანდიდატურა არ წარადგინეს.
ყველაზე დიდი ინტრიგა მომავალი პრეზიდენტის არჩევნების ირგვლივ დაიწყო. ქვეყნის პრეზიდენტი 61 ხმით ირჩევა, მაგრამ კომუნისტურ პარტიას მხოლოდ 60 დეპუტატი ჰყავს. ამიტომაც მას, სულ მცირე, ერთი ოპოზიციური ხმა მაინც ესაჭიროება. თავის მხრივ, ოპოზიციურმა პარტიებმა ახალი არჩევნების პროვოცირების მიზნით განაცხადეს, რომ არც ერთი მათი დეპუტატი არ დაუჭერს მხარს ახალ პრეზიდენტს. პირველად 20 მაისს და მეორედ 3 ივნისს ოპოზიციამ შეძლო გაერთიანებული ფრონტის შენარჩუნება და პრეზიდენტის არჩევნების ბოიკოტირება. ქვეყნის კონსტიტუციის თანახმად, პრეზიდენტის არჩევნების ორჯერ ჩავარდნამ პარლამენტის დაშლა და რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები გამოიწვია. ადრეული საპარლამენტო არჩევნები 29 ივლისს დაინიშნა.
რუსეთი
მოლდოვის კრიზისმა მთელი პოსტსაბჭოთა სივრცის საგარეო პოლიტიკაზე იქონია ზეგავლენა. ამ საარჩევნო ორომტრიალში რუსეთი შედარებით აქტიურად იყო ჩართული. მიუხედავად იმისა, რომ 2001 წლიდან, კომუნისტური მთავრობის მმართველობის პერიოდში მოლდოვა-რუსეთის ურთიერთობებმა მრავალი აღმასვლა და დაღმასვლა განიცადა (დაწყებული სტრატეგიულ პარტნიორობაზე საუბრებით და მოლდოვურ ღვინოებზე რუსული ემბარგოთი დამთავრებული), რუსეთი აშკარად ეხმარებოდა ვორონინის ადმინისტრაციას აპრილის არჩევნებამდე და მას შემდეგაც. არჩევნებამდე დაახლოებით ორი კვირით ადრე რუსეთის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი პირადად შეხვდა ვორონინს; ამავე პერიოდში ეწვივნენ კიშინიოვს რუსეთის საგარეო საქმეთა და ეკონომიკის მინისტრებიც, რაც კომუნისტური პარტიის მხარდაჭერის აშკარა ნიშანი იყო.
გარდა ამისა, ვორონინს ორი გახმაურებული შეხვედრა ჰქონდა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ახალ წინამძღოლ კირილთან. დიმიტრი მედვედევმა კომუნისტურ პარტიას პოსტსაარჩევნო კრიზისის განმავლობაშიც ცალსახა მხარდაჭერა შესთავაზა. მოსკოვის ამგვარი საქციელი იმით აიხსნება, რომ იგი მოლდოვას კომუნისტურ პარტიაში, სხვებთან შედარებით, ნაკლებ პრობლემას ხედავს. თუკი ოპოზიციური პარტიები აშკარად ანტირუსულად არიან განწყობილნი, კომუნისტები რუსეთთან და ევროკავშირთან ერთდროული თანამშრომლობის პოლიტიკას ემხრობიან. რამდენადაც რუსეთი პოსტსაბჭოთა სივრცეში გარკვეული გავლენის შენარჩუნებას ცდილობს, მისი ხელისუფალნი ამ პოლიტიკურ ძალაზე ამყარებენ იმედს.
რუმინეთი
რუმინელები და მოლდოველები ერთ ენაზე ლაპარაკობენ. მათ საერთო ისტორია და კულტურა აქვთ. მაგრამ ეს ფაქტორები, გაერთიანების ნაცვლად, მრავალი თვალსაზრისით, ხლეჩს კიდეც მათ. რუმინეთთან შესაძლო გაერთიანებაზე საუბარი 1991 წელს, მოლდოვის მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადებისთანავე დაიწყო, მაგრამ ამ პერსპექტივას მოსახლეობის უმრავლესობამ მხარი არ დაუჭირა. მიუხედავად ამისა, ორ ქვეყანას შორის კულტურული, პოლიტიკური და ეკონომიკური კავშირები მაინც ძალიან ძლიერია.
მაგალითად, რუმინეთი უფრო დიდი სავაჭრო პარტნიორია მოლდოვისთვის, ვიდრე რუსეთი, ან უკრაინა. თითქმის 120 000 მოლდოველი რუმინულ პასპორტს ფლობს (დაახლოებით, ოთხმილიონიანი მოსახლეობიდან) და 800 000-ს განაცხადი აქვს შეტანილი რუმინეთის მოქალაქეობაზე, რადგან ისინი ამით ევროკავშირის ტერიტორიაზე ვიზის გარეშე გადაადგილებას შეძლებენ. ამგვარი სიახლოვე მოლდოვის ელიტურ წრეებში წარმოშობს შიშს, რომ ქვეყანამ შეიძლება დაკარგოს სახელმწიფოებრიობა და რუმინეთს შეუერთდეს.
ზოგიეთი რუმინელი პოლიტიკოსი, მათ შორის, ამჟამინდელი პრეზიდენტი ტრაიან ბასესქუც, აცხადებს, რომ რუმინეთი არ ცნობს მოლდოვასთან საზღვარს და რომ ოდესმე, მომავალში აუცილებლად მოხდება «ორი ქვეყნის კვლავ გაერთიანება». ამგვარ განცხადებებს ხშირად აკეთებს მოლდოვური პოლიტიკური სპექტრიც, რადგან ქვეყნის ზოგიერთი პარტია ღიად პრორუმინულია, (განსაკუთრებით, ლიბერალები). სხვები კი, მათ შორის კომუნისტებიც, რუმინეთს დიდი უნდობლობით უყურებენ. სახელმწიფო გადატრიალების ორგანიზებაში რუმინეთის დადანაშაულების მიუხედავად, კომუნისტურ პარტიას არეულობების მოწყობაში ამ ქვეყნის მონაწილეობის დამამტკიცებელი არც პირდაპირი და არც ირიბი მტკიცებულებები არ წარმოუდგენია. თუმცა «რუმინულმა ფაქტორმა» კრიზისის გაღრმავებაში განსაზღვრული ფსიქოლოგიური როლი ითამაშა.
რუმინეთის პრეზიდენტის მიერ საპროტესტო აქციების ღია მხარდაჭერამ მოლდოვის მთავრობაში ძველი შიშები გააღვიძა და კიდევ უფრო დაძაბა ორ ქვეყანას შორის არსებული დიპლომატიური ურთიერთობები.
მოლდოვა ემიგრაციის ძალიან მაღალი მაჩვენებლის მქონე ევროპის უღარიბესი სახელმწიფოა. მისი მოსახლეობა ქვეყანაში მძიმე მდგომარეობით ძალიან დაღლილი და გაღიზიანებულია. ზოგიერთი ადამიანისთვის ერთადერთი ხსნა რუმინეთია - ევროკავშირისა და ნატო-ს წევრი და დემოკრატიული ქვეყანა, რომელსაც გასულ წლებში სწრაფი ეკონომიკური აღმასვლა ჰქონდა. ეს კი მხოლოდ ზრდის - მოლდოვას სკლეროტიკული რეფორმების, დემოკრატიის დეფიციტისა და ევროკავშირისკენ არასაკმარისი ლტოლვის გამო - ხალხში წარმოქმნილ დაუკმაყოფილებლობის გრძნობას. ზოგი რუმინეთთან შეერთებაში ევროკავშირში გაწევრიანების უმოკლეს გზას ხედავს. თუმცა ასეთი ადამიანები მოსახლეობის უმცირესობას (დაახლოებით 5%-ს) წარმოადგენენ.
გარდა ამისა, რუმინეთი დიდ როლს თამაშობს მოლდოვასთვის თავისუფალი ინფორმაციის მიწოდების საქმეში. როცა კიშინიოვის ცენტრში საპროტესტო აქციები მიმდინარეობდა, მოლდოვას მთავარი საზოგადოებრივი ტელევიზია მულტფილმებს, სატელევიზიო სპექტაკლებსა და ხალხურ მუსიკას გადასცემდა. ქალაქში მიმდინარე მოვლენების შესახებ ინფორმაციის პრაქტიკულად ერთადერთი წყარო სწორედ რუმინეთი იყო.
დნესტრისპირეთი
პოლიტიკურმა კრიზისმა გავლენა იქონია მოლდოვასა და მის სეპარატისტულ რეგიონ დნესტრისპირეთს შორის არსებული კონფლიქტის მოგვარების პროცესზეც. მიუხედავად იმისა, რომ საპროტესტო აქციებსა და დნესტრისპირეთს შორის არანაირი პირდაპირი კავშირი არ არსებობს, კიშინიოვის კრიზისმა სეპარატისტთა დამოუკიდებლობისაკენ ლტოლვა კიდევ უფრო განამტკიცა. საქმე ისაა, რომ თვითგამოცხადებულმა რესპუბლიკამ ან მოლდოვას პრორუმინული ძალები ჩათვალა ძალიან ძლიერად (მისი გამოყოფის ერთ-ერთი მიზეზი სწორედ მოლდოვას რუმინეთთან გაერთიანების შიში იყო), ან მიიჩნია, რომ თუკი ქვეყანაში დემოკრატია ასე სუსტია, მოლდოვა დნესტრისპირეთის შეერთებისკენ მიმართულ ნებისმიერი ტიპის ორმხრივ შეთანხმებას ადვილად უგულებელყოფს.
ევროკავშირი
ევროკავშირმა თავისი სპეციალური წარმომადგენელი მოლდოვაში კრიზისის დაწყების პირველივე დღეს, 7 აპრილს გააგზავნა. გარდა ამისა, მან მრავალი განცხადება გააკეთა ქვეყანაში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით და შეეცადა, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შუამავალი ყოფილიყო. კრიზისის დაწყებიდან ორი კვირის თავზე მოლდოვას ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის, ჩეხეთის პრემიერ-მინისტრი, მირეკ ტოპოლანეკი და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ხავიერ სოლანა ეწვივნენ.
მოლდოვას მთავრობამ, ერთი მხრივ, დადებითად შეაფასა ევროპელთა მხრიდან სიტუაციის სტაბილიზებისთვის გაწეული ძალისხმევა, მაგრამ ამასთან ერთად მან თითქმის არ მისცა ევროკავშირს ქვეყანაში წარმოქმნილი დაძაბულობის განმუხტვის საშუალება.
მოლდოვას ევროპასთან, პოსტსაბჭოთა რესპუბლიკებს შორის, ყველაზე მჭიდრო კავშირები აქვს. ამას ისიც ემატება, რომ ქვეყანა მტკიცედ არის მიბმული რუმინეთთან, მოსახლეობის თითქმის სამი მეოთხედი ევროკავშირში შესვლის მომხრეა, ქვეყნის ექსპორტის 50% ევროკავშირში გადის (და მხოლოდ 15% რუსეთში) და მოლდოველ გასტარბაიტერთა უმრავლესობა ევროპაში მუშაობს. ასეთი ეკონომიკური ურთიერთდამოკიდებულების მიუხედავად, მოლდაველი პოლიტიკოსები, გასულ წლებში გამუდმებით აუარესებდნენ დასავლელ მეზობლებთან ურთიერთობას.
რესპუბლიკაში მიმდინარე მოვლენების მიმართ ევროკავშირის ყურადღებამ შესაძლოა, გარკვეულწილად შეამციროს დაძაბულობა, მაგრამ ვერ განმუხტავს ამ მძიმე პოლიტიკურ კრიზისს და ვერც ხელისუფლების მზარდ ავტორიტარულ ტენდენციებს შეასუსტებს. მოლდოვას მოვლენები პოსტსაბჭოთა სივრცეში ასეთი ტენდენციების ზრდისა და რუსეთსა და ევროკავშირს შორის ამ სივრცის გამო არსებული ნაპრალის გაღრმავების ბოლო დასტურად იქცა.

კომენტარები
ამავე რუბრიკაში
27
თებერვალი
27
თებერვალი
რუსეთის საბედისწერო პარადიგმა
ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი
ნაწილი II - პირველი ტომი
13
თებერვალი
13
თებერვალი
რუსეთის საბედისწერო პარადიგმა
ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი
ნაწილი I - შესავალი
02
აგვისტო
02
აგვისტო
კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...
„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...
მეტი
27
თებერვალი
რუსეთის საბედისწერო პარადიგმა
ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი
ნაწილი I ...
13
თებერვალი
რუსეთის საბედისწერო პარადიგმა
ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი
ნაწილი ...
02
აგვისტო
კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყვიტოთ თვითგანადგურებ ...
„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ...
^