Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ავცრათ თუ მოვკლათ?

09 ივლისი 2009

საქართველოში უპატრონო ძაღლებისა და კატების რეგისტრაცია არასდროს მომხდარა. ცნობილია მხოლოდ ის, რომ ბოლო 2 წლის განმავლობაში პირველმა ვეტერინარულმა კლინიკამ დაახლოებით 26 000 ძაღლი დახოცა. თუმცა, რთულია იმის განსაზღვრა, რა შედეგი მოიტანა ათასობით ძაღლის დახოცვამ. სავარაუდოდ, შედეგი ამ მასობრივ ხოცვას საერთოდ არ ჰქონია - მექანიკური გამოხშირვით, ანუ მოკვდინებით, პრობლემის გადაწყვეტა შეუძლებელია. ექსპერტების თქმით, მოკლული შინაური ცხოველის ადგილს სხვა, გარეუბნიდან შემოსული, ნახევრად ველური ცხოველი იკავებს, რომელიც შესაძლოა, ბევრი სხვა დაავადების მატარებელი იყოს. 
რისკის ჯგუფში ყველა ძუძუმწოვარი ცხოველი შედის, რადგან ცოფი ტყიდან ვრცელდება. ამიტომ ყველა თანხმდება, რომ პრობლემის გადაწყვეტა სწორედ აქედან უნდა დაიწყოს. მსოფლიოში აპრობირებული მეთოდით, გარეულ ცხოველებს ორალურ ვაქცინაციას უკეთებენ, რაც ინფექციის თავიდან აცილების პირველი ნაბიჯია. თუმცა, იმის გამო, რომ საქართველოში არანაირი კვლევა არ ჩატარებულა, ზუსტად განსაზღვრული არაა, სადაა ცოფის ძირითადი კერა. 
ცოფის პრევენციის მეორე, ყველაზე ეფექტური გზაა უპატრონო ძაღლების პოპულაციის შემცირება.  
საქართველო ამ მხრივაც ყველანაირ საერთაშორისო სტანდარტს ჩამორჩება. სტანდარტი კი ასეთია: მაწანწალა ძაღლების პოპულაცია რომ შემცირდეს, მათი სტერილიზაცია ან კასტრაცია და ვაქცინაციაა საჭირო. ამ მეთოდებით უნდა ხელმძღვანელობდეს "პირველი ვეტერინარული კლინიკაც", რომელმაც 2006 წლის ივნისში მერიის ტენდერში გაიმარჯვა და მაწანწალა ძაღლების პოპულაციის კონტროლი საკუთარ თავზე აიღო. მერიაში აღიარებენ, რომ ტენდერის პირობები სრულყოფილი არ იყო. კლინიკისთვის სავალდებულო არ ყოფილა ძუ ძაღლების სტერილიზაცია, რაც მაწანწალა ძაღლების გამრავლებას ყველაზე ეფექტურად შეაფერხებდა. თუმცა, პირველი ვეტკლინიკა მაწანწალა ძაღლების აცრაზე პასუხისმგებლობას საერთოდ იცილებს თავიდან და ვაქცინაციას მხოლოდ მიკედლებულ შინაურ ცხოველებს უკეთებს (მიკედლებულს იმ ცხოველს უწოდებენ, რომელიც ქუჩაში კი ცხოვრობს, მაგრამ ადამიანის მფარველობის ქვეშაა). ვეტერინარული კლინიკის დირექტორი ნუგზარ ბოლქვაძე ამტკიცებს, რომ ვაქცინაციაც კი არ იძლევა ცოფიანი ცხოველისგან დაკბენილი სხვა ცხოველის დაცვის გარანტიას. 
ამით ამართლებენ პირველ ვეტერინარულ კლინიკაში იმ ფაქტს, რომ 2 წლის განმავლობაში მათ დაჭერილი მაწანწალა ძაღლების უმრავლესობა დახოცეს. რამდენიმე წლის წინ საშინლად არაჰუმანური იყო ქუჩის ძაღლის მოკვლის პროცედურაც. ქუჩებში რკინის მაშებით დაჭერილი ცხოველები ე.წ. ბეიკერის ორმომდე მიჰყავდათ, შიგნით ყრიდნენ, დენს უტარებდნენ და ასე კლავდნენ. პირველ ვეტკლინიკაში ამტკიცებენ, რომ ისინი დღეს ცხოველების დახოცვის გაცილებით ჰუმანურ მეთოდს იყენებენ. მართალია, მაწანწალა ძაღლებს ისევ რკინის მაშებით იჭერენ (რაც, უკვე დიდი ხანია, ევროპაში აკრძალულია), მაგრამ ამტკიცებენ, რომ ახლა მათ ევთანაზიის საშუალებით კლავენ. ბეიკერის ორმოს კი ლეშის გადასაყრელად ისევ იყენებენ. გასული ორი წლის განმავლობაში დაჭერილი ძაღლებიდან სიკვდილს მხოლოდ 10 პროცენტი გადაურჩა და ისიც - მხოლოდ მიკედლებული ცხოველები. 
თითო ცხოველის ევთანაზიაში, ტენდერის პირობებით, პირველი ვეტკლინიკა 46 ლარს იღებდა (გასული წლის ნოემბრიდან -35 ლარს) მაშინ, როცა კასტრაციასა და აცრაში, საერთო ჯამში, 37 ლარი ერგება სახელმწიფოსგან. პროექტის ფარგლებში კი, 2,5 წლის განმავლობაში სახელმწიფომ პირველ ვეტ-კლინიკას 1 681 668 ლარი გამოუყო.

ცხოველთა დამცველი ორგანიზაციები პირველ ვეტერინარულ კლინიკას ძაღლების არაჰუმანური გზით დაჭერასა და მოკვდინებაში ადანაშაულებენ. ცხოველების ქართველი დამცველების პოზიციას ამაგრებს საერთაშორისო ორგანიზაცია WSPA-ც, (World Society for the Protection of Animals). მათი შეფასებით, უპატრონო ძაღლების მასობრივი ჟლეტა არაეფექტური და თანაც საკმაოდ ძვირი მეთოდია.  
საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის მიუღებელია ისიც, რომ კრემატორიუმის არარსებობის გამო, ლეშს ცხოველთა სამარხში ყრიან. საზღვარგარეთ მკვდარი ძაღლების განადგურება მხოლოდ კრემატორიუმებში ხდება. ნუგზარ ბოლქვაძე კი ამტკიცებს, რომ ეს გზა არაეფექტურია, რადგან ფილტრი, რომლის საშუალებითაც კრემატორიუმში ტოქსიკური ნივთიერებების გაწმენდა ხდება, თავის საქმეს მაინც ვერ ასრულებს.
მაწანწალა ძაღლების გამრავლებას ხელს უწყობს სპეციალური თავშესაფრის არარსებობაც. საზღვარგარეთ, ამგვარ თავშესაფრებში უპატრონო ძაღლებს გარკვეული დროით იკედლებენ და მკურნალობენ. 
თავშესაფრის აშენება საქართველოში 2010 წელს იგეგმება. უკვე დიდი ხანია, მერიის საკუთრებაშია ტერიტორია, სადაც ჰოლანდიელები თავიანთი ხარჯებით თავშესაფრის აშენებას და საჭირო ინვენტარით უზრუნველყოფას აპირებენ. პარალელურად, მდგომარეობას ისიც გამოასწორებს, რომ პირველი ვეტკლინიკის სატენდერო ვადა 2009 წლის 31 დეკემბერს ამოიწურება, მერია კი - როგორც "ლიბერალთან" საუბარში აცხადებენ - ახალ კომპანიას უფრო სრულყოფილ სატენდერო პირობებს შესთავაზებს. თუკი ძაღლების მოკვლა მართლა აღარ იქნება ქუჩის ძაღლებთან ბრძოლის ერთადერთი გზა და უპირატესობას სტერილიზაცია-ვაქცინაციის მეთოდს მივანიჭებთ, საერთაშორისო ორგანიზაციები დაფინანსებითა და ტრენინგებით დახმარებას გვპირდებიან.
უპატრონო ცხოველების პრობლემაზე მუშაობა თბილისის საკრებულომაც სულ რამდენიმე თვის წინ დაიწყო. საერთაშორისო ცხოველთა დაცვის ორგანიზაციებთან კონსულტაციებით შეიქმნა პროექტი, რომლის მიხედვითაც, პირველ რიგში, ქუჩის ძაღლებისა და კატების აღრიცხვა და კლასიფიკაცია უნდა მოხდეს. უკვე ამის შემდეგ გახდება შესაძლებელი მათი ჰუმანური მეთოდით დაჭერა - სტერილიზაცია და გაშვება. არავინ გამორიცხავს და, მათ შორის არც საერთაშორისო ორგანიზაციები, რომ აგრესიული და დაავადებული ცხოველის ლიკვიდაცია აუცილებელია, თუმცა მხოლოდ ჰუმანური გზით.
თუკი სახელმწიფო ცხოველებში ცოფის პრევენციისთვის კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას დაიწყებს, ეს ადამიანების ინფიცირების რისკსაც შეამცირებს. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის 2008 წლის რეპორტში წერია, რომ ადამიანებში ცოფის შემთხვევების სტაბილურად მაღალი დონე გამოწვეულია დასახლებულ პუნქტებში მოხეტიალე ცხოველების, ძირითადად ძაღლების, მატებით და მათი აუცრელობით. არსებობენ აგრეთვე "პატრონიანი" აუცრელი ცხოველებიც. ვიდრე ეს პრობლემა არ მოგვარდება, ცოფის შემთხვევები ადამიანებში კვლავ იქნება. 
საქართველოში წლის განმავლობაში ცოფზე აცრას დაახლოებით 28 ათასი ადამიანი იკეთებს. მთელ მსოფლიოში ამ კუთხით ყველაზე დიდი მაჩვენებელი ჩვენს ქვეყანაშია. შარშან ცოფით 7 ადამიანი დაიღუპა, როდესაც დასავლეთ ევროპაში ცოფით სიკვდილი აღარ ფიქსირდება. 
ერთ-ერთი დიდი პრობლემა, კანონის არარსებობაცაა. საკრებულოს 2001 წლის გადაწყვეტილება თბილისის ტერიტორიაზე ძაღლების, კატების და მტაცებელი ცხოველების შენახვის წესების შესახებ არსებობს, მაგრამ იმის გამო, რომ მის შესრულებას არავინ აკონტროლებს, მას არც არავინ ემორჩილება. მაგალითად, ეს დოკუმენტი კრძალავს ალიკაპის გარეშე ცხოველის ქუჩაში გაყვანას, თუმცა ალიკაპიანი ცხოველის პოვნა ქალაქში გაგიჭირდებათ. საკრებულოში წარდგენილი პროექტი ამ წესების დახვეწასაც ითვალისწინებს. წინასწარი ვარაუდით, აიკრძალება ძაღლების გაყვანა, მაგალითად, ბავშვების სათამაშო მოედნებზე. ასევე, მეპატრონის ვალდებულება იქნება, აალაგოს ცხოველის ექსკრემენტები, რაც ნებისმიერ პარკსა და ქუჩაში გვხვდება. წესების მაკონტროლებელი კი სავარაუდოდ პოლიცია იქნება, რაც თავის მხრივ გამოიწვევს ცვლილების შეტანას პოლიციის შესახებ ორგანულ კანონში. არ არის გამორიცხული, ძაღლების მფლობელებს გადასახადიც დაუწესდეთ. პროექტი ითვალისწინებს ქალაქის თვითმმართველობაში ცხოველებზე ზრუნვის განყოფილების შექმნას. მისი მოვალეობა იქნება მაწანწალა ძაღლების პოპულაციის კონტროლი და საგანმანათლებლო სისტემაში ცხოველებზე ზრუნვის კურსის შეტანა. მხოლოდ ამ ღონისძიებების თანმიმდევრული ამოქმედების შემდეგ შეძლებს საქართველო წავიდეს, ვთქვათ, ინდოეთზე წინ, სადაც ეფექტური სახელმწიფო პოლიტიკის არარსებობის გამო, დღესაც მსოფლიოში ყველაზე მეტი ადამიანი იღუპება ცოფით.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^